მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Valve Steam MAC OS-სა და Linux-ზე
Valve Steam MAC OS-სა და Linux-ზე

ცნობილმა თამაშების მწარმოებელმა კორპორაცია Valve-მ დღეს ოფიციალურად გამოუშვა თავისი სათამაშო პლატფორმის, Steam-ის MAC ვერსია. MAC-ის მომხმარებლები თითქმის ორი წელია უკვე რაც ამ სიახლეს ელოდებოდნენ.

Steam ეს არის სათამაშო პლადფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ითამაშონ თავიანთი საყვარელი თამაშები კორპორაცია Valve-სგან. ამ თამაშების რაოდენობა კი ძალიან ბევრია და ამასთანავე ძალიან პოპულარული. მაგალითად Counter strike, Half-Life, Left 4 Dead, Day of Defeat და ა.შ.


(სურათზეა Steam Mac-ზე)

მაგრამ ამ სტატიაში ყურადღება მინდა გავამახვილო Linux-ზე. Steam-ის MAC ვერსიის გამოსვლისთანავე, Linux-ის მომხმარებლება დაიწყეს ამ პლატფორმის თავიანთ სისტემაზე პორტირება. ეს შედარებით ადვილია, რადგან, MAC ეს არის Unix-ის ერთერთი სახეობა, Linux კი Unix-ზე დაფუძნებული სისტემაა. ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები Steam-ის მუშაობისა ლინუქსზე, თუმცა ამ ვერსიას კიდევ ბევრი დრო დაჭირდებოდა სრულყოფილებამდე მისაღწევად. მაგრამ ლინუქსის მომხმარებლების სასიხარულოდ, ცნობილი გახდა, რომ Valve ოფიციალურად აპირებს გამოუშვას Steam კლიენტი Linux-ზე.

ეს ფაქტი დაამსხვრევს კიდევ ერთ მითს ლინუქსის შესახებ, რომ აქ თურმე თამაშები არ არის :) მართალია, ამ სისტემისთვის საკმაოდ ბევრი თამაშია გამოშვებული და windows-ის თამაშების უმრავლესობის გაშვებაც უპრობლემოდ ხდება, მაგრამ Steam-ის პორტირება უკვე ბევრ რამეს შეცვლის. ამას თან დაერთო ერთ-ერთი პოპულარული საიტის მიერ ჩატარებული ტესტები, სადაც Linux-ს უფრო მეტი წარმადობა აქვს თამაშების გაშვებისას, ვიდრე MAC-ს.

წყარო: Phoronix





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-07-2010, 18:30:00 | EMOziko
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 3


გამოხმაურება

ლინუქსზე ვინდის თამაშების უპრობლემოდ გაშვება ცოტა საკამათოა, განსაკუთრებით, თანამედროვე DX11 მხარდამჭერი თამაშების...
მაკზე მეტი წარმადობა კი ალბათ ერთეული შემთხვევებია და ისიც ან გამონაკლისი, ან სუბიექტური მიზეზით გამოწვეული...
MAC-ზე სტიმი გასაგებია, კარგია, მაგრამ LINUX-ზე რა აზრი აქვს, თუკი დეველოპერები მასზე პორტირებულ თამაშებს არ გამოუშვებენ?

ისე, საქართველოში სტიმს ერთეულები თუ იყენებენ, რადგან ოფიციალყურ თამაშებს ერთეულები ყიდულობენ....
15-07-2010, 23:05:19 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.