მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Warez
The Da Vinci Code (2006) [Local link]
როგორც შეგპირდით დავდე დავინჩის კოდი ლოკალურ ლინკზე  და  შეგიძლიათ ყველამ გადაიწეროთ   მე  პირადად  უყურე და  ამ კინომ ჩემზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა  არის  ძალიან სერიოზული ზღაპარი და  ამ კინოზე აგორებული სკანდალი  მე ვთვლი რომ არის  ამ ფილმის რეკლამა და სხვა არაფერი  კი ნამდვილად არის მკრეხელობა მაგრამ  ჩემზე პირადად არ იმოქმედა  შუშანიკი  სარწმუნოების გულისათვის ეწამა და არ დათმო სარწმუნოება და მე  კინომ როგორ უნდა  მაფიქრებინოს რამე  ასე რომ  აგერ კინო და დანარჩენი თქვენ იცით


გადმოწერეთ სრულიადში Compinfo.ge პირველია რომელმაც ლოკალურ სერვერზე დადო ეს ფილმი

გადმოწერა

პაროლი არქივზე: Compinfo.ge

[Local Link  692 MB]


ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 22-05-2006, 18:09:00 | TERMO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 6
შეფასება: 2.8


გამოხმაურება

იმენა ჩვენი ამ ვაი ვუით დემ ბრაუნის წისქვილზე ვასხამთ წყალს
22-05-2006, 23:53:36 | TERMO

TERMO
მოდი რა პირდაპირ გეტყვი უფრო ადვილი გასაგები რომ იყოს:
აბა წარმოიდგინე ეხლა მე შენ ახლობელზე ან ოჯახის წევრზე გადაღებული რამე უაზრო(რბილად ნათქვამია) ფილმი რომ დავდო და ხალხს ვუთხრა აგერ ბატონებო ქართულ სერვერზეა და ჩამოქაჩეთთქო ბოლო ბოლო 2 3 დგეში ავოეზე და გოლზეც იქნება და რა მნიშვნელობა აქვსთქო..
ის მნიშვნელობა აქვს რომ როცა მე ასეთ ფილმს დავდებ ესეიგი შეიძლება არ ვემხრობოდე ამ ფილმს მაგრამ გამოდის რომ არც მაღიზიანებს და არც საწინააღმდეგო მაქვს რამე..არის თუ არა ასე???
22-05-2006, 23:52:01 | N1CK

N1CK
ეგრე ჩემო ნიკ შენ შენი შემოსვლით ამ ფილმის კომენტებში და კომენტის გაკეთებითაც ცოდვას ჩადიხარ, მაგას თუ გაყევი ვინ რა შეურაცყო და რის გამოა დასასჯელი შორს წავალთ და პრინციპში ჩვენი რწმენა გვეუბნება რომ ნუ განიკითხავ და არც თავად განიკითხები. ბრაუნმა მხოლოდ და მხოლოდ თავის თავს ავნო ამითი და არავის სხვას.
დამიჯერე მე არ ვამართლებ ამის გადამღებს მაგრამ ვინც ნახავს იმსათან მე პრეტენზია ასი წელი არ მექნება.
22-05-2006, 23:40:55 | home

ja_ja

თუ დააკვირდები შენ სულ შენი საკუთარი თავის მაგალითები მოგყავს....სწორედ მანდ უშვებ შეცდომას...იშევ შენი პარალელი რომ ავიღოთ არ გინახია ისეთი "კაი ბიჭუკა" ვინც მას შემდეგ რაც ნახა რომ სხვა ბიჭები გოგოებთან სიგარეტით მარიაჟობდნენ ადგა და პირში გაირჭო!
ასე რომ მარტო საკუთარი თავით ნუ საზღვრავ ხოლმე:)
" ერთმა ტიპმა თავისებურად მოხატა სამყარო"ო რო ამბობ ხოდა სწორედ მანდაა პრობლემა იმან თავისებური სამყაროს მოხატვით "სხვისი სამყაროს მოხატვა" შეურაცხჰყო!
22-05-2006, 23:25:33 | N1CK

ბევრი ითქვა აქ ამ ფილმზე, ერთია ყველა ადამიანია ცოდვილი. ჩვენმა სულიერმა მამ კი ის მითითება მოგვცა რომ ქრისტიანი ადამიანისათვის არაა სასურველი ამის ნახვაო, მანდ არ წახვიდეთ თორე დაწევლილი იქნებითო არვის არ უთქვამს.
ხალხო ღმერთმა მაგაზე დიდი ცოდვისგან დაგვიფაროს თორე როგორღაც გადავიტანთ სულელურ კინოს.
22-05-2006, 23:21:31 | home

