მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Web News
Google გატეხილია
Google გატეხილია

15.01.2010. გერმანიის BSI (საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური ოფისი) აფრთხილებს ინტერნეტის მომხმარებლებს, რომ მათი კომპიუტერების უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, 'Internet Explorer'-ის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და გვთავაზობს Opera-ს ტექნოლოგიას, როგორც ალტერნატივას Microsoft-ისა. მსგავსი გაფრთხილება, იმავე დღეს, საფრანგეთის კომპიუტერულ ავარიებზე რეაგირების ჯგუფმაც (CERTA) გამოაქვეყნა.




რეაქცია დაკავშირებულია IE-ს ყველა ვერსიაში (6, 7 და 8) აღმოჩენილ "ნულოვანი დღის" ხვრელთან, რომელიც ცნობილია Microsoft-ისთვის, მაგრამ ჯერ არ დახურულა. უსაფრთხოების ხარვეზი საშუალებას აძლევს ვებ გვერდს, მისი სტუმრობისთანავე, ავტომატურად აამოქმედოს ბოროტმოქმედი კოდი, მსხვერპლ კომპიუტერზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. შეტევას ექვემდებარება ნებისმიერ Windows-ზე (XP, 2003, Vista, 2008, 7 და 2008 R2) მომუშავე Internet Explorer.

კითხვის გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს >> სრულად



გუშინ Microsoft-მა გამოაცხადა, რომ აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა გამოუშვას საგანგებო უსაფრთხოების განახლება, ხვრელის დასახურად. მანამ, 14 იანვარს, კომპანიამ გამოქვეყნა დოკუმენტი (Security Advisory 979352), რომელშიც გვთავაზობდა [დროებით] თავდაცვის ღონისძიებებს, მათ შორის: Explorer-ის ოფციებში ინტერნეტის და ლოკალური ინტრანეტის უსაფრთხოების ზონების "მაღალზე" (High) გადაყვანას. BSI-ის განცხადებით, ეს ზომები არ არის  საკმარისი მომხმარებლების დასაცავად. მას შემდეგ რაც იმავე დოკუმენტში Microsoft გვარწმუნებდა, რომ მათ ბრაუზერზე მხოლოდ "შეზღუდული რაოდენობის შეტევები" იყო დაფიქსირებული, კომპანია მზად არის დაარღვიოს განახლებების გამოსვლის გრაფიკი - "go out-of-band" - ხარვეზის აღმომფხვრელი განახლების რაც შეიძლება მალე მოსაწოდებლად. ტრადიციულად, Microsoft უშვებს განახლებებს ერთად, პაკეტების სახით. ეს ხდება ყოველ სამშაბათს, რომელიც ცნობილია როგორც “Patch Tuesday" (ნაკერების სამშაბათი:-).

მეორესმხრივ, Microsoft-ის აჩქარებამ არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან, მისივე აღიარებით: Internet Explorer-ის კოდში დაშვებული ეს შეცდომა იყო გამოყენებული, გასული წლის დეკემბერიდან დაწყებული მასიური შეტევებისთვის, Google, Adobe და რიგ სხვა კომპანიებზე.



ყველას, ვისაც გამოგრჩათ ეს "წყალგამყოფი მომენტი კიბერ-უსაფრთხოებაში" - როგორც ერთმა McAfee-ის სპეციალისტმა აღნიშნა - მოგვიანებით შემოგთავაზებთ მის შედარებით ვრცელ განხილვას, სათაურით: "ოპერაცია Aurora". მანამ კი, ეს სიახლე ვერ ითმენდა!



