მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Spotify
Spotify

გიყვართ მუსიკა? ვის არ უყვარს. მაგრამ ხშირად ხდება, რომ ერთსა და იმავე სიმღერებზე "იჭედებით", გბეზრდებათ და არ იცით, ახლის ძებნა სად დაიწყოთ? ან არ გაქვთ ის კომპოზიცია, რომლის მოსმენაც გინდათ და მოძებნა-ჩამოტვირთვაც გეზარებათ? მაშინ Spotify ზუსტად თქვენთვისაა, მოძებნეთ და მოუსმინეთ ნებისმიერი ჟანრის ნებისმიერ მომღერალს ნებისმიერ დროს, ყველანაირი ჩამოტვირთვების და ლოდინის გარეშე! Spotify-ს ქონა თითქმის მთელი მუსიკალური სამყაროს ქონას ნიშნავს.



Spotify

დაინტერესდით? მაშინ განვმარტოთ: Spotify ვებ-სერვისია და გააჩნია თავისი დესკტოპ კლიენტი (Windows-ისა და Mac-ისთვის), რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ აუდიო პლეერს, მაგალითად, Winamp-ს ან iTunes-ს, მაგრამ მისი ძირეული განსხვავება ისაა, რომ მასში არსებული მთელი მუსიკალური კოლექცია ინახება "ინტერნეტში" და მოთხოვნისას მიეწოდება მომხმარებელს. ზუსტად ისევე, როგორც Last.FM-ის შემთხვევაში, ოღონდ აქ კომპოზიციის გადახვევა და პლეილისტების შედგენაცაა შესაძლებელი (ჩევულებრივი პლეერის მსგავსად). პლიუს ამას, Spotify იყენებს P2P ტექნოლოგიას, ანუ მოთხოვნილი ფაილი მომხმარებელს მიეწოდება არა მხოლოდ სერვერიდან, არამედ სხვა მომხმარებლებისგანაც, ზუსტად ისე, როგორც ტორენტების შემთხვევაში (ოღონდ აქ ყველაფერი ლეგალური და უფასოა). ეს ტექნოლოგია იმდენად აჩქარებს სტრიმინგს, რომ დაყოვნება ჩვენი ინტერნეტის პირობებშიც კი თითქმის არ არსებობს, იქნება ეფექტი, რომ კომპოზიცია პირდაპირ თქვენი HDD-დან იკვრება.

რაც შეეხება კოლექციის სიმდიდრეს, Spotify-ს თითქმის ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება მოგაფიქრდეთ (ჩვენს ფორუმზე პრაქტიკულად არავინ მოიძებნა, ვისი გემოვნების დაკმაყოფილებაც ამ პროგრამამ ვერ შეძლო), მერაბ სეფაშვილისა და თამუნა ამონაშვილის ჩათვლით :-) ყველა მომღერლის დისკოგრაფია დალაგებულია ალბომებად, ზოგიერთ მომღერალზე კი მოცემულია მსგავსი მომღერლებისგან რადიო არხის შედგენის საშუალება, როგორც Last.FM-ზე. აქვე აღვნიშნოთ - პროგრამას აქვს Last.FM-ის Scrobbling ტექნოლოგიის ჩაშენებული მხარდაჭერა. ნამდვილად გამოსადეგი რამაა Last.FM-ის მომხმარებელთათვის.

პროგრამას ასევე გააჩნია რადიო არხების შედგენის ფუნქცია წლებისა და ჟანრების მიხედვით, თუმცა, უნდა ითქვას, ეს ნაწილი ნამდვილად დასახვეწია :-)

მოკლედ, რომ შევაჯამოთ: Spotify წარმოადგენს პლეერს, რომელიც თავს უყრის მსოფლიო მუსიკალურ კოლექციას თქვენს კომპიუტერში და ხდის მას მისაწვდომს ნებისმიერ დროს, ყველანაირი საფასურის გარეშე. მისი ფუნქციონალობისთვის საჭიროა მხოლოდ (თუნდაც არც ისე კარგი) კავშირი ინტერნეტთან.