აუ კარგით რა ხალხო ისე მეუბნებით ნიკ და დემონ გეგონებათ ხალხის გამხრწნელი ვიყო აიღეთო ისე ამბობთ არაფერი არ არის ამ ფილმშI ისეთი რომ ადამიანს რამე დაემართოს თუ ის ადამიანი ნორმალურია რა აზრი აქ მე დავდებ თუ სხვა 2 3 ან დღესვე სხვა ქართულ სერვერებზეც დაიდება ეს ფილმი და ამიტომ არ ავიღებ რა აზრი აქ ხო მაინც დაიდება სხვაგან მე უბრალოდ მინდოდა პირველი ვყოფილიყავი და გავაკეთე კიდეც ჩემი მიზანი ეს იხო და შევასრულე დანარჩენი მე არ მაინტერესებს სისულელე კინოა და ვის რწმენაზეც ეს ფილმი იმოქმედებს ის კაცი მღვდელთან მივიდეს და მღვდელი გაანათლებს კერჯოდ კი მამა დავითზე ურჩევ ასვლას
22-05-2006, 23:14:53 | TERMO

ja_ja
აქ საქმე ბევრად სხვანაირადაა. შენ ფულს იხდი იმაში, რომ შეურაცხყოფა მოგაყენონ. იქნებ ნიკისთვის დაგეჯერებინათ?

P.S დაპირებული პასუხი სად არის?
22-05-2006, 22:49:20 | domen

მაგიჟებს ეს ხალხი. ბევრი არ დამეთანხმება ახლა მაგრამ უტრირებულ სიტუაციას დავხატავ.
ბავშობიდან არ მომწონს სიგარეტი, არც მომიწევია, არც გამისინჯია თოთო ფილტვები მაქვს. ამასობაშI ჩამოყალიბებული სტერეოტიპებია, კარგი ბიჭები აუცილებლად სიგარას თუ არა სიგარეტს აბოლებენ.

ახლა წარმოიდგინე მივდივარ კინოთეატრში და ვნახულობ ფილმს "კავბოი მალბორო და ჰარლეი დევიდსონი" ან რაიმე ეგეთი მაგარი ბიჭრუკანების პონტში, როგრო ფიქრობ რომ გამოვალ კინოთეატრიდან სიგარეტის ჯიხურის ძებნას დავიწყებ? კაია რა იმდენი არ აუდგათ სიგარეტის მწარმოებლებს გვერდები
იგივეა ეგ ფილმიც ნორმალური ნახავს და გაეცინება, ან მიიღებს ისე რომ ერთმა ტიპმა თავისებურად მოხატა სამყარო, დიდი რამე ამადეუსზეც იყო ეგრე ფილმი მაგრა ავსტრიელები და იტალიელები არ გამოსულან გარეთ სალიერის შეურაწყოფა მიაყენესო. სასაცილოა ეს სიტუაცია ტავიდან ბოლომდე. გაითვალისიწნეთ ეს სიტუაცია გაქვს მჯღავანა ბავშვის პონტს რაც მეტად გაეთამაშები მით მეტად იღრიალებს ზნაჩიტ ყურადღებას მაქცევენო.
გაიხსენეთ ფილმი "ალექსანდრე" სრული ნაგავი იყო და ეს ბერძნების გაუგებარი გამოსვლები და ჰაი ჰუი სკანდალი რომ არა ფილმი ჩავარდებოდა და რეჟისორს სახლიდან ექნებოდა ფული მოსატანი, გაითამაშეს შეურაწყოფა დააინტერესეს ხალხი და გაასაღეს.
კონკრეტულად ამ ფილმზე რამდენიმე კვირის წინ ამხანაგმა მითხრა არ წამოხვალ რომ გამოვაო, მეტქი დავინჩი არა კიდევ პეტროსიანი, ახლა იმდენი შუმიხა აიწია პროსტა მინდა ვნახო რომ საღადაო ტემა მქონდეს, რომ არ ყოფილიყო ეს შუმიხა მინიმუმ მე ხომ არც დამაინტერესებდა ეს ტემა?? იდიოტიზმია რა! თავიდან ფეხებამდე არა მარტო ფილმი არამედ მთელი გაბერილი სიტუაცია.
22-05-2006, 22:39:30 |

კი, ვიცი რომ არ გჩვევია! უბრალოდ ნაწყვეტი რომ მოიტანე მხოლოდ ტექსტის შეიძლება ბევრმა სხვაგვარად გაიგოს, თორე სპეციალურად ეგრე დაწერე მეთქი მაგას არ გაკადრებ.

22-05-2006, 22:06:13 | Reechard

მე რაც წავიკითხე ის დავწერე
Reechard- ბოდიში თუ რამე არასწორად გამომივიდა
პროვოკაციები ნაღდად არ მჩვევია
22-05-2006, 22:01:04 | N1CK

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.