მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Warez
Windows Media Player 11 Beta 2 (გატეხილი)

ამასწინათ შემოგთავაზეთ ოფიციალური საიტიდან ოფიციალური ახალი Windows Media Player 11-ის ჩამოქაჩვა, სამწუხაროდ მას ვერ დააინსტალირებდა თავის კომპიუტერზე ქართველი მომხმარებლების 90-95% იმიტომ რომ ყველას გვაქვს არალიცენზირებული Windows XP, ეს პაკეტი კი ითხოვდა ვალიდაციას. ჩემი თავი გენაცვალოთ, 27 საათიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვაცხვე ახალი რელიზი, რომელიც ყველანაირი ჩალიჩის გარეშე ინსტალირდება თქვენს კომპიუტერზე, თუ არ მოგეწონათ გაძლევთ Uninstal-ის საშუალებას და მოკლედ მსურველებს დიდი ბედნიერებას მიანიჭებს.

ინსტალერი გაკეთდა რამდენჯერმე, და გაიტესტა 11 მანქანაზე აქედან 3 ვირტუალურ კომპიუტერზე. აღმოფხვრილია ყველა შესაძლებელი და შეუძლებელი პრობლემა, იმისათვის რომ სუფთა ეფექტი მიმეღო ამ კომპიუტერებზე ყოველი ინსტალაციის შემდეგ ვშლიდი სისტემას და ვაბრუნებდი საწყის მდგომარეობას (რა თქმა უნდა იმიჯების ხარჯზე, ღმერთმა დაგვიფაროს 11 მანქანაზე რამდენჯერმე Windows-ის ინსტალაციისგან 27 საათის განმავლობაში). მოკლედ საბოლოო ვერსიაში პრობლემები აღმოჩენილი არ არის. ყველაფერი მუშოაბს 5-იანზე.



გაითვალისწინეთ რომ ამ პაკეტში თავიდან არის გადაწერილი მთელი ინსტალერი, ასე რომ ორიგინალისგან განსხვავებით საინსტალაციო პაკეტი 1 მეგაბაიტით გაიზარდა. რა თქმა უნდა ჩამოქაჩვა ინსტალირებისას შენ ხვდები რომ აინსტალირებ არალიცენზირებულ ვერსიას, (იგივე გაფრთხილებას გაძლევთ ინსტალაციის დროს ოღონდ ინგლისურად), ასევე გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად ყველა წვალებისა, პაკეტი არის BETA 2, ასე რომ შეიძლება რაიმე პრობლემები თვითონ MS-ის მიერ შექმნილ ბირთვს ჰქონდეს, რა თქმა უნდა ამაზე არც ჩვენ და არც თვითონ MS-ი პასუხს არ აგებს. თუ გსურთ დაელოდოთ საბოლოო ვერსიას მოიცადეთ სანამ თვითონ MS-ის გამოუშვებს საბოლოო და სტაბილურ ბირთვს. ამ ბირთვის შესაძლებლობების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სიახლეებში.

ლიჩერების საყურადღებოდ -  ვინც არ იცის განვმარტავ, ლიჩერი ეს არის მომხმარებელი რომელიც სხვის მიერ გამზადებულს ქაჩავს დებს თავის რესურსზე და თავის ნაწარმად ასაღებს სხვის ნამუშევარს.  იმის გამო რომ ადრე გამოქვეყნებულ რამდენიმე ჩვენს რელიზს ჩვენივე ქართველი მომხმარებლები ყველანაირი ცერემონიის გარეშე დაეპატრონენ და თავის ნაშრომად გაასაღეს, მომიწია ინსტალერში დამცავი მექანიზმის ჩაყოლება. პაროლი და ამდაგვარი სისულეები არ მოითხოვება, უბრალოდ საინსტალაციო პაკეტის რამდენიმე გვერდზე გამოდის შეტყობინება რომელმა რესურსმა გაამზადა აღნიშნული პაკეტი :-). გაითვალისწინეთ პაკეტი იმისთვისაა შექმნილი, რომ ყველამ ჩამოქაჩოს, არანაირი შეზღუდვა გადაწერა გავრცელებაზე არ არის (ხალხნო გატეხილი პროდუქტია საავტორო უფლებებზე როგორ ვილაპარაკო, გასაგებია რომ ეს რელიზი პლანეტის მთელს მოსახლეობას უფასოდ გადაეცემა), მაგრამ დიდად მადლობელი ვიქნებით თუ ჩვენს ნაწვალებს არ დაგვიკარგავთ და პროდუქტის გავრცელებისას მიუთითებთ რესურსს რომელმაც ეს პაკეტი გაამზადა. წესით ასეთ რაღაცას არც კი უნდა ვწერდე, ისედაც გასაგებია, მაგრამ ერთეული გაუგებარი ხალხის გამო მთელ დისერტაციას ვწერ. მოკლედ თუ ხალისს არ დაგვიკარგავთ კარგი იქნება :-).  ჩვეულებრივ მომხმარებლებს კი ბოდიშს ვუხდი იმაზე რომ ინსტალერი  რამდენიმე ადგილზე იტყობინება პაკეტი გაამზადა რესურსმა Compinfo.Ge, წარწერა პატარაა და წესით ისეა განთავსებული, რომ ხელს ინსტალაციაში არ შეგიშლით.

მოკლედ მოვრჩით შესავალს, ყველას ვისაც უნდა აღნიშნული პაკეტი გადადით ჩვენს Download  განყოფილებაში და ქაჩავს ცინცხალ პაკეტს, ან დააჭირეთ ამ ბმულს და პირდაპირ ჩამოსაქაჩ განყოფილებაში გადახვალთ, გაითვალისწინეთ იმისათვის, რომ ჩამოტვირთვის უფლება გქონდეთ რეგისტრირებული უნდა იყოთ ჩვენს რესურსზე.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-09-2006, 11:34:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

ATTENTION!!!

When you install this modified version of WINDOWS MEDIA PLAYER 11 you understand, it’s fully illegal version, this install package crated only for Education Use. if you like this product, you must to buy legal copy of MS Windows XP, then you must download legal version of WINDOWS MEDIA PLAYER 11 install on your computer and use it.

That say Ja_Ja from COMPINFO
and power be with you

!მაგარი კაცი , ხო აბა რა? ყველა ზუსტად მაგ მიზნით ვქაჩავთ
05-09-2006, 19:00:08 | Frrrredo

Ja_Ja _ჯან კრეკერი ხარ ტო?
05-09-2006, 18:50:17 | Frrrredo

არა რა მაგრები ხართ

რო ტეხავთ
და რო აწერთ კომპინფი გეო
მაიკროსოფტი არ გაგიჩმახებთ?
თუ ნახეს
05-09-2006, 16:00:47 | ducha

Yeah! ყველაფერი მაგარი იყო, მაგრამ ბოლო სკრინმა დაგლიჯა! მაგარი ხარ ყველა მიმართულებით!
05-09-2006, 15:12:09 | Shako

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.