აქამდე მოსული მკითხველი აუცილებლად დაფიქრდება: კი მაგრამ, უფასო ყველი რომ მხოლოდ სათაგურშია? საქმე ისაა, რომ Spotify "მთლად უფასო" არაა: მას აქვს ორი მოდელი - კომერციული, რომელიც გულისხმობს თვეში 10 ევროს გადახდას და შეუზღუდავ წვდომას სერვისთან და ე.წ. ad-supported მოდელი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი არაფერს იხდის, მაგრამ ხანდახან ხედავს ტექსტურ რეკლამებს პლეერის ინტერფეისში და ისმენს ხმოვან რეკლამებს სიმღერებს შორის. თუმცა, ორი დღის გადაბმული სარგებლობის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ რეკლამა ჯერ არც მინახავს და არც გამიგონია :-)

მოვრჩეთ თეორიას - როგორ გამოვიყენოთ Spotify? სამწუხაროდ, მხოლოდ პროგრამის გადმოწერა საკმარისი არაა - Spotify-ს სისტემაში უნდა დარეგისტრირდეთ ვებ-ინტერფეისიდან (ანუ Spotify-ს საიტიდან), უფასო მოდელზე რეგისტრაცია კი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის IP-ებისთვისაა მისაწვდომი. ამიტომ მოგიწევთ დარეგისტრირდეთ ბირტანული პროქსის გავლით. პროცედურა ერთჯერადია და მისი ჩატარების შემდეგ შეგეძლებათ პროგრამა თავისუფლად მოიხმაროთ. მაშ ასე:

  1. შევდივართ ამ პროქსიზე, ჩამოვდივართ გვერდის ბოლოში, ტექსტურ ველში ვწერთ "www.spotify.com" და ვაჭერთ ღილაკს Go.
  2. გამოსულ გვერდზე ვაჭერთ Free-ს, ვეთანხმებით პროქსის შეტყობინებას (თუ გამოვიდა) და ვავსებთ რეგისტრაციას. ერთი საყურადღებო მომენტი: Postal Code-ში ვწერთ "EC4A1AA" (ლონდონის ერთ-ერთი უბნის საფოსტო კოდია). ბოლოში მოცემული ჩეკბოქსებიდან მხოლოდ პირველზე დათანხმებაა აუცილებელი.
  3. როცა რეგისტრაცია დამთავრდება, პროქსის გარეშე შედით ამ მისამართზე და დაქაჩეთ დესკტოპ კლიენტი, ჩაწერეთ თქვენი მონაცემები და მზად ხართ დასაწყებად. ინტერფეისი ძალიან მარტივია და დამატებით ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს.

განახლება: ჩვენა წევრმა Gio_kiborg დაარეგისტრირა "საერთო მოხმარების" ანგარიში Spotify-ზე, რომლის გამოყენებაც ყველას შეგიძლიათ. თუმცა ნუ შეინახავთ იქ წვალებით მოგროვებულ პლეილისტებს, შეიძლება ვინმემ წყალში ჩაგიყაროთ მთელი შრომა :-)

ანგარიშის მონაცემები:

სახელი: compinfo.ge

პაროლი: compinfo

სულ ეს იყო, ახლა შეგიძლიათ პროგრამის ზედა მარცხენა კუთხეში მოცემულ ძიების ველში ჩაწეროთ სასურველი შემსრულებელი, ალბომი ან კომპოზიცია და უბრალოდ ისიამოვნოთ პროგრამის შესაძლებლობებით. გაითვალისწინეთ: მთელი ინტერფეისი drag'n'drop პრინციპზეა აწყობილი, პლეილისტში სიმღერების ან ალბომების ჩასამატებლად უბრალოდ მოჰკიდეთ მათ თაგვი, გადაათრიეთ და პლეილისტზე დააგდეთ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-07-2009, 08:09:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 1


გამოხმაურება

maxomax, მადლობა :)

Delphi, ნწ, მიშენების პერსპექტივა ჯერჯერობით არაა :P

Plastic-6, ვმედიტირებ ხოლმე დაწერამდე :D მადლობა :)
30-07-2009, 14:07:34 | domen

დომენ, როგორ ახერხებ რო ყოველთვის საუკეთესო იყოს შენი ნიუსი?
30-07-2009, 12:54:06 | Plastic-6

WoW! 10x ჩუვაკ მაგარი ვეშა!
ოოოო დიდო P2P, ჰქმენ საოცრებაი მუსიკასა შინა
ისე ამას Plugin API არ აქვს? Equalizer და პაწა DSP-ს მიაბავდა კაცი
30-07-2009, 12:37:47 | Delphi

ასეთი კარგი ნიუსი კარგი ხანია არსადმინახავს . კომპინფო მაინც კომპინფოა
ესაა ჩემი კომენტარი!!!
30-07-2009, 11:48:05 | maxomax

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.