მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows XP-ს ინსტალაცია საკუთარი ხელებით

იმის გამო რომ ძალიან ბევრი ერთი და იგივე კითხვას გვისვავდა Windows-ის ინსტალაციის პროცესის შესახებ და იმის გამო რომ ბევრს ეს თემა აინტერესებდა გამოვაცხვე ვეებერთელა სტატია, შეიძლება მას დაერქვას ”Windows XP-ს ინსტალაციის სრულყოფილი მანუალი”. სტატიაში აღწერილია ყველაფერი დეტალურად და ნაბიჯ-ნაბიჯ. შეიძლება ზოგიერთი ასეთი დაღეჭილი მიმდევრობით პირიქით გაღიზიანდეს კიდევაც. მოკლედ სტატია ამჯერად შეგიძლიათ წაიკითხოთ აი აქ. სამწუხაროდ მისმა გამოქვეყნებამ დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა. სტატიის დაწერამ ლამის 4-5 დღე წაიღო, შემდეგ სურათების გამზადება, ატვირთვა, კორექტურა (თუმცა დარწმუნებული საკორექტურო კივდევ ბლომადაა), უფრო პრობლემატური აღმოჩნდა სტატიის საიტზე დადება ჩვენებული დენის წასვლა-მოსვლა, შემდეგ დაემატა ჩვენი ჰოსტერის დროებითი გათიშვები, რის გამოს საიტი ზოგჯერ ინტერნეტში საერთოდ არ ჩანს და ასე შემდეგ. მოკლედ სადღაც 1 კვირა სტატიაზე დაიხარჯა (სტატია WORD-ის ფორმატით,  თავის სურათებიანად და 12-იანი შრიფტით 50 გვერდს გასცდა, ასე რომ პატარა მანუალი არ არის ).

ეს ყველაფერი იმიტომ რომ მოვყევი რომ ტავი შეგაცოდოთ, უბრალოდ ახლა კიდევ ვამზადებ იგივე სტილში Linux-ის ინსტალირებუს სრულყოფილ მანულს. სავარაუდოდ მასაც იგივე დრო დასჭირდება, მართალია სტატიის დაწერა უკვე დაწყებულია, მაგრამ ყველა ნიუანსის გათვალისწინება, სურათების გამზადება და ასე შემდეგ რა დროს წაიღებს ზუსტად თქმა შეუძლებელია, სავარაუდოდ ეს სტატია 5-6 დღეში მზად იქნება. ამის შემდეგ რამდენიმე სტატიას შემოგთავაზებთ Windows-ის ოპტიმიზირება კონფიგურირების შესახებ. იმედია ეს ციკლი ბევრს მოეწონება და რაც მთავარია გამოადგება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-10-2006, 09:07:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 2


გამოხმაურება

თქვენგან განსხვავებით ახალი ვერაფერი ვნახე.
(მართლია დიდი მონდომებით ვეძებე)
11-10-2006, 22:14:12 | Baal

JaJa: " ...პირადად არა ერთი ათეული ათასი კოპიუტერის პრაქტიკაში ასეთი რამ არ შემხვედრია... "

LOL
11-10-2006, 18:58:31 | Reechard

დრო უნდა მაგას დრო და გამოვა ყველაფერი, მასალაა დასალაგებელ-დასახარისხებე ი, ეგრევე ხო არ გამოვისვრი არა? :) მერე კითხვები იქნება იმდენი... უბრალოდ ცოტა გადაღილი ვარ სამსახურის შემდეგ, ცოტას დავისვენებ ახლომომვალში და მერე ახალი ძალებით შევუდგები
11-10-2006, 15:35:22 | SiD

ხო აი LAN მოდემი მაქვს და მაგიტო გამიკვირდა :)
11-10-2006, 15:27:59 | nikolausi

nikolausi
choxe

რაც შეეხება დრაივერებს და ADLS-ს, ვერ გავიგე რას კითხულობთ??? თუ USB მოდემის დრაივერებს კითხულობს, გაარკვიეთ ფირმა მწარმოებელი და მოდელი. შემდეგ დაქაჩეთ ან ლოკალური FTP სერვერებდან (პროვაიდერები როგროც წესი არ ინანებენ ამ დრაივერებს), ან დაქაჩეთ მწარმოებლის საიტიდან. ახლა თუ LAN მოდემი, ანუ ეგრეთწოდებული როუტერ მოდემები გაქვთ რათ უნდა მაგას კითხვა არანაირი დრაივერი არ გჭირდებათ.

კაროჩე თავს იკატუნებთ თუ ყველაფერი ფაფასავით უნდა დავღეჭო????
11-10-2006, 14:28:14 |

SiD
შენ თუ მაგ სტატიას დაწერ ძაან მაგარი იქნები დაბევრსაც გაახარებ
11-10-2006, 14:10:16 | nikolausi

აუ საააააააააააააააააააღოლ ja ja ძაან მაგარია მარა ეს ADSL მოდემის დრაივერი რა უბედურებაა?
11-10-2006, 14:08:17 | nikolausi

ვამაყობ შენით ჯაჯ
11-10-2006, 13:41:07 | TERMO

SiD
მერე იმოქმედე, იმოქმედე
11-10-2006, 12:42:58 |

რამ გაგამწარა ja_ja ::) საღოლ ძმაო, მართალია ეს ყველაფერი საკუთარი ხუთი თითივით ზეპირად ვიცი, მაგრამ მაინც, გადავიკითხავ, იქნებ რამდე სიახლე აღმოვაჩინო, აი დამწყებვბისათვის კი მართლა ძაან მაგარია, მე რომ მქონოდა ასეთი რაღაც თავის დროზე, მაგრად გამისწორდებოდა და არ დავიტანჯებოდი იმდენს, კიდევ ერთხელ საღოლ მე კიდევ იმ სტატიაზე რაც მოგწერე თუ გახსოვს, კომპის აწყობაზე ნოლიდან, ვერა და ვეღარ მოვაბი თავი, დრო ვერ გამოვნახე რო ჩავუჯდე ერთი გემრიელად, თან სურათების საჩალიჩო მაქვს, მაგრად მინდა გავაკეთო, ეს და ის ერთად მაგრად გაუსწორდებათ ახალბედებს
11-10-2006, 11:54:12 | SiD

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.