მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ჩვენ ისევ ონლაინ რეჟიმში ვართ

არის, ასრულდა ოცნება, იუ :-), უნდა მეთქვა გადასვლა. როგორც იქნა თავი მოაბა ქართული ინტერნეტის განვითარების ორგანიზაციამ თავის პირდაპირ მოვალეობას და რამდენიმე შეხსენებისა და ოფისში ვიზიტის შემდეგ, როგროც იქნა, 29 მაისს ღამის 2 საათზე (ზოგისთვის გამთენია 2 საათზე)  მოგვივიდა SMS შეტყობინება, იმის შესახებ რომ საიტის მისამართის ახალ ჰოსტზე გადატანა წარმატებით დასრულებულია. საინტერესოა რას აკეთებდნენ 14 მაისიდან 29 მაისის ღამის 2 საათამდე!

თქვენი არ ვიცი მაგრამ პატარაზე არ ვუკბინოთ ამ ორგანიზაციას მისი სუპერ ჩქარი მუსაობისთვის, პრაქტიკულად შეუძლებელია. მაშ ასე საქართველოს ინტერნეტის განვითარების ფონდმა კიდევ ერთხელ ნათლად დაამტკიცა რომ იგი კი არ ანვითარებს ქართულ ინტერნეტს, არამედ ამუხრუჭებს (თან ეს საქმე ერთადერთია რას მშვენივრად გამოსდით), ამისათვის იყენებს, უფროსწორედ არ იყენებს მის ხელში არსებულ ტექნიკურ საშუალებებს, კერძოდ ზარმაცობენ, ძალით წელავენ მომსახურებას და სხვა ამდაგვარ არაადეკვატურ მოქმედებებს ახორციელებენ, რის გამოც ქართული დომენების რეგისტრაცია, გადატანა ერთი ჰოსტიდან მეორეზე პრაქტიკულად შეუძლებელია, მოითხოვს ვეეეებეერთელა მოთბინებას და ნერვების მოშლას, სამწუხაროდ სხვანაირად ეს  პროცედურა არ მიმდინარეობს უკვე რამდენიმე წელია, თუმცა ვიტყოდი რამდენიმე ათეული წელია (კერძოდ 1991 წლიდან).

მოკლედ ჯანდაბას ყველაფერი, ჩვენ როგორც იქნა ისევ ონლაინ რეჟიმში ვართ.  როგორც ვამბობდით ამიერიდან ეს ადგილი ჩვენი პირადი ახალი სახლია და სხვათაშორის ჩვენი პირადი სერვერიც არის (უბრალოდ 2-3 მეგობარი რესურსი ვიყოფთ ერთ სერვერს). აღმოფხვრილია ჩამოტვირთვის პრობლემები, ანუ ჩამოტვირთვისას ფაილების ჩამოქაჩვა აღარ გაწყდება (ისე დღემდე ვერ გავიგეთ ჩვენს წინა ჰოსტერს რა პრობლემა ჰქონდა რომ ეს უმარტივესი საკითხი ვერ მოაგვარა). პლიუს დღეიდან დავიწყებთ საკუთარი ჩამოსაქაჩი სერვერის შევსებას შედეგად აღარ დავდებთ საჭირო პროგრამებს და ფაილებს სხვა სერვერებზე (ქართულ და უცხოურ ასაქაჩ/ჩამოსაქაჩ სერვერებზე), ანუ იდეაში ჩამოსაქაჩი ფაილები აღარ წაიშლება მანამდე სანამ ჩვენ არ ჩავთვლით რომ შესაბამისი პაკეტები მოძველდა.

შუა ზაფხულის შედმეგ საიტზე დავამატებთ რამდენიმე ახალ მომსახურებას, მანამდე კი სავარაუდოთ საიტზე შეიძლება ჩაემატოს სკინების შევვლის შესაძლებლობა, თუმცა რამდებნად საჭიროა ეს ვარაინტი ჯერ გაუგებარია, მაგრამ რამდენიმე მომხმარებელი დაჟინებით მოითხოვს ასეთ სიახლეს, ვნახოთ რა გამოვა.

მოკლედ ვულოცავთ საკუთარ თავს ციფრული სამარიდან გამოსცლას (ერთგულ მკითხველებსაც ვულოცავთ, ვიცით რომ ამ მომენტს სულმოუთქმელად ელოდნენ) და რამდენიმე საათში ყველაფერს მთელი დატვირთვის ავამუშავებთ, მანამდე კი რამდენიმე ახალ ცხელცხელ სიახლეს და პროგრამას შემოგატყუებთ :-).





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 29-05-2007, 08:27:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1


გამოხმაურება



გაიხარეთ
30-05-2007, 02:02:43 | zviadinp

ძალიან გამიხარდა, კაცოოო!!!
beka_sh ჩემთან მუშაობს ტილდა და კლავიატურაც waRma-უკუღმა ირთობა... ჩემი აზრით, ძალიანაც კარგი რომ ქართულად იწერება კოდი ;)
29-05-2007, 18:14:34 | Shako

ძლივს, გვეშველა!
29-05-2007, 17:23:46 | M.W.S.

რაღაი გვეღირსა აღარ დავეძებ.
გილოცავთ, მართლა მოსალოცად გაქვთ საქმე.

სხვათაშორის ბარემ აქა ვარ, ქართულზე გადასაყვანი როა ზემოთ ~ ეს კლავიშა, ეგ საიდუმლო კოდის ფანჯარაშიც მუშაობს , მგონი არ უნდა მუშაობდეს, რა ვიცი, მე მაინც გითხარით...
29-05-2007, 15:07:02 | beka_sh

გილოცაავთ!!
29-05-2007, 14:45:36 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.