მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ვხსნით მრავალ Skype-ს ერთდროულად
ვხსნით მრავალ Skype-ს ერთდროულად

ქართულ და, ზოგადად, მსოფლიო ინტერნეტ-სივრცეში ხშირია შემთხვევა, როცა გვჭირდება მრავალი მესინჯერის ან ერთი მესინჯერის მრავალი სამომხმარებლო ანგარიშის (user accounts) ერთად ჩართვა. საბედნიეროდ, არსებობს მულტიპროტოკოლური მესინჯერები, ისეთები, როგორიცაა Pidgin, Digsby (შესულია CompinfoPack-ში) ან Meebo, მაგრამ ყველა მათგანს აქვს ერთი უსიამოვნო შეზღუდვა - ისინი მხარს არ უჭერენ Skype-ს.

მართალია, არსებობს Skype Launcher, რომლითაც შეიძლება ერთდროულად რამდენიმე Skype-ის ეგზემპლარის გაშვება, მაგრამ მისი ძველი ვერსიები, რბილად რომ ვთქვათ, კორექტულად ვერ მუშაობენ პროგრამის ახალ, მე-4 ვერსიასთან, Launcher-ის ახალი ვერსია კი ზედმეტ და ბევრისთვის რთულ კონფიგურირებას მოითხოვს. ამასობაში კი უმრავლესობამ არ იცის, რომ მე-4 ვერსიიდან Skype-ს საკუთარი ძალებით შეუძლია გაუშვას იმდენი ახალი ეგზემპლარი, რამდენსაც მოისურვებთ და ამის გაკეთება არავითარ სირთულესთან და ზედმეტ პროგრამასთან არ არის დაკავშირებული.

Skype Secondary

უბრალოდ შექმენით Skype-ის გამშვების (უმეტეს შემთხვევაში მოთავსებული იქნება მისამართზე C:/Program Files/Skype/Phone/Skype.exe ან იქ, სადაც დააინსტალირეთ) შორტკატი და Target ველში ჩაწერეთ

"C:/Program Files/Skype/Phone/Skype.exe" /secondary

და შეინახეთ ცვლილებები. შორტკატზე ყოველი ორმაგი კლიკი Skype-ის ახალი ეგზემპლარის გახსნას გამოიწვევს. წარმატებებს გისურვებთ :)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-06-2009, 00:01:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 7
შეფასება: 1.6


გამოხმაურება

beka_sh

giorgi22


ჯერ პრაბელს (space ანუ გრძელ ღილაკს) უნდა დააჭიროთ და მერე უნდა დაწეროთ /secondary

"C:\Program Files\Skype\Phone\Skype.exe" ანუ ამ ნაწერის მერე Target ველში ადგილს ტოვებთ და მერე წერთ /secondary და ყველაფერი რიგზე იქნება ;)

08-06-2009, 23:46:31 | irakla_89

beka_sh
რას ქვია არ იცვლება, ხელით არ იწერება?
07-06-2009, 23:19:20 | Gio_kiborg

ახალ სკაიპში Target-ში Skype 4 წერია მარტო და არ იცვლება :(
07-06-2009, 22:41:42 | beka_sh

giorgi22
კი, XP-ზეც ეგრეა ზუსტად. "ვერ შეანახინე" რას ქვია? შეცდომას აგდებს რამეს?
07-06-2009, 21:27:55 | domen

ვერ შევანახინე ამ მისამართით ზუსტად ეგრე გავაკეთე მაგრამ არაო xp - სთვისაც ეგერე იქნება? help me please
07-06-2009, 19:31:56 | giorgi22

irakla_89
მადლობა გამოხმაურებისთვის :) ეგ *nix სისტემებში აქვს სლეშის დახრის მიმართულებას მნიშვნელობა, ვინდისთვის "/" და "\" სულერთია :) ასე რომ, ეგრეც იმუშავებს და ისეც.
07-06-2009, 16:18:15 | domen

სურათზე სწორადაა ნაჩვენები და ხელით აკრეფილში "C:\Program Files\Skype\Phone\Skype.exe" /secondary ესე უნდა იყის :P ანუ უმიშვნელო რამეა არ ვინტრიგნობ მაგრამ შეიძLება ვინმე დაიბნეს
07-06-2009, 12:46:04 | irakla_89

ვაა საღოლ :)
07-06-2009, 05:57:41 | fashisti

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.