მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows XP გამოდის ქართულად

დღეს შაბათი დღეა, წესით IT სიახლეებს არ ველოდებით განსაკუთრებით ქართულს, მაგრამ მიუხედავად ამისა კომპანია UGT გვატყობინებს რომ დამთავრდა ოპერაციულ სისტემა Windows-ის გაქართულებაზე მუშაობა. თუმცა თავიდან საზოგადოებისთვის წარმოდგენილი იქნება პირველი ვერსია, რომელიც მიიღებს BETA-ს სტატუსს. მოკლედ ტექსირებების ახალი ნაკადი იწყება :-).  ამჯერად ვამოწმებთ რამდენად კარგად იქნება თარგმნილი ტერმინები, ხომ არ გამოიწვევს ეს ტერმინები ბირთვის არასტაბილურობას და რაც მთავარია რამდენად მისაღები იქნება ტერმინები ქართველი მომხმარებლებისთვის.

შარჟი ქართული WIndows XP-ს ლოგოტიპზე

ოფიციალური ბიულეტინი გვატყობინებს შემდეგს: ორშაბათს 15 მაისს წარმოდგენილი იქნება ქართულენოვანი Windows XP-ს პრეზენტაცია, დამსწრე საზოგადოება პირველად იხილავს ქართულენოვან Windows XP-ს. პროექტის ფარგლებში გადაითარგმნა 2220 სიტყვა და 335 სიტყვისგან შემდგარი 35 ათასი ფრაზა.



წინასწარ ვიცი რომ ეს ოფიციალური ტექსტი გარკვეულ აურზაურს გამოიწვევს ამიტომ დაგიზუსტებთ მას. აქ ნაგულისხმევია რომ გადათარგმნილია 2220 დამოუკიდებელი ცალკე სიტყვად გამოყენებული ტერმინები, გარდა ამისა გადათარგმნილია 335 ათასი სიტყვა, რომლებიც სხვადასხვა წინადადებებში და ფრაზებში გამოიყენება. გარკვეულ გაუგებრობას იწვევს თვითონ ქართულენოვანი Windows XPს წარმოდგენა, რადგან ყველამ ვიცით რომ თავდაპირველად გამოვა ინგლისურენოვანო ვერსიის დამატებითი მოდული, ეგრეთწოდებული MUI რომელიც დაინსტალირებულ სისტემაზე დაყენდება და შეცვლის ინტერფეისს. შეიძლება მუშაობის პროცესში სხვა გადაწყვეტილება იყო მიღებული. ვნახოთ რა გამოვა.

Windows XP PRO

პრეზენტაცია პრესისთვის და ტელევიზიისთვის დაგეგმილია ორშაბათს, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პრეზენტაციას აუცილებლად დავეწვევით და ყველაფერს დეტალურად შეგატყობინებთ. მანამდე კი, თუ თქვენ გაქვთ სურვილი დამატებითი კითხვები დაუსვათ UGT-ს წარმომადგენლობს შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კითხვები აქ დასვათ კომენტარების მეშვეობით, ჩვენ შესაძლებლობისდაგვარად თქვენს კითხვებს გადავცემთ კომაპნიის წარმომადგენლებს და პასუხებსაც გაგაცნობთ.

კომაპნია UGT-ს ლოგოტიპი

საინტერესო იქნება რამდენად შეეგუება ქართულ ინტერფეისს ჩვენი მომხმარებლები, გასაგებია რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი მაინც ინგლისურენვან ინტერფეისს ამოირჩევს, ნუ დაგვავიწყდება რომ ქართული ინტერფეისი ძირითადად განკუთვნილია ახალბედებისთვის, ასე რომ გთხოვთ ბევრგან წამოწეულ კრიტიკას და გამონათქვანს რომ თქვენ ამ ვერსიას არ გამოიყენებთ ადგილი არ ჰქონდეს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-05-2006, 15:41:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 9
შეფასება: 2


გამოხმაურება

13-05-2006, 17:34:30 | mws

http://101shatalo.vipsite.be/pics/data/thumbnails/4/windows.JPG
13-05-2006, 17:32:55 | mws

კარგი რაღაცაა, ნანახი მაქვს!
13-05-2006, 17:24:34 | mws

მაგარიააააა! დიდი ხანია ამას ველოდები და ძაან კატასტროფული ნათარგმნი არ იქნა, ინგლისურისკენ აღარც გავიხედავ. ყველას გილოცავთ ქართული შუშაბანდის გამოსვლას[\B]
13-05-2006, 16:58:22 | domen

ჯერ ეგა ბეტა ვერსია MUI სავით არ არის
უბრალოთ ხენდება და თუ აღარ გინდა Uninstalit ისევ
შორდება
13-05-2006, 16:42:23 | Programist

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.