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 21-01-2010, 03:15:00 | gearge
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 3


გამოხმაურება

Power_VANO
ნეტავ რა გაკვირვებს?! შპიონები, ფიშინგი, ფარმინგი, ბოტნეტები ... კონფიკერი! ექსპლოიტის გამოყენების ახალი ხერხები არ არის გამოსაგონებელი, ნამდვილად!
21-01-2010, 18:01:40 | gearge

არა Chacha, პაჩი ჯერ არ გამოსულა!
21-01-2010, 17:52:59 | gearge

EMOziko
არ მიკვირს ექსპლოიტმა შენს მე-7 ან მე-8 ექსპლორერზე რომ არ იმუშავას, ის Internet Explorer 6-ზე არის ოფტიმიზირებული. მაგრამ, იგივე მაიკროსოფტის გაბრთხილებიდან გამომდინარე, არაფერი გვაცილებს უფრო ახალ IE-ებთან თავსებადი ვერსიების (მუტაციების, თუ გსურთ:-) ხილვისგან!

რატომ Internet Explorer 6? კომპინფოს აუდიტორია შედარებით წინ წასული მომხმარებლები ვართ, ამიტომ დროულად განვაახლებთ ყოველდღიურ პროგრამებს. სამყაროში კი, ჯერ კიდევ მილიონობით(!) ჩვეულებრივი მომხმარებელია, რომლებიც ყოველ მხრივ მოძველებულ Internet Explorer 6-ს იყენებენ! დიახ, რადგან არქაულ ვინდოუზ იქსპის მოჰყვება, რომელიც კობოსავით ვერ მოგვიცილებია!

Save The Developers

აქვე იბადება ლოგიკური კითხვა: რატომ იყენებდენ გუგლის თანამშრომლები მომაკვდავ მე-6 ექსპლორერს, განსაკუთრებით გუგლისვე ქრომის ინტენსიური პროპაგანდის გათვალისწინებით! IBM-მა, მაგალითად, 2009 წლის ბოლოსთვის ყველა თანამშრომელი აიძულა საკუთარ (შინაურ) Lotus Symphony საოფისე პაკეტზე გადასულიყვნენ. M$Office

რაც შეეხება ბროუზერის რეკომენდაციას, ჩემი ნაწერის თანმიმდევრობას დააკვირდი: "ოპერა"-ზე გერმანიის ოფიციალური სტრუქტურა საუბრობს. სასიამოვნოა, რომ ფრანგები Firefox-სა და Chrome-ს გვირჩევენ!
21-01-2010, 17:49:18 | gearge

ისე, ნეტა რეალურად თუ გჯერათ ვინმეს, რომ თქვენს წინააღმდეგ აი მსოფლიოში საერთოდ რომელიმე ადამიანი მაგ ბაგს გამოიყენებს? :)

ეგ შეიძლება აწუხებდეს გუგლს, ედობის, მაგრამ ჩვენ?! კარგით რა :)
21-01-2010, 14:14:43 | Power_VANO

და ეს განახლების პაკეტი გამოსულია უკვე? და მანამდე არ მოვიხმაროთ IE?
21-01-2010, 13:19:30 | Chacha

IE ფარჩაკობაა

ვაბშეტა ოპერა რომ იყიდოს მაიკროსოფტმა და დეფოლტ ბრაუზერად დააყენოს კაი იქნება :)
21-01-2010, 10:41:38 | nick_el_son

მე მაინც IE-ზე დავრჩები :D

+ ისიც ნორმალურია, რომ მაგ ექსპლოიტმა არ იმუშავა. რეალურად მუშა ექსპლოიტს არ გამოფენდა არავინ საქვეყნოდ.
21-01-2010, 09:32:47 | Power_VANO

ამ შეტევაში გამოყენებული ექსპლოიტი დაიდო პუბლიკზე და გამოვცადე, მაგრამ რატომღაც არ იმუშავა რავი :) (შეიძლება მე ვარ ნუბი და იმიტომ :D ). ამ ფაქტმა კიდე ერთხელ დაანახა ხალხს რომ არ უნდა გამოიყენონ ეს საცოდავი ექსპლორერი, რაც ძალიან კარგია :) ჰო ისა, ნიუსის დასაწყისში წერია რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას ალტერნატივად შესთავაზა ოპერა, რაც არ არის მართალი. მომყავს ციტატა ვიკიპედიიდან: "The first browser they recommended was Mozilla Firefox, followed by Google Chrome."
:)
21-01-2010, 06:56:38 | EMOziko

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.