მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2011
Tuesday, 21.June 2011

Intel Core i7-980 Non-XE ვერსია


მალე გაყიდვაში გამოვა

სულ მალე, უფრო ზუსტად ამა წლის 26 ივნისს გაყიდვაში გამოჩნდება კომპანია Intel-ის ერთ-ერთი უძლიერესი 6 ბირთვიანი პროცესორი Core i7-980 non-XE ანუ არა Core i7-980X Extreme Edition ვერსია არამედ ჩვეულებრივი I7-980 რომლის BClk მამრავლი "დაკეტილი" ექნება 25.0x-მდე. მას სტანდარტული 3.33 GHz სიხშირე ექნება რომლის აჩქარება შესაძლებელი იქნება 3.60 GHz მდე Turbo Boost ტექნოლოგიით.

i7-980 იყენებს 4.8 GT/s QPI სიჩქარეს, იგი აღჭურვილი იქნება HyperThreading ტექნოლოგიით რისი მეშვებითაც ჩიპი ოპერაციულ სისტემას "აწვდის" 12 "ლოგიკურ" პროცესორის ბირთვს. მას ასევე აქვს 256 KB L2 ქეში თითოეული ბირთვისთვის და 12 MB L3 ქეში. მას რაღა თქმა უნდა აქვს Triple-Channel (3 "არხიანი" ) DDR3 მეხსიერების კონტროლერი.


Posted Image






ამ პროცესორის ფასი ამერიკაში 583 $ ობამაა, რის გამოც იგი ჩაანაცვლებს Core i7-970-ს.

სიახლის ავტორი: FC BARCELONA
წყარო: Overclockers.ge

21:27,   Power_VANO  |  395498 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


20 ივნისი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 20 ივნისისთვის.

აუდიო
Cyber Snipa Sonar 5.1 @ KitGuru
SteelSeries Spectrum 7XB @ HardwareHeaven

კეისები
NZXT Phantom @ Ninjalane

ქულერები
NZXT Sentry Mesh @ Bjorn3D
Scythe Mine 2 @ Technic3D

ოპ. მეხსიერება
Corsair Vengeance 1866MHz DDR3 @ Benchmark Reviews

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

21:24,   Power_VANO  |  374332 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 01.June 2011

ბუკი - ისწავლე ხალისით!


ანუ Intel Classmate PC ყველა პირველკლასელს!

(ექსკლუზივი კომპინფოზე - ახალი Intel Classmate PC-ს ძირეულ ტესტირებასა და მიმოხილვას ვერცერთ საიტზე ვერ მიაგნებთ. არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც :) ასე რომ, საკმაოდ საინტერესო სტატია გელოდებათ).

როდესაც სკოლაში მივდიოდი, 1996 წელს, ოცნება იმაზე, რომ სკოლაში კომპიუტერს გვაჩუქებდნენ პირველკლასელებს, თავისთავად, შეუძლებელი იყო. იმავე ოცნებას ახდენა არ ეწერა არც 2000 წელს და არც თუნდაც 5 წლის შემდეგ, 2005 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში პენტიუმების თაობიდან კომპ. ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა Core-მდე და ლეპტოპებიც უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, 2008-2009 წლამდე ქართველ ბავშვებს ლეპტოპებს სკოლაში არავინ ჩუქნიდა :) პირველი ეტაპი ამ პერიოდში ASUS EeePC იყო, ერთ-ერთი პირველი 7"-იანი თაობის ნეტბუქი, რომლებსაც განათლების სამინისტრო ფრიადოსან მოსწავლეებს ჩუქნიდა დამამთავრებელ კლასებში. 2010 წელს კი მივედით იქამდე, რომ შესაძლებელი გახდა მიგვეცა ყველა პირველკლასელისთვის ის, რაზეც ოცნებას ჩვენ ვერც კი გავბედავდით.


Intel Classmate PC E10IS2 და ალბათ ერთ-ერთი
უბედნიერესი პირველკლასელი (წყარო: buki.ge)

მოკლედ, 2010 წლის დასაწყისში განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებიის სააგენტოში (esida.ge) გაჩნდა იდეა, რომ პირველკლასელი მოსწავლეებისთვის საჩუქრად გადაეცათ ნეტბუქები. ეს, ცხადია, გულისხმობდა სასწავლო პროცესის ახალი ტიპის დანერგვას სკოლებში და მხოლოდ კომპების დარიგებით არ შემოიფარგლებოდა. ნეტბუქების ამბავი ფართო მასებისთვის ცნობილი 2010 წლის 6 აპრილს, ქუთაისში მთავრობის გასვლით სხდომაზე გახდა, როდესაც პრეზიდენტმა ახალი იდეისა და ნეტბუქის პრეზენტაცია გააკეთა. წარმოდგენილი კომპი XO OLPC იყო, 1.0 ან 1.5 რევიზიის (ამის შესახებ ჩვენს ფორუმზეც იყო გახსნილი შესაბამისი თემა).

თუ გაინტერესებთ როგორ განვითარდა ეს ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოში და გინდათ გაიცნოთ მისი მთავარი გმირი - Intel Classmate PC, მიყევით ამ ბმულს და წაიკითხეთ სრული სტატია.

