7-Zip v4.41 beta
გამოვიდა ცნობილი არქივატორის ახალი Beta ვერსია. დიდ ახსნა არ უნდა იმას რომ პროგრამა 7-Zip-ი ინტუიციურად გასაგებია ყველასათვის. აღსანიშნავია ამ პროგრამის საკუთარი ფორმატის არქივი. არქივი ინახება ფორმატში 7z, მაგრამ ამ დროს ფაილები უფრო კარგად იკუმშება ვიდრე ცნობილ ZIP და RAR არქივატორებს შეუძლია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს არქივაციაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. 7-Zip-ი მუშაობს შემდეგი ფორმატის არქივებთან: 7z, ZIP, CAB, RAR, ARJ, GZIP, BZIP2, TAR, CPIO, RPM და DEB. შესაძლებელია თვითგახსნადი არქივების გაკეთება, ასევე შეიძლება არქივატორია პატარა მენიუ გამოიყენოთ იმისათვის, რომ რაღაც ინსტალერის მაგვარი პაკეტი გააკეთოთ. პროგრამა ინტეგრირდება Windows-ის გარსში და ფაილების ეგრეთწოდებული შეკუმშვა/განკუშვა შესაძლებელია კონტექსტური მენიუდანაც. ესეც არქივატორი: 7-Zip v4.41 beta 817 კილობაიტი ![]() |
|
მაგარი, პროგია! პირადად მიყენია, მაგრამ არ ვიყენებ.