CompinfoPack : მაისი 2009
მოვიდა მაისი და ახალი CompinfoPack - მაისის გამოშვება. პირველ რიგში, ამ ვერსიისთვის ჩვენ გვაქვს დიდი სიახლე თქვენთვის - CompinfoPack AIO, პროგრამა, რომელშიც პაკეტებადაა დახარისხებული და მოთავსებული ყველა პროგრამა, რომელიც CompinfoPack-ში შედის. AIO-ს ჩაწერა შესაძლებელია CD-ზე ან ფლეშკაზე და ინსტალაციის გარეშე გაშვება ნებისმიერ XP/Vista/Win7 სისტემაზე. ვფიქრობთ, ეს სიახლე განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება კომპ. ექიმებისთვის.
მომხმარებელთა შენიშვნების და იდეების წყალობით ამ ვერსიას დაემატა რამდენიმე საინტერესო პროგრამა, ესენია:
-
Format Factory და CamStudio - მულტიმედია განყოფილებაში
-
Launchy, GeoKBD (ქართული კლავიატურის QWERTY განლაგების ინსტალერი), LightScreen, Recuva და TrueCrypt - უტილიტების განყოფილებაში
-
MalwareBytes Anti-Malware - დაცვის განყოფილებაში
თუმცა, ცვლილებები ნაკრებში მყოფ პროგრამებსაც შეეხო - რამოდენიმე მათგანი ამოვიღეთ სხვადასხვა მიზეზის გამო. ესენია:
-
FileZilla Server, FDM Lite - ინტერნეტ პაკეტიდან
-
Aimp, Youtube Downloader, K-Lite Codec Pack Basic, K-Lite Codec Pack Standard, VirtualDub - მულტიმედია განყოფილებიდან
-
Adobe Reader - ოფისის განყოფილებიდან
-
MyPhoneExplorer, InfraRecorder, Teamviewer QS, Screen Print & Capture, Hamachi - განყოფილებიდან „სხვა"
ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია:
-
პაკეტი “ინტერნეტი”: Opera, Firefox, Skype, FileZilla, FDM, Digsby, µtorrent
-
პაკეტი “მულტიმედია”: KMPlayer, VLC, Winamp, Format Factory, CamStudio, Picasa, K-Lite Codec Pack, Paint.Net, Adobe Flash Player
-
პაკეტი “უტილიტები”: Unlocker, Free Hide Folders, Launchy, Process Explorer, Advanced SystemCare Free, CCleaner, GeoKBD, HashTab, 7zip, Daemon Tools Lite, .Net Framework, BurnAware Free, LighttScreen, Recuva, TrueCrypt
-
პაკეტი “დაცვა”: Avira AntiVir Personal, COMODO Firewall Pro, MalwareBytes Anti-Malware
-
პაკეტი “ოფისი”: Foxit Reader, DjVuLibre
-
პაკეტი “სხვა”: VertrigoServ, TeamViewer, Notepad++, WorldWeb Dictionary
რაღა თქმა უნდა, ნაკრებში შემავალი ყველა პროგრამა ბოლო ვერსიამდეა განახლებული.
სამწუხაროდ, AIO-მ პროგრამების აღწერის და სკრინების დამატების დრო აღარ დაგვიტოვა, იმედია, ეს შემდეგი თვისთვის მოხერხდება. იქამდე კი გასინჯეთ AIO და ისევ მოგვაწოდეთ თქვენი შენიშვნები, რათა შემდეგი თვის პაკეტი კიდევ უფრო უკეთესი იყოს!
CompinfoPack AIO-ს გადმოწერა შეგიძლიათ აქიდან (აპრილის ნაკრები შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე)
პროგრამის შექმნაში გაწეული დიდი დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს ძველ წევრს Bekward.
ბეჭდვითი ვერსია | 16-05-2009, 16:58:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
vaska94
პირიქით, ეგ ვერსია მხარს არ უჭერს ისეთ დაცვებს, რომლებსაც ახალი ვერსიები უჭერს, უბრალოდ ზოგიერთ თამაშს ვერ ჩართავ, ზოგს კი საერთოდ DaemonToolsPro სჭირდება, თან Vista-ზე კი მუშაობს, მაგრამ აბა Windows7-ზე ნახე? ეს სისტემა კი უკვე ფაქტიურად მზადააა გამოყენებისათვის, ბოლო ვერსიის 4.30.4-ის გარდა არცერთი არ მიდის Win7-ზე