Auslogics Disk Defrag 1.0.3.173
დეფრაგმენტაცია - სისტემის სწრაფქმედების ოფტიმიზირების ყველაზე მარტივი გზა. არასდროს გიფიქრიათ რატომ შენელდა თქვენი ცინცხალი Windows-ი მასზე პროგრამების საჭირო ნაკრების დაყენების შემდეგ ?! მყარ დისკზე ნებისმიერი ოპერაცია (პროგრამების დაყენება / ამოინსტალირება, ფაილების შენახვა / წაშლა ..) იწვევს ფრაგმენტაციას (ფაილების ნაწილებათ (ბლოკებათ) დაყოფას და მათ დისკზე მოუწესრიგებლათ განლაგებას) და დისკური სივრცის არაოფტიმალურათ განაწილებას. Windows-ს მოყვება თავისი დეფრაგმენტატორი მაგრამ ის მორალურათ და ფიზიკურათ მოძველებულია: ნელია, მოსაწყენი, უჭირს დიდი ზომის დისკების დეფრაგმენტაცია და (პირადათ მქონია შემთხვევა) ძლიერი ფრაგმენტაციის შემთხვევაში შეუძლია სისტემის მწყობრიდან გამოყვანა. ესეც პაკეტი: Auslogics Disk Defrag 1.0.3.173 1,42 მეგაბაიტი Auslogics Disk Defrag 1.0.3.173 1,42 მეგაბაიტი (რუსული ვერსია) ბეჭდვითი ვერსია | 02-09-2006, 09:04:00 | gearge |
|
პროგრამა არ უჭერს მხარს Windows 95 / 98 / ME -ს. ამ ოპერაციული სისტემის მომხმარებლებს (და ვიცი რომ ასეთები ჯერკიდევ ხართ) მოგიწევთ Power Defrag-ის გამოყენება. ვერსია 2 უფასოა.
აირჩიეთ თქვენი სისტემის შესაბამისი!