COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows 7 USB/DVD Download Tool

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&newsid=2244&area=1&pp=10&sort=desc&page=1


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 USB/DVD Download Tool
Windows 7 USB/DVD Download Tool

Windows XP–ს საინსტალაციო დისკის ფლეშკაზე პორტირება მთელი თემაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი ყველასთვის გასაგებ–ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის. ამასობაში კი გამოვიდა Windows 7, რომლის პორტირებისთვისაც კიდევ ახალი ინსტრუქციების გადაკითხვა–გაცნობაა საჭირო…

თურმე Microsoft–მა ესეც  კი გაითვალისწინა და გუშინ, Windows 7–თან ერთად ოფიციალურად გამოვიდა Windows 7 USB/DVD Download Tool, ანუ პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ [იდეაში Microsoft Store–იდან ჩამოტვირთული] Windows 7–ის ISO იმიჯი USB–ზე სრულიად ავტომატურ რეჟიმში ჩაწეროთ და სახელოების დაკაპიწებაც კი არ დაგჭირდეთ!

დიდი გასარჩევი და დასაღეჭი არც არაფერია – უბრალოდ უნდა ჩამოტვირთოთ 1 მბ–ზე ნაკლები მოცულობის პროგრამა თქვენს კომპში, დააინსტალიროთ (ეს პრაქტიკულად ერთადერთი ნაკლია), მიუთითოთ ფლეშკა, რომელზეც გსურთ საინსტალაციო პაკეტის ჩაწერა და დანარჩენს პროგრამა თავისით გააკეთებს, საბოლოოდ კი თქვენ მიიღებთ ჩამტვირთავ ფლეშკას, რომლითაც ნებისმიერ კომპზე (განსაკუთრებით ამ ამბით ნეტბუკების პატრონები იხეირებენ) შეგიძლიათ Windows 7–ის დაყენება.



პროგრამის ჩამოტვირთვა ამ მისამართიდან შეიძლება, ოფიციალური გვერდი კი (ძალიან დაწვრილებითი ინსტრუქციებით) აქაა მისაწვდომი.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-10-2009, 19:11:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

მიტხარიტ რა ვინმემ ეს პროგრამა გადმოვწერე და ინსატლს არ სჰვება არ უშვებს ინსტალაციაზე
06-04-2011, 01:42:07 | trishotka

კი ტავისიტ აგრძელებს არუნდა არპერი მიუსჰვი და ტავისით დააყენებს
14-02-2011, 06:08:02 | shenge

რა მაინტერესებს win7 გადაყენების პროცესში ხო არესტარტებს კომპს და მერე გააგრძელებს ინსტალაციას ფლეშკიდან თუ კიდე თავიდან დაიწყებს? მე არ დამიტესტავს ჯერ და მაგიტო მაინტერესებს
04-10-2010, 21:41:37 | beshqeri

ზე სელექტედ ფაილ ისნოტ ე ვალიდ ისო ფაილ. პლიზზ სელექტ ე ვალიდ ისო ფაილ ანდ ტრაი ეგეინ!!!
ეს რაღაა, არადია ნამდვილად ვინდოუს 7-ს ვუთითებ თანაც ფინლურ ვერსიას
01-11-2009, 20:28:57 | maxomax

koba71786
ვერ ცაწერ, XP-ს ცოტა მეტი ჩალიჩი უნდა USB-ზე რომ გადაიტანო, ფორუმზეა მაგ თემა და შეგიძლია იქ ნახო
27-10-2009, 20:00:33 | Gio_kiborg

ამით xp_ს ვერ ჩავწერ? ან ყველაზე კარგი ჩასაწერი პროგრამა xp_ს დადეთ რა. მადლობა
27-10-2009, 09:48:04 | koba71786

არა ვინდოუსი დავაყენე. ყველაფერი გამოვიდა და დაყენდმა მაგრამ როცა გამოვაძვრე ფლეშკა და უკვე ჩემ კომპზე შევაერთე წაიღო თქვენი ჭირი :D
24-10-2009, 11:48:24 | sikvdila

sikvdila
შენ შემთხვევით Linux-ის ლაივი ხომ არ ჩაგიწერია ფლეშკაზე? მაშინ Windows-დან პირდაპირ ვერ აღიქვამდა :)

რამდენიმე უტილიტაა რითაც XP-ს ფლეშკაზე პორტირება შეიძლება და არცერთზე არ შემქმნია პრობლემა (მითუმეტეს ზოგს ანტივირი ვირუსად აღიქვამდა)
domen
მადლობა, ბევრს გაახარებ!!!
ახლა მინდა სადმე Starter ვერსია ვიშოვო თავისი აქტივატორით და EEE-PC-ზე ვსინჯო.....
24-10-2009, 11:12:27 | Gio_kiborg

მე პირადად ჩემი ფლეშკაზე არავითარი სურვილი არ მაქ გამოვცადო თუმცა ოფიცილურად რო არსებობს მსაგვსი სოფტი მითუმეტეს მიკროსფთისაგან კაია რათქმაუნდა
24-10-2009, 00:26:42 | sikvdila

sikvdila, ერთადერთი ისაა ცნობილი, რომ დაფორმატდება, მეტი არაფერი.

წესით არ უნდა ჰქონდეს პრობლემები.
23-10-2009, 22:59:18 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.