COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » CompinfoPack » CompinfoPack : მაისი 2009

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&newsid=2066&area=1&pp=10&sort=desc&page=3


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News » CompinfoPack
CompinfoPack : მაისი 2009
CompinfoPack : მაისი 2009

მოვიდა მაისი და ახალი CompinfoPack - მაისის გამოშვება. პირველ რიგში, ამ ვერსიისთვის ჩვენ გვაქვს დიდი სიახლე თქვენთვის - CompinfoPack AIO, პროგრამა, რომელშიც პაკეტებადაა დახარისხებული და მოთავსებული ყველა პროგრამა, რომელიც CompinfoPack-ში შედის. AIO-ს ჩაწერა შესაძლებელია CD-ზე ან ფლეშკაზე და ინსტალაციის გარეშე გაშვება ნებისმიერ XP/Vista/Win7 სისტემაზე. ვფიქრობთ, ეს სიახლე განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება კომპ. ექიმებისთვის.



CompinfoPack AIO

მომხმარებელთა შენიშვნების და იდეების წყალობით ამ ვერსიას დაემატა რამდენიმე საინტერესო პროგრამა, ესენია:

  • Format Factory და CamStudio - მულტიმედია განყოფილებაში
  • Launchy, GeoKBD (ქართული კლავიატურის QWERTY განლაგების ინსტალერი), LightScreen, Recuva და TrueCrypt - უტილიტების განყოფილებაში
  • MalwareBytes Anti-Malware - დაცვის განყოფილებაში

თუმცა, ცვლილებები ნაკრებში მყოფ პროგრამებსაც შეეხო - რამოდენიმე მათგანი ამოვიღეთ სხვადასხვა მიზეზის გამო. ესენია:

  • FileZilla Server, FDM Lite - ინტერნეტ პაკეტიდან
  • Aimp, Youtube Downloader, K-Lite Codec Pack Basic, K-Lite Codec Pack Standard, VirtualDub - მულტიმედია განყოფილებიდან
  • Adobe Reader - ოფისის განყოფილებიდან
  • MyPhoneExplorer, InfraRecorder, Teamviewer QS, Screen Print & Capture, Hamachi - განყოფილებიდან „სხვა"
ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია:
  •  პაკეტი ინტერნეტი: Opera, Firefox, Skype, FileZilla, FDM, Digsby, µtorrent
  • პაკეტი მულტიმედია: KMPlayer, VLC, Winamp, Format Factory, CamStudio, Picasa, K-Lite Codec Pack, Paint.Net, Adobe Flash Player
  • პაკეტი უტილიტები: Unlocker, Free Hide Folders, Launchy, Process Explorer, Advanced SystemCare Free, CCleaner, GeoKBD, HashTab, 7zip, Daemon Tools Lite, .Net Framework, BurnAware Free, LighttScreen, Recuva, TrueCrypt
  • პაკეტი დაცვა: Avira AntiVir Personal, COMODO Firewall Pro, MalwareBytes Anti-Malware
  • პაკეტი ოფისი”: Foxit Reader, DjVuLibre
  • პაკეტი სხვა: VertrigoServ, TeamViewer, Notepad++, WorldWeb Dictionary

რაღა თქმა უნდა, ნაკრებში შემავალი ყველა პროგრამა ბოლო ვერსიამდეა განახლებული.

სამწუხაროდ, AIO-მ პროგრამების აღწერის და სკრინების დამატების დრო აღარ დაგვიტოვა, იმედია, ეს შემდეგი თვისთვის მოხერხდება. იქამდე კი გასინჯეთ AIO და ისევ მოგვაწოდეთ თქვენი შენიშვნები, რათა შემდეგი თვის პაკეტი კიდევ უფრო უკეთესი იყოს!

CompinfoPack AIO-ს გადმოწერა შეგიძლიათ აქიდან (აპრილის ნაკრები შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე)

