100 გიგაბაიტიანი Pininfarina Extra
მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი იტალიური საავტომობილო დიზაინ-სტუდია Pininfarina, რომლის კლიენტებიც არიან ისეთი ცნობილი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა Maserati და Ferrari, დაკავებულია არა მხოლოდ "სუპერკარებით". სტუდია Pininfarina Extra-მ, SimpleTech-თან ერთად წარმოადგინა გარე დამმახსოვრებელი მოწყობილობა საინტერესო დიზაინით და მოცულობით 40გბ-დან 100 გბ-მდე. მოწყობილობაში გამოყენებულია 2.5"-იანი ვინჩესტერი 5400ბრ/წ. და USB2.0 კონტროლერი. მოწყობილობა გამოდის რამდენიმე ფერის შეფუთვით: წითელი, ნაცრისფერი, შავი, თეთრი და ვერცხლისფერი. ფასები მოცულობის ცვალებადობასთან ერთად იცვლება 110 მარადმწვანედან 180 მარადმწვანემდე. ![]() |
|