მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows XP გამოდის ქართულად

დღეს შაბათი დღეა, წესით IT სიახლეებს არ ველოდებით განსაკუთრებით ქართულს, მაგრამ მიუხედავად ამისა კომპანია UGT გვატყობინებს რომ დამთავრდა ოპერაციულ სისტემა Windows-ის გაქართულებაზე მუშაობა. თუმცა თავიდან საზოგადოებისთვის წარმოდგენილი იქნება პირველი ვერსია, რომელიც მიიღებს BETA-ს სტატუსს. მოკლედ ტექსირებების ახალი ნაკადი იწყება :-).  ამჯერად ვამოწმებთ რამდენად კარგად იქნება თარგმნილი ტერმინები, ხომ არ გამოიწვევს ეს ტერმინები ბირთვის არასტაბილურობას და რაც მთავარია რამდენად მისაღები იქნება ტერმინები ქართველი მომხმარებლებისთვის.

შარჟი ქართული WIndows XP-ს ლოგოტიპზე

ოფიციალური ბიულეტინი გვატყობინებს შემდეგს: ორშაბათს 15 მაისს წარმოდგენილი იქნება ქართულენოვანი Windows XP-ს პრეზენტაცია, დამსწრე საზოგადოება პირველად იხილავს ქართულენოვან Windows XP-ს. პროექტის ფარგლებში გადაითარგმნა 2220 სიტყვა და 335 სიტყვისგან შემდგარი 35 ათასი ფრაზა.



წინასწარ ვიცი რომ ეს ოფიციალური ტექსტი გარკვეულ აურზაურს გამოიწვევს ამიტომ დაგიზუსტებთ მას. აქ ნაგულისხმევია რომ გადათარგმნილია 2220 დამოუკიდებელი ცალკე სიტყვად გამოყენებული ტერმინები, გარდა ამისა გადათარგმნილია 335 ათასი სიტყვა, რომლებიც სხვადასხვა წინადადებებში და ფრაზებში გამოიყენება. გარკვეულ გაუგებრობას იწვევს თვითონ ქართულენოვანი Windows XPს წარმოდგენა, რადგან ყველამ ვიცით რომ თავდაპირველად გამოვა ინგლისურენოვანო ვერსიის დამატებითი მოდული, ეგრეთწოდებული MUI რომელიც დაინსტალირებულ სისტემაზე დაყენდება და შეცვლის ინტერფეისს. შეიძლება მუშაობის პროცესში სხვა გადაწყვეტილება იყო მიღებული. ვნახოთ რა გამოვა.

Windows XP PRO

პრეზენტაცია პრესისთვის და ტელევიზიისთვის დაგეგმილია ორშაბათს, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პრეზენტაციას აუცილებლად დავეწვევით და ყველაფერს დეტალურად შეგატყობინებთ. მანამდე კი, თუ თქვენ გაქვთ სურვილი დამატებითი კითხვები დაუსვათ UGT-ს წარმომადგენლობს შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კითხვები აქ დასვათ კომენტარების მეშვეობით, ჩვენ შესაძლებლობისდაგვარად თქვენს კითხვებს გადავცემთ კომაპნიის წარმომადგენლებს და პასუხებსაც გაგაცნობთ.

კომაპნია UGT-ს ლოგოტიპი

საინტერესო იქნება რამდენად შეეგუება ქართულ ინტერფეისს ჩვენი მომხმარებლები, გასაგებია რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი მაინც ინგლისურენვან ინტერფეისს ამოირჩევს, ნუ დაგვავიწყდება რომ ქართული ინტერფეისი ძირითადად განკუთვნილია ახალბედებისთვის, ასე რომ გთხოვთ ბევრგან წამოწეულ კრიტიკას და გამონათქვანს რომ თქვენ ამ ვერსიას არ გამოიყენებთ ადგილი არ ჰქონდეს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-05-2006, 15:41:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 9
შეფასება: 2


გამოხმაურება

http://microsoft.ugt.ge/group.aspx აი ქართული ვინდოუსის შემქმნელები
13-05-2006, 18:34:06 | TERMO

UGT. ერთი (არა)ჩვეულებრივი მოკვდავი ქართველი პროგრამერი პირში გეუბნება:
თუ რაც სკრინშოტზე ვნახე მართლა თქვენი ნამოქმედარია, მაშინ თქვენი ნამუშევარი იმსახურებს ათბალიან სისტემაში ერთ ქულას!
13-05-2006, 18:32:48 | Reechard

აუ მე მაგრათ მაინტერესებს Gateway -ს რა დაარქვეს უეჭველი ჭიშკრის გზა ერქმევა ან კარიბჭე ლოლ
13-05-2006, 18:29:59 | TERMO

ხო რიჩარდ ეხლა მოვწვი ტო ჩემ კომენტარებსაც ყლაპავს რაღაც შეცდომაა აშკარად ჯაჯას ვეტყვი ეხლავე გაასწოროს
13-05-2006, 18:28:19 | TERMO

არა მაინც რა ლოხები არიან!!!
''კომპაქტ დისწამყვანი'' რა წყობაა! რატომ ცალკე ''კომპაქტ'' და ერთად ''დისკწამყვანი''???

გოიმებო! ფუუუუუუუ........
13-05-2006, 18:28:09 | Reechard

რას ვერ მიხვდი ტო ამ დედაძაღლმა ორი მესამედი ტექსტი ჩაყლაპა მეათეჯერ და ვაგინებ სხვა რა ვქნა?? :-)))))

ფარჯრებზე: თერმო, რუსულ ვერსიას "ოკნა" აწერია ???????
:))))))))
13-05-2006, 18:25:16 | Reechard

Reechard-მ დაწერა: ვინც ჩემი კომენტების სიტყვები ჩაყლაპოს ამ საიტის ენჯინის-და-თავად, იმის ისეთები და ასეთები მე...
:-))))))))))))))))))))))))))


ეს ვერ მივხვდი იქნებ ცოტა კონკრეტულად
13-05-2006, 18:23:26 | TERMO

ვაიმე რა გოიმობაააააა !!!
''დრეკადი დისკი'' - 70-იანი წლების ტრერმინოლოგია!!

ინტერნეტ ექსპლორერზე ბალუნ ტიპსი ამბობს: ''ეძებს და აჩვენებს ინფორმაციას და ვებსაიტებს ინტერნეტზე"
!!!! ამ სიტყვების ავტორი არ უნდა დაასახიჩრო ????
ლოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოოოოლ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ!
13-05-2006, 18:22:57 | Reechard

რიჩარდ აბა შენ რა გგონია რას დაწერენ?
13-05-2006, 18:19:13 | TERMO

ვინც ჩემი კომენტების სიტყვები ჩაყლაპოს ამ საიტის ენჯინის-და-თავად, იმის ისეთები და ასეთები მე...
:-))))))))))))))))))))))))))
13-05-2006, 18:18:26 | Reechard

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.