SanDisk SANSA სერიიდან e200 თბილისში
კომპანია SanDisk-ის მიერ გამოშვებული iPOD-ის კონკურენტი პლეერები სერიიდან e200 თბილისში გამოჩნდა. კომპანია SanDisk-ი ცნობილია ფლეშ მეხსიერების წარმოებით შეიძება ითქვას რომ Samsung-ის შემდეგ იგი მეორე ფირმაა ფლეშ მეხსიერების წარმოების სიმძლავრით. შესაბამისად კომპანიამ ჩაიფიქრა და შესძლო წარმოებაში ჩაეშვა საკუთარი მარკით გამოსული მედია პლეერები. ბოლოსდაბოლოს მეხსიერება კომპანიას სხვისგან შესაძენი არა აქვს. შედეგად გამოჩნდა პლეერების კლასი SANSA. ზაფხულში ამ პლეერების ახალი სერია გამოვიდა მარკით e. მედია პლეერების ხაზი საკმაოდ ფართოა. არის როგორც 1 გიგაბაიტიანი ასევე 2, 4 , 6 და 8 გიგაბაიტიანი პლეერები. ყველა მათგანი პოზიცირდება როგორც iPOD-ის კონკურენტი, რეალურად კი მკვლელი. გარდა იმისა რომ ყველაზე პატარა მოცულობის მედია პლეერსაც კი ფერაცი ეკრანი გააჩნია (რაც iPod Shufle-ს ნამდვილად არ გააჩნია), ახალი მედია პლეერებს აქვთ დანატებითი სლოტი რომელშიც შეიძება ჩასმული იყოს MicroSD ფლეშ ბარათი. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ბარათების ზომა დღეისათვს უკვე 4 გიგაბაიტს აღწევს, გამოდის რომ პლეერებს ემატებათ მშვენიერი გაფართოების შესაძლებლობა. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი მათგანის მოსულობა შეიძება აღნიშნული მოცულობით გაიზარდოს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 2 და 4 გიგაბაიტიანი MicroSD ბარათები სულ ახალი გამოსულია და მათი შოვნა არც თუ ისე იოლი იქნება თან არც თუ ისე იაფი ეღირება. თვითონ სიტყვა SANSA სანსკრიტზე ნიშნავს ”შექებას, დიდებას” ხოლო მარკა e ნიშნავს expandable. ყველა მოდელს აქვს 1,8 დუიმიანი TFT ეკრანი, ტიტანის შენადნობისგან დამზადებული კორპუსი, რაც პლეერს იცავს დაკაწვრისაგან, აღიქვავს უმრავლესობა გრაფიკულ ფორმატებს, შეუძია აუდიო ვიდეო ფორმატების აღქმა, გათვლილია აუდიო ფაილების მოსმენისას 20 საათიან უწყვეტ მუშაობაზე, ინტეგრირებულია USB 2.0ინტერფეისი რაც უზრუნველყოფს ფაილების სწრაფ გადაწერას. პლეერევს აქვთ FM ტუნერი და შეუძიათ რეალურ დროში ჩაიწერონ აუდიო ფაილები, ანუ მათი კიდევ ერთჳ გამოყენების სფეროა დიქტაფონი. ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ ეს მედია პლეერები უკვე თბილისში გამოჩნდა. საკმაოდ ოპერატიულად მოხდა მათი საქართველოში ჩამოტანა. რასაც იგივე iPOD-ზე ვერ ვიტყვით. თან საკმაოდ იაფიც ღირს SANSA-ს მედია პლეერები. ძირს გთავაზობთ ორ ჩამონათვალს ერთი ასახავს მწარემობლის ინფორმაციას მოდელების შესახებ, მეორე კი ასახავს საქართველოში გამოჩენილ მოდელებს: ფასები და ქარხნული მახასიათებლები e200-ის სერიისთვის
ფასები და ქარხნული მახასიათებლები e100-ის სერიისთვის
* დროისა და რაოდენობის დაანგარიშებისას საშუალოდ აღებულია 128 Kb 4 წუთიანი მუსიკალური კომპოზიცია ყველა პლეერს აქვს ზემოთხსენებული გაფართოების სლოტი და ფერადი ეკრანი. ასე რომ ნებისმიერი MP3 პლეერის შეძენის წინ ნამდვილად გირჩევთ რამდენიმე სხვადასხვა მწარმოებლის პლეერები ნახოთ, მითუმეტეს რომ დღეს მათი რაოდენობა შედარებით ბევრია საქართველოშიც კი. არ ღირს ბრმად მოდას და სხვის რჩევას აყოლა. ბეჭდვითი ვერსია | 20-09-2006, 14:30:00 | |
|
E260 მე მაქვს და ძაან მაგარი რაგაცააა))....კიდობანში ვიყიდე და 225 მივეციი))და USB იტენებაა ))