ერთი თვის გამოტოვების შედეგ წარმოგიდგენთ CompinfoPack-ის მორიგ გამოშვებას. ნაკრებში შემავალი ყველა პროგრამა განახლდა ბოლო ვერსიამდე, სიახლეები არ გვაქვს.
რაც შეეხება რუბრიკას Best Buy, მასში შემავალი კონფიგურაციები განახლდა და გადაჯგუფდა: ამჯერად გვაქვს საწყისი (დაახლოებით $700) და მაღალი დონის (დაახლოებით $1100) კომპები ნაცვლად საწყისი და საშუალო დონის კომპებისა.
მოგესალმებით და წარმოგიდგენთ CompinfoPack-ის მორიგ “რუტინულ” გამოშვებას. ამჯერად სიახლე ერთადერთია – Sumatra Reader–ის არაპოპულარულობის გამო Foxit Reader დაბრუნდა ნაკრებში. და რა თქმა უნდა, ნაკრებში შემავალი ყველა პროგრამა განახლდა ბოლო ვერსიამდე.
სამწუხაროდ, Best Buy ვერ განახლდა იმის გამო, რომ კომპიუტერული ტექნიკის მსხვილი მაღაზიები დროებით დახურულია.
ჩამოსატვირთი ლინკის მისაღებად დააჭირეთ სრულად-ს.
პირველ რიგში, ბოდიშს ვიხდით, რომ ამდენი ხნით გავწყვიტეთ CompinfoPack–ის გამოშვება და იმედი გვაქვს, ეს აღარ მოხდება. გთავაზობთ განახლებულ ნაკრებს.
ამ თვის ნაკრებმა ბოლო–ბოლო, მიიღო Best Buy–ს განახლებული სიები და მცირე სიახლეც: ყველა კონფიგურაციას ბოლოში დართული აქვს იმ მაღაზიების მისამართები, ტელეფონები და ვებ–მისამართები, რომლებში არსებული ნაწილებიც გამოყენებულია BB–ს შესადგენად. ასე რომ, შეგიძლიათ უბრალოდ ამობეჭდოთ კონფიგურაცია და პირდაპირ წახვიდეთ საყიდლებზე ყველანაირი დამატებითი პრობლემების გარეშე.
მოვიდა კი არა, ლამის გავიდა ივნისი და, როგორც იქნა, წარმოგიდგენთ CompinfoPack-ის ახალ, შევსებულ და ძალიან გაუმჯობესებულ ივნისის ვერსიას. პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, ჩვენ ვაფასებთ თქვენს მოთმინებას და გარწმუნებთ, რომ დაგვიანება უსარგებლო არ ყოფილა, AIO-ს ძალიან საინტერესო ფუნქციები დაემატა. გადავიდეთ განხილვაზე.
მოვიდა მაისი და ახალი CompinfoPack - მაისის გამოშვება. პირველ რიგში, ამ ვერსიისთვის ჩვენ გვაქვს დიდი სიახლე თქვენთვის - CompinfoPack AIO, პროგრამა, რომელშიც პაკეტებადაა დახარისხებული და მოთავსებული ყველა პროგრამა, რომელიც CompinfoPack-ში შედის. AIO-ს ჩაწერა შესაძლებელია CD-ზე ან ფლეშკაზე და ინსტალაციის გარეშე გაშვება ნებისმიერ XP/Vista/Win7 სისტემაზე. ვფიქრობთ, ეს სიახლე განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება კომპ. ექიმებისთვის.