IBM PC - 25 წლისაა
25 წლის წლინს, 1981 წლის 12 აგვისტოს კომპანია IBM-მა გამოუშვა თავისი პირველი პერსონალური კომპიუტერი. მანამდე კომპანია უშვებდა დიდ კომპიუტერებს რომლებსაც დღეს მოყვარულების ენაზე ეძახიან კარადა კომპიუტერებს, ხოლო პროფესიონალურ დონეზე Main Frame-ბს. სხვათაშორის ეს კლასი დღემდე შემოგვრჩა, უბრალოდ შიგნეულობა თანამედროვე ტექნიკისგან შედგება. დიდი კომპიუტერები მოითხოვდნენ 60 ოპერატორის მომსახურებას და შეიძლება მათი ფასი მილიონ დოლარს გადასცილებოდა, რა თქმა უნდა აქ არანაირ პერსონალურობაზე არ მიდიოდა საუბარი.
აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ IBM-მდე პერსონალურ კომპიუტერებს უშვებდა კომპანია APPLE, კომპანიამ მოასწრო მეორე თაობის Apple-ს გამოშვება (ეს მოხდა 1977 წელს Apple II). 1979 წელს გამოვიდა დამოუკიდებელი კომპიუტერი Atari 800. მოკლედ ბაზარს სხვა ფირმები იპყრობდნენ, ამიტომ IBM-ი შეუდგა საქმეს, მაგრამ შეუდგა ძალიან ჩქარი ტემპებით, პროექტზე მუშაობდა მხოლოდ 12 კაცი, ვადა კი იყო განსაზღვრული 12 თვე. გასაგები იყო, რომ თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელ კომპიუტერს ეს ჯგუფი ასეთ მოკლე ვადაში ვერ შესძლებდა, ამიტომ გადაწყვეტილი იყო სხვა კომპანიების მიერ შექმნილი ტექნოლოგიების გამოყენება, ასე მოხვდა ამ გაუგებრობაში intel-ის პროცესორი და MicroSoft-ის ოპერაციული სისტემა, სხვათაშორის ცალცალკე ამ ორმა ფირმამ PC-დან უფრო მეტი ფული იშოვეს ვიდრე თვითონ IBM-მა :-). ბოლოს 2005 წელს IBM-მა PC ტექნოლოგიის მხარდაჭერა შეწყვიტა და ლიცენზია გაყიდა, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს აღარ ცვლის, ინერცია იმხელაა, რომ პროცესის გაჩერება შეუძლებელია, ამასობაში IBM-ი პრაქტიკულად ამ საქმეს გამოთიშულია. სრულ ტექსტში კიდევ ბევრს სხვა ინფოს ნახავთ...
ასე თუ ისე 1981 წლის 12 აგვისტოს სამყაროს მოევლინა IBM 5150 რომელშიც იყოს MicroSoft-ის ოპერაციული სისტემა და რამდენიმე სხვა პროგრამა, პლიუს Intel-ის პროცესორი 8088, რომელსაც ჰქონდა 4,77 მეგაჰერცი ტაქტიკური სიხშირე, გაგეცინებათ და ამ მონსტრს ჰქონდა სულ რაღაც 64 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება. გასაგებია, რომ ასეთი კონფიგურაციის დროს არანაირ ვინჩესტერზე საუბარი არ მიდიოდა, ინფორმაცია იწერებოდა მაგნოტოფონის კასეტებზე, უფრო წინწასულ ვერსიაში ინფორმაცია იწერებოდა დისკეტებზე, ოღონდ მათი მოცულობა იყო 160 კილობაიტი, ხოლო ზომები დღევანდელი დისკეტებისგან განსხვავებით ვებერთელა იყო 5,25 დუიმი 3,5 დუიმის მაგივრად, თან დისკეტის გარსი თხელი ფირფიტებისსგან მზადდებოდა და არა დღევანდელი 1,44 მეგაბაიტიანი დისკეტისნაირი პლასტმასისგან.
