მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows Internet Explorer 8 FINAL
Windows Internet Explorer 8 FINAL

ბოლო დროს ვებ-ბროუზერების ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა. თუ ადრე Microsoft-ის ქმნილებას ბაზარზე დომინანტური პოზიცია ეკავა 90% და მეტი წილით, დღეს სიტუაცია შეიცვალა. ძველი კონკურენტები მოძლიერდნენ, გამოჩნდნენ ახლებიც. 2007 წელს Apple-მა Safari 3 გამოუშვა, ახლა კი მე-4 ვერსიაზე მუშაობს. Mozilla-მ Firefox 3 2008 წლის 17 ივნისს წარუდგინა საზოგადოებას.2008 წლის 8 ოქტომბერს ბაზარზე Opera 9.6 გამოჩნდა. ოპერას გუნდი ამჟამად ბროუზერის მე-10 ვერსიაზე მუშაობს. 2008 წლის ბოლოს, 11 დეკემბერს ბაზარზე ოფიციალურად შევიდა Google-იც, რომელმაც თავისი ბროუზერი - Chrome წარმოადგინა. მხოლოდ მაიკროსოფტი იყო ჩუმად, ჩუმად მუშაობდა Internet Explorer 8-ზე, რომლის ბეტა ვერსიებიც 2008 წლის მეორე ნახევარში უკვე ხელმისაწვდომი იყო. Microsoft-ის ბოლო სრული ვერსია IE7 იყო, რომელიც 2006 წელს იქნა გამოშვებული.


IE8 in action! გაზრდილი სისწრაფე, დაცულობა, ახალი ბროუზინგის რეჟიმები და
კიდევ უამრავი ახალი ფუნქცია, აი რას გვპირდება მაიკროსოფტი

როგორც უკვე ვთქვით, IE8-ზე მუშაობა სოფტვეირ გიგანტმა 2008 წელს დაიწყო და პირველი ბეტა ვერსიაც მალევე გამოჩნდა. 2009 წლის იანვარში მას მოჰყვა პირველი RC ვერსია, რომლის გამოყენებაც ყოველდღიური ბროუზინგისთვის უკვე სავსებით შესაძლებელი იყო. ასევე ამ ვერსიაში ფართოდ იყო წარმოდგენილი IE8-ის ახალი ფუნქციები და შესაძლებელობები. დღეს კი, შუადღისას სამყაროს Windows Internet Explorer 8-ის საბოლოო, ფინალური ვერსია მოევლინა! დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



სტივ ბალმერმა, მაიკროსოფტის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებია ახალი ბროუზერის უმთავრესი გაუმჯობესებაა. Microsoft-მა, კონკურენტების მსგავსად, უამრავი დაცვის სისტემა ჩააინტეგრირა ბროუზერში. შედეგად, მომხმარებელს აღარ მოუწევს სხვადასხვა ჯიშის ანტივირუსების, ანტი-შპიონებისა და ცეცხლოვანი კედლების გამოყენება (არა, მათი გამოყენება შეიძლება ისევ მოგიწიოთ, მაგრამ მეტნაკლებად უფრო დაცულები იქნებით). "მომხმარებლებმა მკვეთრად დააფიქსირეს, რა უნდათ ბროუზერისგან - დაცულობა, სისწრაფე და მოხმარების სიმარტივე. Internet Explorer 8-ის სახით, ჩვენ წარმოვადგინეთ ბროუზერი, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას სწრაფად და სთავაზობს მათ უსაფრთხოების ისეთ დონეს, რომელსაც ვერცერთი კონკურენტი უზრუნველყოფს" - განაცხადა ბალმერმა.

Microsoft-ი აცხადებს, რომ Internet Explorer 8 2-დან 4-ჯერ უფრო მეტ შპიონ და მავნე პროგრამას ბლოაკვს, ვიდრე სხვა კონკურენტი ბროუზერები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება შეიძლება ცოტა გადაჭარბებულია და დამტკიცებაც სჭირდება, IE8 აშკარად დიდი წინგადადგმული ნაბიჯია IE7-თან შედარებით.

სიჩქარე, როგორც სტივ ბალმერმა განაცხადა, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, სადაც Internet Explorer 8 ბრწყინავს. მისი თქმით, IE8-ს მსოფლიოს 20 საერთაშორისო ტოპ საიტების გახსნაში 15 რეკორდი ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ პირადად IE-ს მომხმარებელი ვარ და ნამდვილად მესიამოვნება, რომ ესეც რეალობა იყოს, ამასაც შემოწმება სჭირდება :-) აღსანიშნავია, რომ IE8-ს RC ვერსიაც კი, JavaScript-ითა და CSS-ით დატვირთულ გვერდებს თავის უმცროს ძმასთან, IE7-თან შედარებით, აშკარად უფრო სწრაფად ამუშავებს. "Internet Explorer 8 დღესდღეობით ერთ-ერთი უსწრაფესი ბროუზერია ბაზარზე. იგი comScore Inc.-ის სტატისტიკის TOP-25 ვებ-საიტების გახსნისას სხვა ბროუზერების სიჩქარეს 50%-მდეც კი აჭარბებს" - აცხადებს MS-ი.

Internet Explorer 8-ის ახალ ფუნქციებში აღსანიშნავია Accelerator-ები და Web slices. ორივე მათგანი უზრუნველყოფს სწრაფ და გაცილებით მოსახერხებელ წვდომას პოპულარულ და Favourite (რჩეულ) რესურსებთან. საგრძნობლად გაუმჯობესებულია Live Search-იც, რომელშიც უკვე გრაფიკების ძიებაცაა შესაძლებელი ვებ-გვერდებზე. ამ ახალი ფუნქციის გატესტვას ყველას გირჩევთ, საკმაოდ საინტერესო რამაა.

