მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News » CompinfoPack
CompinfoPack : მაისი 2009
CompinfoPack : მაისი 2009

მოვიდა მაისი და ახალი CompinfoPack - მაისის გამოშვება. პირველ რიგში, ამ ვერსიისთვის ჩვენ გვაქვს დიდი სიახლე თქვენთვის - CompinfoPack AIO, პროგრამა, რომელშიც პაკეტებადაა დახარისხებული და მოთავსებული ყველა პროგრამა, რომელიც CompinfoPack-ში შედის. AIO-ს ჩაწერა შესაძლებელია CD-ზე ან ფლეშკაზე და ინსტალაციის გარეშე გაშვება ნებისმიერ XP/Vista/Win7 სისტემაზე. ვფიქრობთ, ეს სიახლე განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება კომპ. ექიმებისთვის.



CompinfoPack AIO

მომხმარებელთა შენიშვნების და იდეების წყალობით ამ ვერსიას დაემატა რამდენიმე საინტერესო პროგრამა, ესენია:

  • Format Factory და CamStudio - მულტიმედია განყოფილებაში
  • Launchy, GeoKBD (ქართული კლავიატურის QWERTY განლაგების ინსტალერი), LightScreen, Recuva და TrueCrypt - უტილიტების განყოფილებაში
  • MalwareBytes Anti-Malware - დაცვის განყოფილებაში

თუმცა, ცვლილებები ნაკრებში მყოფ პროგრამებსაც შეეხო - რამოდენიმე მათგანი ამოვიღეთ სხვადასხვა მიზეზის გამო. ესენია:

  • FileZilla Server, FDM Lite - ინტერნეტ პაკეტიდან
  • Aimp, Youtube Downloader, K-Lite Codec Pack Basic, K-Lite Codec Pack Standard, VirtualDub - მულტიმედია განყოფილებიდან
  • Adobe Reader - ოფისის განყოფილებიდან
  • MyPhoneExplorer, InfraRecorder, Teamviewer QS, Screen Print & Capture, Hamachi - განყოფილებიდან „სხვა"
ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია:
  •  პაკეტი ინტერნეტი: Opera, Firefox, Skype, FileZilla, FDM, Digsby, µtorrent
  • პაკეტი მულტიმედია: KMPlayer, VLC, Winamp, Format Factory, CamStudio, Picasa, K-Lite Codec Pack, Paint.Net, Adobe Flash Player
  • პაკეტი უტილიტები: Unlocker, Free Hide Folders, Launchy, Process Explorer, Advanced SystemCare Free, CCleaner, GeoKBD, HashTab, 7zip, Daemon Tools Lite, .Net Framework, BurnAware Free, LighttScreen, Recuva, TrueCrypt
  • პაკეტი დაცვა: Avira AntiVir Personal, COMODO Firewall Pro, MalwareBytes Anti-Malware
  • პაკეტი ოფისი”: Foxit Reader, DjVuLibre
  • პაკეტი სხვა: VertrigoServ, TeamViewer, Notepad++, WorldWeb Dictionary

რაღა თქმა უნდა, ნაკრებში შემავალი ყველა პროგრამა ბოლო ვერსიამდეა განახლებული.

სამწუხაროდ, AIO-მ პროგრამების აღწერის და სკრინების დამატების დრო აღარ დაგვიტოვა, იმედია, ეს შემდეგი თვისთვის მოხერხდება. იქამდე კი გასინჯეთ AIO და ისევ მოგვაწოდეთ თქვენი შენიშვნები, რათა შემდეგი თვის პაკეტი კიდევ უფრო უკეთესი იყოს!

