მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 USB/DVD Download Tool
Windows 7 USB/DVD Download Tool

Windows XP–ს საინსტალაციო დისკის ფლეშკაზე პორტირება მთელი თემაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი ყველასთვის გასაგებ–ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის. ამასობაში კი გამოვიდა Windows 7, რომლის პორტირებისთვისაც კიდევ ახალი ინსტრუქციების გადაკითხვა–გაცნობაა საჭირო…

თურმე Microsoft–მა ესეც  კი გაითვალისწინა და გუშინ, Windows 7–თან ერთად ოფიციალურად გამოვიდა Windows 7 USB/DVD Download Tool, ანუ პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ [იდეაში Microsoft Store–იდან ჩამოტვირთული] Windows 7–ის ISO იმიჯი USB–ზე სრულიად ავტომატურ რეჟიმში ჩაწეროთ და სახელოების დაკაპიწებაც კი არ დაგჭირდეთ!

დიდი გასარჩევი და დასაღეჭი არც არაფერია – უბრალოდ უნდა ჩამოტვირთოთ 1 მბ–ზე ნაკლები მოცულობის პროგრამა თქვენს კომპში, დააინსტალიროთ (ეს პრაქტიკულად ერთადერთი ნაკლია), მიუთითოთ ფლეშკა, რომელზეც გსურთ საინსტალაციო პაკეტის ჩაწერა და დანარჩენს პროგრამა თავისით გააკეთებს, საბოლოოდ კი თქვენ მიიღებთ ჩამტვირთავ ფლეშკას, რომლითაც ნებისმიერ კომპზე (განსაკუთრებით ამ ამბით ნეტბუკების პატრონები იხეირებენ) შეგიძლიათ Windows 7–ის დაყენება.



პროგრამის ჩამოტვირთვა ამ მისამართიდან შეიძლება, ოფიციალური გვერდი კი (ძალიან დაწვრილებითი ინსტრუქციებით) აქაა მისაწვდომი.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-10-2009, 19:11:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 2


გამოხმაურება

მადლობა დომენ ინფოსათვის მაგრამ რა მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ფლეშკისათვის ეს პროცესი ჩაწერა და დაყენებინად? ვიცი რამდენიმე შემთხვევა და ერთ-ერთი ჩემ თავზე გამოვცადე როცა მსხგავსი პროცესის მერე უკვე ვეღარ აღიქვა ფლეშკა კომპმა ანუ დაიბრიდა
23-10-2009, 22:20:14 | sikvdila

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.