ჩვენ ისევ ონლაინ რეჟიმში ვართ :-)
ბატონებო და ქალბატონებო, კომპინფო სიამაყით წარმოგიდგენთ თავის განახლებულ რესურს. ჩვენ ვცდილობდით შეგვევსო წინა ვარიანტის ხარვეზები, კერძოდ მისი შესაძლებლობები, ამჯერად შეგვიძლია განვაახლოთ ჩვენი ელ-ჟურნალები, თუმცა სავსებით თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ რეალურ კომპენსირებას მოვახდენთ სტატიების მეშვეობით. ახლა კი მაინტერესებს, როგორ ხართ ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო? მოიწყინეთ არა :-) ლამის ორი დღეა საიტის გაშვებას ელოდებით, მჯერავს, მჯერავს, ჩვენც არ ვაპირებდით ამდენიხნით გათიშვას, მაგრამ იუზერი გეგმავდა და Ctrl+ALT+DEL-ი იცინოდაო ხომ გაგიგიათ :-) მოკლედ პირველი ეტაპი გადალახულია, საიტის დიდ ინტერნეტში გაშვება შეიძლება :-), მეორე საკითხია რომ ყველაფერი ისე სრულყოფილად არ გამოგვივიდა როგორც გვინდოდა. ვერ მოვასწარით დამათებითი თემების ჩასმა, რაღაც სიახლეების ჩამატება და ასე შედმეგ, მაგრამ ამას ნელნელა ჩავამატებთ. დღეიდან კი შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტარცია, დაათვალიერეთ ახალი ”კომპინფოს” სახლი, გაეცანით წესებს შესაძლებლობებს, იმედი მაქვს რომ საძრომიალო მინიმუმ ერთი დღით გეყოფათ :-). ცოტა თუ არ დავისვენე ვერაფერს ვეღარ გავაგრძელებ :-), ასე რომ თქვენ ეცნობით ახალ საიტს და მის შესაძებლობებს, ჩვენ კი მთელი გუნდით რამდენიმე საათით ვისვენებთ, თორემ PHP კოდისა და My SQL-ის ცხრილების მეტს ვერაფერს ვხედავთ :-). ამიერიდან შეგიძლიათ რეგისტრირება, ფორუმში შეჭყიტვა, ნაწილი ძველი სიახლეების გადახედვა, გზავნილების გამოწერა საკუთარი პროფილების გამზადება და ასე შემდეგ. მოკელდ ახლა პატარა საქმე თქვენც გაქვთ. ჰო მართლა საინტერესოა თქვენი აზრები, მაგალითად ძალიან დაწვრილებულად მიგვაჩნია ფორუმი, შეიძლება ნაწილი პუნქტების გაერთიანება, შეიძლება რაიმე შეცდომა აღმოაჩინოთ, რომლებიც დარწმუნებული ვარ იარსებობს, ამ ორი დღის განმავლობაში არა ერთი გავასწორეთ. მოკლედ დროებით, ახლა თქვენი დროა. ![]() |
|
შენიშვნები კაია, და გაკეთება და ყველაფგერი ამის შესწორება ძნელი,