საერთო ჯამში კომპიუტერი იყიდებოდა სამ ვარიანტში: - პირველ შემთხვევაში შეიძენდით სისტემურ ბლოკს რომელშიც შედიოდა დედა დაფა, 64 კილობაიტი ოპერატიული და პროცესორი + 83 კლავიშიანი კლავიატურა, სისტემაში არ იყო ვიდეო დაფა, პარალელული და მიმდევრობითი პორტები, მონიტორი და დისკმდები. ეს ყველაფერი სრულ ვერსიაში იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ პირველი დონის PC ღირდა 1565 დოლარი. - მეორე შემთხვევაში ძირითად კონფიგურაციას ემატებოდა - ვიდეო დაფა, ერთი დისკმდები, მონიტორი და ოპერაციული სისტემა, ასეთი კომპიუტერი უკვე 3000 დოლარს უკაკუნებდა.- მესამე შემთხვევაში (ბიზნეს კლასში) დამატებული იყო - ფერადი მონიტორი (4 ან 16 ფერიანი. მუშაობდა ეს სილამაზე ორ რეჟიმში 320 x 200 და 640 x 200, ტექსტურ რეჟიმში თითო ხაზზე ეტეოდა 40, ან 80 სიმბოლო, ხოლო ეკრანზე ეტეოდა 25 ხაზი, ანუ სტრიქონი.), მეორე დისკმდები, პარალელური და მიმდევრობითი პორტები, პლიუს პრინტერი, ეს ყველაფერი უკვე მომხმარებელს უჯდებოდა 4000 დოლარი.
მიუხედავად ასეთი საშინელი კონფიგურაციისა სწორედ IBM PC გახდა მასიური თაყვანისცემისა და გაყიდვების ჰიტი, სწორედ ამ მოდელიდან იწყება თავბრუსდამხვევი წარმატება პერსონალური კომპიუტერების ისტორიაში. ამასობაში არ დაგავიწყდეთ რომ მაშინდელ კომპიუტერებს არ ჰქონდათ არც AGP, არც PCI, მითუმეტეს PCI Express, USB-ს ხსენება არ იყო და ასე შემდეგ. სხვათაშორის ერთერთმა შემქმნელმა რამდენიმე თვის წინ თქვა, პირველ კომპიუუტერს ახალ PC-სთან საერთო პრაქტიკულად არაფერი აღარ დარჩაო, გარდა ერთი საერთო მახასიათებელი კონექტორისა, რომელსაც დღემდე კომპიუტერებს ელექტრო ქსელში შესაერთებლად დარჩათ :-).
წარმოიდგინე, პერსონალური კომპიუტერების ისტორია სულ რაღაც 25 წლის წინ დაიწყო, პირველი კომპიუტერები დღევანდელი გადასახედიდან სრული საშინელება იყო, დღეს კი ხელთ გვაქვს Pentium4, Pentium D, Core 2 Duo, Athlon 64 და Athlon 64 X2, სერვერულ პროცესორებზე აღარაფერს ვამბობ. საინტერესოა რა დონეზე იქნება კომპიუტერული ტექნოოლოგია კიდევ 25 წლის შემდეგ და როგორ გაგვახსენდება ჩვენი დღევანდელი კომპიუტერები, როგორც სრული კოშმარი თუ....
ქვემოთ მოყვანილ ხცრილში კი შეგიძლიათ პირველი კომპიუტერის კონფიგურაციით დატკბეთ
NAME |
PC - Model 5150 |
MANUFACTURER |
IBM |
TYPE |
Professional Computer |
ORIGIN |
U.S.A. |
YEAR |
1981 |
BUILT IN LANGUAGE |
IBM BASIC (Special Microsoft BASIC-80 version in ROM) |
KEYBOARD |
Full stroke 'clicky' 83 keys with 10 function keys and numeric keypad |
CPU |
Intel 8088 |
SPEED |
4.77 MHz |
CO-PROCESSOR |
Optional 8087 math coprocessor |
RAM |
64 KB (The very first ones had only 16 KB) |
ROM |
64 KB |
TEXT MODES |
40 or 80 char x 25 lines |
GRAPHIC MODES |
Optional CGA graphic modes : 320 x 200 / 640 x 200 |
COLORS |
Monochrome / 4 among 8 in 320 x 200 CGA mode |
SOUND |
Tone Generator - built-in speaker |
SIZE / WEIGHT |
50.8 (W) x 40.6 (D) x 14 (H) cm |
I/O PORTS |
Five internal 8 bit ISA slots, monitor, Centronics, cassette (!), |
BUILT IN MEDIA |
One or two 160 KB 5.25'' disk-drives |
OS |
MS-DOS, CP/M-86, USCD Pascal |
POWER SUPPLY |
Built-in 63.5W switching power supply unit |
PERIPHERALS |
5 expansion slots, 5, 10, 20 MB hard discs |
PRICE |
???? (1 FD, monochrome monitor, U.K., 1983) |
ბეჭდვითი ვერსია | 12-08-2006, 10:10:00 |
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
საინტერესოააააააა