პროგრამის შექმნაში გაწეული დიდი დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს ძველ წევრს Bekward.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-05-2009, 16:58:00 | domen
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება
პირველი გვერდი « 1 2 3 ბოლო გვერდი

vaska94
პირიქით, ეგ ვერსია მხარს არ უჭერს ისეთ დაცვებს, რომლებსაც ახალი ვერსიები უჭერს, უბრალოდ ზოგიერთ თამაშს ვერ ჩართავ, ზოგს კი საერთოდ DaemonToolsPro სჭირდება, თან Vista-ზე კი მუშაობს, მაგრამ აბა Windows7-ზე ნახე? ეს სისტემა კი უკვე ფაქტიურად მზადააა გამოყენებისათვის, ბოლო ვერსიის 4.30.4-ის გარდა არცერთი არ მიდის Win7-ზე
19-05-2009, 00:43:12 | Gio_kiborg

vaska94
დიდი მადლობა, გადავხედავ :)
18-05-2009, 22:50:36 | domen

Daemon TOols Lite-ის Daemon Tools 3.4.7-ით ჩანაცვლება არ იქნება ცუდი :-)
მგონი ყველა დამეთანხმება რომ დაემონის 3.47 ვერსიაზე მაგარი
და მუშა ვერსია არ არსებობს (დაჟე ვისტაზეც მუშაობს :)) )
ხო ესეც ლინკი თუ შეცვლას გადაწყევტთ : http://filehippo.com/download_daemon_tools/236/
ბევრი გეიმერი დამეთანხმება რომ დაემონის ყველა ახალი ვერსია ნაგავია :-)
18-05-2009, 22:21:53 | vaska94

SOLO
ცალ-ცალკე პროგრამებს დავამატებთ უახლოეს დღეებში :) დაკავშირებაზე კი სხვა გზა არ გვაქვს უბრალოდ, ხომ უნდა ვიცოდეთ, რამდენად გავრცელებულია AIO, ამ დროს კი ჩვენი სერვერის გარდა ათას ადგილას შეიძლება მოხვდეს პროგრამა და P2P მეთოდებითაც გაცვლის ხალხი ერთმანეთში.

vaska94
ჩაგერთო, ნახავდი, რომ IL KBD-ა, უბრალოდ აბრევიატურაა ასეთი - GeoKBD - Georgian Keyboard.
18-05-2009, 20:38:56 | domen

GeokBD რომ შეცვალოთ ILKBD-თი კაი იქნება
იმას უფრო ბევრი ფუნქციები აქვს რუსულიც მოყვება QWERTY-განლაგებით და რავიცი
აჰათ ლინკი : http://ilkbd.codexserver.com/
(კიდე ქართული კლავიატურა ქაფტჩაში მოხსენით )
18-05-2009, 18:29:57 | vaska94

ციტატა
ვფიქრობ კარგი იქნება თუ ცალკე დაამატებთ თითოეული პროგრამის ორიგინლურ ბმულს.
სერვერთან უკუკავშირი ზედმეტი ხომ არ არის? დამატებით საფიქრალს ხომ არ გაუჩენს "ეჭვიან" (ფრთხილ) მომხმარებელს?

იდეაში AIO მიტომ გაკეთდა, რომ გამოუცდელი მომხმარებლისთვის (და არა მარტო) ყველაფერი მზამზარეული მიგვეწოდბინა, ლოკალური სიჩქარით და პირდაპირი ბმულით, თანაც მიმდინარე ვერსიები,თუმცა AIO-შივე თვითოეული პროგრამის Homepage-ის მითითება კარგი აზრია, იყო მაგის შესახებ ფორუმზე საუბარი, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ მოხერხდა იმედია მომავალ ვერსიებში მოხერხდება გამოსწორება

სერვერთან უკუკავშირი domen-ის იდეაა და ნამდვილად არაა ზედმეტი, მითუმეტეს ამის შესახებ წერია პროგრამაში, უბრალოდ Counter სკრიპტია, ითვლის რამდენჯერ გაეშვება პროგრა
17-05-2009, 23:13:16 | Gio_kiborg

ვოოოოტ გამიხარდა :) მალადეც ბიჭებო მომწონს :) სამწუხაროდ ცოტა გავპასიურდი, მაგრამ პირობას გაძლევთ გავაქტიურდები კიდევ და ჩემს წვლილს შევიტან საიტის და კერძოდ კომპინფოს განვითარებაში!
17-05-2009, 22:17:21 | Giena_old

ვფიქრობ კარგი იქნება თუ ცალკე დაამატებთ თითოეული პროგრამის ორიგინლურ ბმულს.

სერვერთან უკუკავშირი ზედმეტი ხომ არ არის? დამატებით საფიქრალს ხომ არ გაუჩენს "ეჭვიან" (ფრთხილ) მომხმარებელს?

17-05-2009, 20:14:09 | SOLO

16-05-2009, 21:52:56 | zibonzuzezu

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.