Microsoft-ი გვატყობინებს Vista-ს საბოლოო ფასებს
კომპანია Microsoft-მა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ოპერაციული სისტემის ფასები და დააყოლა რომ იგი ეღირება ზუსტად იმდენივე რაც ღირს შესაბამისი კლასის Windows XP. მოკლედ ყველაზე იაფი იქნება Windows Vista Home Basic ეღირება ეს სიამოვნება 199 დოლარი, ვისაც აქვს Windows XP-ს ლიცენზია შესაძლებლობა ექნება აპგრეიდი განახორციელოს 99,95 დოლარად (ხომ ხედავთ ლიცენზირებული ვერსიის ქონა რა კარგი რაღაცაა). გაფართოებული სახლის ვერსია Windows Vista Home Premium, რომელსაც შეუძლია სათამაშო კონსოლ Xbox 360-თან მიერთება და სატელევიზიო გადაცემების ჩაწერა ეღირება 239 დოლარი., ოპერაციული სისტემის ბიზნეს ვერსია ეღირება 299 დოლარი. დარჩა საბოლოო ვერსია, ყველაზე სრული და ყველა ტექნოლოგიური მიღწევით გადავსებული, ეს არის Vista – Windows Vista Ultimate – მისი ფასი ლამის ორმაგია და შეადგენს 399 დოლარს.
ბეჭდვითი ვერსია | 07-09-2006, 10:19:00 | |
|