მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 ოფიციალურად გამოვიდა!
Windows 7 ოფიციალურად გამოვიდა!

როგორც ჯერ არაოფიციალურად გახმაურდა და შემდეგ ოფიციალურადაც დადასტურდა, Microsoft–ის წარმატებული ოპერაციული სისტემის, Windows 7–ის გამოსვლა 22 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. MS–მა თავის უკვე ჩვეულ პუნქტუალობას არ უღალატა და ახალი ოპერაციული სისტემა ოფიციალურად მოევლინა ტექ. სამყაროს. მისი შეკვეთა უკვე შესაძლებელია Amazon–ის საშუალებით (სხვათა შორის, Win7–მა წინასწარი შეკვეთების ყველა რეკორდი მოხსნა Amazon UK–ზე), თუმცა ჩვენს პირობებში ეს ნაკლებ მოსალოდნელია. ამიტომ შეგიძლიათ ტორენტებზე მოიძიოთ Win7 Build 7600, რომელიც არის კიდეც RTM ვერსია.

Aero Peek triggered from Windows Flip

ვინც აქტიურად გვადევნებდა თვალყურს, მათთვის ეს სიახლე გასაკვირი არ იქნება და Windows 7–ზეც, ასე თუ ისე, გარკვეული ინფორმაცია ექნებათ, მათ კი, ვინც აქამდე ჭურში იჯდა, გთავაზობთ ჩვენთან ჯერ კიდევ წინა წლიდან გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან სიახლეებს Windows 7–ის შესახებ.

სულ თავიდან, MS–მა გადადგა სწორი ნაბიჯი და Windows 7–ის მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნა სტივენ სინოფსკი, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის სისტემის წარმატებაში (სხვათა შორის, ის დააწინაურეს და უკვე მთელ Windows მიმართულებას ხელმძღვანელობს). რამდენიმე თვის შემდეგ PDC 2008–ზე პირველი, ნამდვილად დამაიმედებელი და საინტერესო დეტალებიც გამოჩნდა, რომელსაც ფეხდაფეხ მოჰყვა Windows 7–ის ყველასთვის მისაწვდომი ოფიციალური Beta.



ტესტირებების პირველი სტადიის შემდეგ გამოქვეყნდა Windows 7 RC–ს ცვლილებების სია (აქვს შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია Windows 7–ის ძირითადი ვიზუალური შესაძლებლობების შესახებ). მალევე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  სისტემა წინა ვერსიებთან შედარებით უფრო მოდულარული იქნებოდა და ისიც გაირკვა, რომ Windows 7 Starter–ს შედარებით მეტი ფუნქციონალობა ექნებოდა და ნეტბუკებზე იქნებოდა გათვლილი (სულ მალე კი სამი პროგრამის შეზღუდვაც მოიხსნა). ამასობაში კი RC ოფიციალურადაც გამოვიდა.

Windows 7 Packaging

ამის შემდეგ გაირკვა Windows 7–ის ფასთა სქემა და გამოქვეყნდა ინფორმაცია “საოჯახო პაკეტების” შესახებ. გამოჩნდა განახლების ცხრილიც, რომელიც გვარკვევდა, თუ რომელი ოპ. სისტემის მფლობელს შვიდის რომელ ვერსიაზე გადასვლის უფლება ეძლეოდა.

Windows 7 Upgrade Advisor

გამოჩნდა Windows XP Mode–იც, ანუ ტექნოლოგია, რომელიც მოძველებული პროგრამების Windows 7–ში გაშვების საშუალებას იძლევა. გამოქვეყნდა Windows 7 Upgrade Advisor, პროგრამა, რომელიც თქვენს კომპიუტერს Windows 7–ისთვის მზაობაზე ამოწმებს. EU–ს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კი MS–მა ბრაუზერების “ასარჩევი ეკრანის” სისტემაში ინტეგრირებაც გადაწყვიტა.

ასევე გამოვაქვეყნეთ Windows 7–ის მის წინამორბედებთან შედარების დაწვრილებითი ტესტები, რომელიც ძალიან დეტალურად ამოწმებს Windows 7–ის, Vista–ს და XP–ის ყოველდღიური რუტინული სამუშაოების შესრულების სისწრაფეს და ტესტავს მათ სხვადასხვა უტილიტის გამოყენებით.

ამის შემდეგ კი Windows 7–ის RTM ვერსიაც გამოჩნდა. :–)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 22-10-2009, 20:21:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

მადლობა ინფოსათვის დომენ მაგრამ საბოლოო ვერსიაში არაა ინტეგრირებული გაახლებები? ზუსტად ეს ბილდია: 7600.16385.090713-1255 ?

რომელიც გავრცელდა 2-3 თვის უკან
23-10-2009, 00:29:44 | sikvdila

და ბარეღამ ტორენტებზე რომ გამოჩნდება ლინკებიც რომ დადოთ ცუდი არიქნება :)
22-10-2009, 20:41:59 | fashisti

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.