მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft Security Essentials გამოცდას აბარებს
Microsoft Security Essentials გამოცდას აბარებს

MSE-ს შესახებ გამოქვეყნებულ სიახლეში ვწერდით, რომ პროგრამა აჩვენებდა შესანიშნავ შედეგს რესურსების მოხმარების მხრივ, მაგრამ ჯერჯერობით არაფრის თქმა შეიძლებოდა მის რეალურ ღირებულებაზე - ვირუსების აღმოჩენა/განდგურების მაჩვენებელზე. დღეიდან უკვე პროგრამის ამ მხარეზეც გვექნება წარმოდგენა, AV-Test.org-მა, ერთ-ერთმა ცნობილმა ანტივირუსულმა ტესტურმა ლაბორატორიამ გატესტა MSE საწყის დონეზე - პროგრამას მოუწია სხვადასხვა სახის სულ 3200-მდე ცნობილ ბოროტმოქმედ ფაილს გამკლავებოდა.



Windows Security Essentials

საკვირველია და MSE-ს არცერთი მათგანი არ გამოუტოვებია, მან 3200-ვე მავნე ფაილი აღმოაჩინა! AV-Test იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა მათგანის აღმოჩენა რამდენიმე ცნობილ ანტივირუსულ პროგრამასაც კი არ შეუძლია. ძალიან კარგი დასაწყისია, Microsoft!

AV-Test-მა ასევე გატესტა MSE ცნობილ false positive ფაილებზე, ანუ ფაილებზე, რომლებსაც ცნობილი ანტივირუსული პროგრამები შეცდომით აღიქვამენ ვირუსად, MSE-ს არცერთი მათგანი არ ჩაუთვლია ვირუსად! უბრალოდ შესანიშნავი შედეგია.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ეს უბრალოდ "შესავალი" ტესტია, დაკომპლექტებული ცნობილი ვირუსებით და მისით მსჯელობა არ შეიძლება, მალე ჩატარდება ნამდვილი, სერიოზული ტესტი მილიონობით ნიმუშზე და შედარებით რეალური სურათის შესაქმნელად მხოლოდ ეს შედეგი იქნება გამოსადეგი.

ასევე, AV-Comparatives-მა ჩვენს კითხვაზე, როდის გამოცდიდა MSE-ს, გვიპასუხა, რომ ამ ანტივირს სავარაუდოდ აგვისტოს ტესტირებათა ციკლის ფარგლებში გატესტავს.

მოკლედ, დასაწყისი კარგია და თუ ასე გაგრძელდა, Windows 7-ის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელებს შეიძლება დამატებითი თანხის გადახდა აღარ დასჭირდეთ ანტივირისთვის (მათთვის MSE უფასო იქნება მისაწვდომი), რაც კიდევ ერთი მიზეზია ოფიციალური ლიცენზიის შესაძენად.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-06-2009, 08:29:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

კარგია.და მგონი დიდი მოხოვნილებებიც არ უნდა ხო მაგ ანტივირს?
27-06-2009, 11:10:31 | koba71786

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.