CompinfoPack AIO-ს გადმოწერა შეგიძლიათ აქიდან (აპრილის ნაკრები შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე)

პროგრამის შექმნაში გაწეული დიდი დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს ძველ წევრს Bekward.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-05-2009, 16:58:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 6
შეფასება: 2


გამოხმაურება

კიდე რავი, ბევრი ისეთი რაღაცაა რომ რავი.
KM player მართლა კაია, მაგრამ ყველა ფორმატს ვერ ხსნის, გომი უფრო საიმედოა და პოპულარული (ნუ მე KM-ს ვხმარობ )
კიდე Youtube Downloader-ს 100 თავით ჯობია orbit downloader-ი, რაც მე მაგითი ვიდეოები მაქვს ამოწერილი, თან პაკეტში Format Factory-ც არის, კარგი იქნება თუ ორბიტსაც დაამატებთ
21-05-2009, 22:51:53 | JohnDoe

იმ რუსულ სბორკებამდე ბევრი უკლია, მაგრამ დასაწყისისთვის ]გენიალურია
21-05-2009, 22:41:05 | JohnDoe

vaska94
Open Source დიდი პლიუსი არ მგონია, Foxit კი უკვე 3.0-ზეა ასული და ძალიან მოსახერხებელია ნამდვილად. კონკრეტულად განსხვავებებზე ვერ მიგითითებ, არ გამომიყენებია ეგ პროგრამა, მაგრამ მგონი მაინც Foxit-ზე დავრჩებით :) ყოველ შემთხვევაში, მოვინიშნე.

Gom player-ს რაც შეეხება, უბრალოდ მიჩვეულია ქართული ვები მაგ პროგრამას, თორემ ფორუმელებიც დამიდასტურებენ, უკეთესია KMPlayer, განსაკუთრებით HD ვიდეოებთან დაკავშირებით.

აი ფორუმზე ბმული: http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4415
21-05-2009, 19:31:35 | domen

domen
ჯერ იმიტომ რომ ფოქსიტს ვერ ვიტან თავის რეკლამების გამო :D
მეორეც უფრო პატარაა იგივე ფუნქციებით და თან ოფენ სორსი....... :-)
----------------------------------------------
ხო ეხლა რაც შეეხება Gom Player-ის არ ყოფნას :-)
დავიჯერო Kmplayer-ს არ ჯობია ? ( VLC-ს ვერ ჯობს მაგრამ უფრო მოსახერხებელია )
საკმაოდ პოპულარულია გომი და კაი იქნება თუ ჩადებთ პაკეტში :-)
-----------------------
p.s : კომენტარებით რო არ დავანაგვიანო საიტი არ არსებობს ფორუმზე
რამე თემა ამ Compinfopack-თან დაკავშირებით ?
21-05-2009, 15:22:23 | vaska94

vaska94
და რატომ უნდა ჩავანაცვლოთ? რითი ჯობია Foxit-ს?

-----------

რაც შეეხება ფოტოშოპისნაირ გრაფიკულ რედაქტორებს, ჯერჯერობით ვერ ჩავდებთ, ძალიან მძიმეები არიან სამაგისოდ :) თან ყველასაც არ სჭირდება.

მადლობა დახმარებისთვის :)
21-05-2009, 12:08:05 | domen

ხო გრაფიკული პროგრამები ვიპოვე ანუ ფოტოშოპის უფასო ალტერნატივები და იქნებ
დაათვალიეროთ და იქნებ რომელიმემ მაინც შეაღწიოს Compinfopack-ში
http://www.terralab.ru/terralab/softerra/427282/
http://gimp.org
21-05-2009, 11:50:34 | vaska94

მოკლედ დასაწყისისთვის კი კაი პროგრამებია მარა ცვლილებები არ აწყენდა
Foxit Reader-უფრო პატარა და Open Source ალტერნატივით რო ჩაანაცვლოთ არ იქნება ცუდი
ეს ნახეთ : http://blog.kowalczyk.info/software/sumatrapdf/index.html
კიცე გომ პლეირსაც თუ ჩადებთ არ იქნება ცუდი :-)
და ქაპტჩაში ქართულად წერა გათიშეთ დამტანჯა :-)
21-05-2009, 11:09:50 | vaska94

sixerssfan
zazuchi
გმადლობთ მხარდაჭერისთვის! :)
20-05-2009, 22:42:57 | domen

შესანიშნავი წამოწყებაა ძალიან მომწონს :) ასე გააგრძელეთ. საკმაოდ თემატურად და ნაყოფიერად მუშაობთ.
20-05-2009, 15:50:59 |

საღო ! დასაწყისისთვის კარგია
20-05-2009, 11:00:01 | zazuchi

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.