Internet Explorer 8 ხელმისაწვდომია 25 ენაზე -- არაბული, ჩინური (ტრადიციული, გამარტივებული და ჰონგ კონგი), ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ინგლისური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ებრაული, უნგრული, იტალიური, იაპონური, კორეული, ნორვეგიული, პორტუგალიური (ბრაზილიური და პორტუგალიური), პოლონური, რუსული, ესპანური, შვედური და თურქული (და რა თქმა უნდა, ქართულიც).

Internet Explorer 8-ის ფინალური ვერსია უკვე ხელმისაწვდომია და მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან. ამავე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ახალი ბროუზერის შესაძლებლობებსა და ფუნქციებს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 19-03-2009, 23:05:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

რა ვიცი, გადავარესტარტე კიდეც(რამდენჯერმე) და მაინც ასე შვება, პროქსი საიტებით კი შედის, მაგრამ, პირდაპირ იქრაშება, ნეტა რისი ბრალია? გადამერევა ჩემი ძმა, Opera ვერ ქაჩავს uefa.com-ზე :(
20-03-2009, 16:55:29 | Gio_kiborg

fashisti
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სოფტში გაუთვითცნობიერებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. თავი რომ დავანებოთ იმ ყველაფერს, რომ საჯაროდ იგინები და შეურაცხყოფას აყენებ სხვებს :) თუ გგონია, რომ სხვა ბროუზერებს ხვრელები და ბაგები არ აქვთ, ძალიან ცდები.
მოდი ასე ვთქვათ, 2003 წლიდან Internet Explorer-ს ვიყენებ ჩემს ძირითად ბროუზერად. არასდროს არც ჰაკერს შევუწუხებივარ, არც ზედმეტ მავნებელ პროგრამებს. რითი ავხსნათ ეს ანომალია? :)
შენი კომენტარები ჩავასწორე.
+ ACID3 უსაფრთხოების ტესტი არაა ;-)

ოთო, ჰო, ეგ ვიგულისხმე რა თქმა უნდა, თორემ ჩემი ეგ პოსტი ძალაშია ისევ :D
თუმცა, მე არ მითქვამს ეგ, ძია სტივმა თქვა :P

გიო, ხსნის ჩემთან უპრობლემოდ ყველაფერს. აი უეფას გახსნის სკრინიც: http://img7.imageshack.us/img7/2400/captureimw.jpg
20-03-2009, 16:34:12 | Power_VANO

ვანო, აბა uefa.com-ზე თუ შედიხარ მაგით? ჩემთანიქრაშება ყოველ შესვაზე ტაბი
fashist, გასაგებია, MS რომ გადააჭარბებს ან,შეალამაზებს შედეგებს თავის განხილვებში, მაგრამ მგონი უცენზურო გამოთქმები არ არის საჭირო გამოაქვეყნო, პირად საუბრებში შეიძლება მეც მასე ვთქვა, მაგრამ აქ ხალხი კითხულობს და...
20-03-2009, 16:19:30 | Gio_kiborg

ყველაზე ნაღდია opera turbo 10.0 სწრაფი უსაფრთხო მოხერხებული და უკვე 3 დღეა რაც სასარგებლოც გახდა შუამავალი სერვერი ახდენს ფაილების კომპრესირებას 80%-ამდე შესაბამისად ტრაფიკი არ იქნება ისე დატვირთული როგორიც ჩვოულებრივ browser -ის გამოყენების დროს და არ გადაიტვირთება რაც ყველას ინტერესებშია.
20-03-2009, 03:57:04 | fashisti

არავინ არაა მაგაზე ცუდი ძველ ვერსიებს თუ არ ჩავთვლით ინტერნეტ ექსპლორერ 8-ს ოპერა მერვე ვერსია ჯობია გაცილებით და ბოლო მეატე ვერსიაზე აღარ ვლაპარაკობ. ხოდა ვინც აცხადებს რო 50% აჭარბებსო სიჩქარეშიო ვინმეს თან მინდა შეგახსენოტ მაგ უბედურ რაგაცაში აღმოაჩინეს დიდი შავი ხვრელი რომლის საშვალებით ჰაკერები კომპიუტერში ძვრებიან და რაც მოეპრიანებათ იმას აკეთებენ და საბოლოოდ ვინმეს თუ ეჭვი გეპარებათ საკუთარი თვალებით დარწმუნდით http://acid3.acidtests.org/ ეს არის browser-ის ტესტი ყველაზე ცუდ შედეგს IE აჩვენებს ანუ იტყუებიან პლიუს ჰაკერები სარგებლობენ სისუსტეებით და საერთოდ ბანძი რაღაცაა არავის არ გირჩევთ ამის
20-03-2009, 03:37:35 | fashisti

Power_VANO
ციტატა
სიჩქარე, როგორც სტივ ბალმერმა განაცხადა, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, სადაც Internet Explorer 8 ბრწყინავს. მისი თქმით, IE8-ს მსოფლიოს 20 საერთაშორისო ტოპ საიტების გახსნაში 15 რეკორდი ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ პირადად IE-ს მომხმარებელი ვარ და ნამდვილად მესიამოვნება, რომ ესეც რეალობა იყოს, ამასაც შემოწმება სჭირდება :-)

http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1190

ვანო ნახევრად მძინავს და თუ ცამოტვირთული გვერდის გამოჩნა იგულსხმე, მე მაპატიე და ეს კომენტი წაშალე
20-03-2009, 01:56:57 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.