23:58,   Power_VANO  |  366699 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 12.April 2011

Hanns-G HL245 LED-backlit მონიტორი


კომპანია Hannstar Display Corp.-მა დღეს ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ახალი მონიტორი, რომელიც გამოდის Hanns-G (ან HANNSG-ის) ბრენდის სახელწოდების ქვეშ. მოდელი HL245 23.6-დუიმიანია, აღჭურვილია LED-backlighting-ით, გააჩნია ნატიფი, შავი ფერის დიზაინი, ხოლო რეზოლუცია კი შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს.

ამ უახლესი დისპლეის გამოხმაურების დროა 5 მ/წმ, სიკაშკაშის დონე - 250 cd/m2, სტატიკური კონტრასტის დონე კი - 1000:1-ზე (15,000,000:1 დინამიური). გარდა ამისა, მას აგრეთვე აქვს D-Sub, DVI პორტები და სადგამი, რომელიც იძლევა მხოლოდ დახრის დარეგულირების საშუალებას.

HL245-ს მოყვება 3-წლიანი გარანტია და მისი ღირებულება 153 ევროა.

Posted Image

სიახლის ავტორი: X-treme user
წყარო: Overclockers.ge

22:17,   Power_VANO  |  401839 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

BenQ EW2430 მონიტორი


წარდგენიდან სამი თვის შემდეგ, დაიწყო 24-დუიმიანი BenQ EW2430 მონიტორის შიფინგი და რამდენიმე დღეში ის ევროპაშიც გამოჩნდება. მას გააჩნია VA (Vertical Alignment) პანელი, LED-ბექლაიტი, ალუმინის სწორი სადგამი და გაფორმებულია შავ ფერში.

ხედვის კუთხე 178/178 გრადუსია, რეზოლუცია შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს, სტატიკური კონსტრასტის მაჩვენებელი 3,000:1-ზე, დინამიურის კი - 20,000,000:1-ზე. აღჭურვილია 3W სპიკერებით, D-Sub, DVI და HDMI, ასევე ოთხი USB პორტითა და გამოსახულების გაუმჯობესების ტექნოლოგია Senseye 3-ით (ექვსი წინასწარ დაყოფილი რეჟიმით).

მწარმოებლის თქმით, მონიტორის ფასი 279 ევრო იქნება, თუმცა ამ მომენტისათვის არსებულ ლისტინგებში ის უკვე შეინიშნება (პრე-ორდერით) და ღირს 237€.

Posted Image

სიახლის ავტორი: X-treme user
წყარო: Overclockers.ge

22:14,   Power_VANO  |  418319 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 09.April 2011

წყლის ბლოკები NVIDIA GeForce GTX 590-სათვის


EK WaterBlocks-მა გამოუშვა წყლის ბლოკების ორი მოდელი - NVIDIA GeForce GTX 590 ვიდეობარათებისათვის. პირველი მათგანია EK-FC590-GTX-Nickel (რომლის ზედა ნაწილიც შესრულებულია გამჭვირვალე აკრილის პლასტიკისაგან) და EK-FC590-GTX-Nickel+Acetal (არაგამჭვირვალე სახურავით). გარდა ზედა ელემენტის მასალისა, ისინი სრულიად იდენტურნი არიან.

Posted Image



Posted Image



ზედაპირი დამზადებულია სპილენძისაგან და ნიკელირებულია - დაჟანგვის ასაცილებლად. ის ადგილები, რომლებიც ებჯინება GPU-ს, ტალღისებური კონსტრუქციისაა, ხოლო ძაბვის რეგულატორის შესაბამისი არეალებში კი ფორმირებულია წნევის გაზრდის არხები.

რაც შეეხება აღნიშნული წყლის ბლოკების ზომებს, ისინი თითქმის შეესაბამებიან ბეჭდურ პლატებს. იმისათვის, რომ მათ არ მიეღოთ ფიგურული ფორმა, ამისათვის, მაღალი კონდენსატორების ქვეშ, დატანებულია ღრმულები.

EK-FC590-GTX-Nickel-ის ღირებულება შეადგენს 125, ხოლო EK-FC590-GTX-Nickel+Acetal-ს კი 130 ევროს.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

22:12,   Power_VANO  |  421770 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Samsung-მა გამჭვირვალე დისპლეიანი 14″ ნოუთბუქი წარმოადგინა


გამოფენის FPD China 2011 ფარგლებში სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Samsung Electronics გამჭვირვალე თხევადკრისტალური პანელით აღჭურვილი 14-დიუმიანი ნოუთბუქის პროტოტიპი წარმოადგინა.

Posted Image
სიახლის დისპლეის გარჩევადობაა 1680 х 1080 პიქსელი. მინათების სახით გამოყენებულია ოთხი შუქდიოდიანი ბლოკი, აგრეთვე სინათლის გარე წყარო. პანელი ვერტიკალური გასწორების (VA) ტექნოლოგიის საფუძველზეა შესრულებული, ხოლო მისი გამჭვირვალობის კოეფიციენტი 14-15%.


დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

22:07,   Power_VANO  |  444328 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 05.April 2011

Dell Studio XPS 9100


6-ბირთვიანი პროცესორით

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში Dell AMD პროცესორის მქონე გადაწყვეტებს სულ უფრო და უფრო ხშირად უშვებს. მაგალითისათვის, მაისში მან მაღალმწარმოებლური სამაგიდო პერსონალური კომპიუტერების Studio XPS 7100 ხაზი წარმოადგინა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ AMD ჩიპებითაა აგებული, მათ შორის 6-ბირთვიანებზეც.

Posted Image

თუმცა, ამ დღეებში მან სამაგიდო პროდუქტების სხვა სერია განაახლა ფლაგმანური პროცესორის Intel Core i7-980X @3,33 გჰც მხარდაჭერით. ხაზი Studio XPS 9100 გარეგნულად ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც მისი წინამორბედი და იგივე პორტები და მახასიათებლები გააჩნია, მაგრამ კომპიუტერები 525 ვატიანი კვების ბლოკით არიან აღჭურვილნი, რომელიც საკმარისია მძლავრი ორჩიპიანი გამაძლიერებლის Radeon HD 5970 2 გბ და Intel-ის ფლაგმანი პროცესორის დასაყენებლად. ამასთან, DDR3 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შესაძლებელია 24 გბ-მდე გაიზარდოს.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

23:31,   Power_VANO  |  349131 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Asus Lamborghini VX7 ლეპტოპი


ახალი ჰაი-ენდი

Asus-მა წარმოადგინდა ახალი და გაუმჯობესებული Lamborghini VX7 გეიმინგ-ლეპტოპი, რომელიც დაფუძნებულია Intel-ის Huron River პლატფორმაზე. აეროდინამიური და აგრესიული დიზაინის შექმნა განაპირობა იტალიური კომპანიის Murcielago LP640-მა. ამ პროდუქტში გამოყენებულია ისეთი საუკეთესო ხარისხის მასალები, როგორიცაა ტყავი - ხელისგულების სადებზე.

ნოუთბუქი ხელმისაწვდომია ორ ფერში - ფორთოხლისფერ და კარბონისფერში, აღჭურვილია 15.6-დუიმიანი (1920 x 1080) LED-ბექლაიტ დისპლეით, 2.0 გჰც-იანი Core i7-2630QM 4-ბირთვიანი პროცესორით, 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, 1.5 ტბ-მდე ტევადობამდე ადგილით (ოპცია ორი HDD-თი), 3 გბ-ს მქონე GeForce GTX 460M გრაფიკული ბარათით. გარდა ამისა, Blu-ray კომბო-წამყვანით, 2.0 მპ-იანი ვებ-კამერით, 8-in-1 ქარდ-რიდერით, Gigabit Ethernet-ით, 802.11 b/g/n, Bluetooth 3.0, ერთი USB 3.0 პორტებით, ორი სპიკერით, HDMI გასასვლელითა და 8-ელემენტიანი ბატარეით.

Lamborghini VX7-ში უკვე დაყენებულია 64-ბიტიანი Windows 7 Home Premium ოპერაციული სისტემა, მოყვება 2-წლიანი გარანტია და მზად არის პრე-ორდერისათვის - 1,995-ს ფასად.

დამატებითი სურათებისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

სიახლის ავტორი: X-treme user
წყარო: Overclockers.ge

23:24,   Power_VANO  |  406754 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 02.April 2011

AMD-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა 2010 წლისთვის ჯილდოდ $17,5 მლნ მიიღო


იანვრის დასაწყისში ინვესტორები ძალიან განცვიფრებულნი დარჩნენ, როდესაც AMD-მ განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა დირკ მეიერმა (Dirk Meyer) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, რომლებიც ახალ სწრაფადმზარდ ნახევრადგამტარების ბაზრებზე, პლანშეტებისა და სმარტფონების ჩათვლით, AMD-ს პოზიციების გამყარების შესახებ მეიერის სტრატეგიის სისწორესა და საფუძვლიანობაში არ იყვნენ დარწმუნებულნი.

Posted Image

მაგრამ დირკ მეიერისთვის სამწუხარო მოვლენას თავისი ნათელი მხარეც აქვს. Fudzilla-ს ცნობით, მისი ჯილდო გასული 2010 წლისთვის საფონდო ოფციონებისა და პრემიების სახით $5,5 მლნ-ია, რაც 22% მეტია, ვიდრე წინა წელს. ამას გარდა, ექს-ხელმძღვანელმა თანამდებობიდან ვადამდელი წასვლისთვის კომპენსაციის სახით $12 მლნ მიიღო.

ამასთან ტომას სეიფერტმა (Thomas Seifert), ფინანსურმა დირექტორმა და კომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობების დროებით შემსრულებელმა, 2010 წელს ჯილდოს სახით $3,4 მლნ მიიღო, რაც 2009 წელს მის ხელფასზე თითქმის ორჯერ მეტია.

სიახლის ავტორი: #Skinhead
წყარო: Overclockers.ge

11:01,   Power_VANO  |  393017 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი