მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows XP გამოდის ქართულად

დღეს შაბათი დღეა, წესით IT სიახლეებს არ ველოდებით განსაკუთრებით ქართულს, მაგრამ მიუხედავად ამისა კომპანია UGT გვატყობინებს რომ დამთავრდა ოპერაციულ სისტემა Windows-ის გაქართულებაზე მუშაობა. თუმცა თავიდან საზოგადოებისთვის წარმოდგენილი იქნება პირველი ვერსია, რომელიც მიიღებს BETA-ს სტატუსს. მოკლედ ტექსირებების ახალი ნაკადი იწყება :-).  ამჯერად ვამოწმებთ რამდენად კარგად იქნება თარგმნილი ტერმინები, ხომ არ გამოიწვევს ეს ტერმინები ბირთვის არასტაბილურობას და რაც მთავარია რამდენად მისაღები იქნება ტერმინები ქართველი მომხმარებლებისთვის.

შარჟი ქართული WIndows XP-ს ლოგოტიპზე

ოფიციალური ბიულეტინი გვატყობინებს შემდეგს: ორშაბათს 15 მაისს წარმოდგენილი იქნება ქართულენოვანი Windows XP-ს პრეზენტაცია, დამსწრე საზოგადოება პირველად იხილავს ქართულენოვან Windows XP-ს. პროექტის ფარგლებში გადაითარგმნა 2220 სიტყვა და 335 სიტყვისგან შემდგარი 35 ათასი ფრაზა.



წინასწარ ვიცი რომ ეს ოფიციალური ტექსტი გარკვეულ აურზაურს გამოიწვევს ამიტომ დაგიზუსტებთ მას. აქ ნაგულისხმევია რომ გადათარგმნილია 2220 დამოუკიდებელი ცალკე სიტყვად გამოყენებული ტერმინები, გარდა ამისა გადათარგმნილია 335 ათასი სიტყვა, რომლებიც სხვადასხვა წინადადებებში და ფრაზებში გამოიყენება. გარკვეულ გაუგებრობას იწვევს თვითონ ქართულენოვანი Windows XPს წარმოდგენა, რადგან ყველამ ვიცით რომ თავდაპირველად გამოვა ინგლისურენოვანო ვერსიის დამატებითი მოდული, ეგრეთწოდებული MUI რომელიც დაინსტალირებულ სისტემაზე დაყენდება და შეცვლის ინტერფეისს. შეიძლება მუშაობის პროცესში სხვა გადაწყვეტილება იყო მიღებული. ვნახოთ რა გამოვა.

Windows XP PRO

პრეზენტაცია პრესისთვის და ტელევიზიისთვის დაგეგმილია ორშაბათს, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პრეზენტაციას აუცილებლად დავეწვევით და ყველაფერს დეტალურად შეგატყობინებთ. მანამდე კი, თუ თქვენ გაქვთ სურვილი დამატებითი კითხვები დაუსვათ UGT-ს წარმომადგენლობს შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კითხვები აქ დასვათ კომენტარების მეშვეობით, ჩვენ შესაძლებლობისდაგვარად თქვენს კითხვებს გადავცემთ კომაპნიის წარმომადგენლებს და პასუხებსაც გაგაცნობთ.

კომაპნია UGT-ს ლოგოტიპი

საინტერესო იქნება რამდენად შეეგუება ქართულ ინტერფეისს ჩვენი მომხმარებლები, გასაგებია რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი მაინც ინგლისურენვან ინტერფეისს ამოირჩევს, ნუ დაგვავიწყდება რომ ქართული ინტერფეისი ძირითადად განკუთვნილია ახალბედებისთვის, ასე რომ გთხოვთ ბევრგან წამოწეულ კრიტიკას და გამონათქვანს რომ თქვენ ამ ვერსიას არ გამოიყენებთ ადგილი არ ჰქონდეს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-05-2006, 15:41:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 9
შეფასება: 2


გამოხმაურება

TERMO-მ დაწერა: "აუ რო უყურებ გული მერევა ფანჯრები რამ დააწერინათ ბარემ ქვემოთ დარაბებიც მიეწერათ უხდება ფუფ საერთოდ რისთვის თარგმენს ვერ გამიგია რას ელოდებიან ამისგან ჯერ რო შეხედავ რას გავს"

შენ უეჭველი იუმორის დედასთან იყავი გუშინ ღამით არა??? :)))))))))
რა გჭირს ტო ხუმრობა როა და მონტაჟი ვერ მოწვი?!?!?!?!?!?!
აბა მართლა "ფანჯრებს" დააწერდნენ?!?!?!?
13-05-2006, 18:15:41 | Reechard

მერაბ
ჩემი აზრით "დასაწყისი" ან "საწყისიც" ეყოფა, მენიუ მაინც უცხოური სიტყვაა და აქ მხოლოდ უკიდურესი უფანტაზიობის შემთხვევაში შეიძლება იხმარო

ისე, ამ პროექტში ქართულის და ინგლისურის სპეციალისტები თუ არიან ჩართული ნეტა?
13-05-2006, 18:12:39 | domen

mws
აუუ, დამეკარგა ამ ვინდოუსზე წარმოდგენა ნეტა მთარგმნელს ქართული ვინ ასწავლა არადა ცოტა რო გაასწორო, მართლა მაგარი რამე გამოვა(თუ სისტემური პრობლემები არ ექნა, რა თქმა უნდა)
დასკვნა: მე ინგლისურ ვინდოუსს ვარჩევ
13-05-2006, 18:07:57 | domen

ეს ბეტა ვერსიაა და თან ჩვენთვის კი არა იმათთვისაა, ვინც კომპი ან ინგლისური არ იცის
13-05-2006, 18:05:00 | mws

აუ რო უყურებ გული მერევა ფანჯრები რამ დააწერინათ ბარემ ქვემოთ დარაბებიც მიეწერათ უხდება ფუფ საერთოდ რისთვის თარგმენს ვერ გამიგია რას ელოდებიან ამისგან ჯერ რო შეხედავ რას გავს
13-05-2006, 17:54:38 | TERMO

"START" ღილაკზე "დაწყების" მაგიერ "მენიუ" რომ ეწეროს უკეთესი იქნებოდა, "დაწყება" ძაან ცუდად ისმის
13-05-2006, 17:51:14 | merabi

ფუფ რას გავს რა სამარცხვინო რაღაცაა ფანჯრები არა დარაბები საზიზღრობაა ჩემი აზრით ამას არასდროს დავაყენებ
13-05-2006, 17:48:20 | TERMO


მაგალითად ვინამპი ვერ გებულობს უნიკოდს, არადა ვინამპი ძაან საჭიროა
13-05-2006, 17:45:31 | merabi

Shako მართალი ხარ ვინრარი და ეგეთი პროგრამები ქართულ სახელიან ფაილებთან არ მუშაობენ და აქ როგორ იქნება?
13-05-2006, 17:42:09 | A N R I

ერთი შეეკითხეთ, თუ სისულელედ არ მოგეჩვენებათ:
პროგრამები უპრობლემოდ იმუშავებენ უნიკოდთან? (მაგალითად, ვინრარი, ვინამპი და კიდევ ბევრი ვერ მუშაობს ქართულ სახელიან ფაილებთან).
მარტო ახალბედებს რატომ გამოადგებათ? მე ინგლისურში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ქართული მაინც გამისწორდება (ჯერ მაინც ალტერნატიულ სისტზე დავაყენებ ;-)
13-05-2006, 17:35:25 | Shako

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.