COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » დასალევი Windows Vista

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=646


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
დასალევი Windows Vista

თბილისური აუტანელი სიცხე გრძელდება, თან სიცხე იმდენად ძლიერად რომ ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში კომპიუტერთან მიკარების სურვილი არ გამჩენია, აშკარად იგივე პრობლემა აწუხებთ კომაპნია Microsoft-ში. პროგრამისტები ადგილვე ვერ ჯდებიან და წარამარა რაღაც ახალ მიზეზებს იგონებენ რომ ცოტაოდენ დრო სხვა რამეზე დახარჯონ და არა ამ საშინელ Windows Vista-ზე. ამიტომ კომპანია იძულებული იყო რაიმე ახალი წამახალისებელი მოეგონებინა და აი გამოჩნდა ახალი გასაგრილებელი საშუალება :-)

მოკლედ ეს არის გასაგრილებელი სასმელი, რომელიც კომპანიის შიგნით მუშაკებზე უფასოდ ვრცელდება სპეციალური აპარატების მეშვეობთი და მისი ერთადერთი დანიშნულებაა მომსახურე პერსონალის ინტერესი აწიოს დასამთავრებელი ოპერაციული სისტემის მიმართ. რას არ მოიგონებენ მარკეტინგის კადრებში :-), საინტერესოა თუ გაყიდვაში გამოვიდოდა ასეთი ლიმონათი, ექნებოდა მას კომერციული მოგება თუ არა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-08-2006, 09:04:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.