მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
მწვანე ბარათი და 5 წლიანი აშშ-ს მოქალაქეობა
ანუ როგoრ გავხდეთ ამერიკელი ლეგალურად

ძირითადი პრიინციპები
ჩვენს ჟურნალში ბოლო 2 წლის განმავლობაში ზამთრის მოახლოებისას, ყოველთვის ვწერდით აშშ-ს მთავრობის მიერ ჩატარებულ მწვანე ბარათების ლატარიაზე, ალბათ ასეთი რამ ბევრს სმენია, მაგრამ რა და როგორ არის ბევრმა არ იცის. დროა გავნათლდეთ.

მაშ ასე მწვანე ბარათი, ხალხში უფრო ცნობილია სახელით Green Card გაძლევთ 5 წლის განმავლობაში იმ ქვეყნის მოქალაქეობის უფლებას რომლის მწვანე ბარათიც ამჯერად ხელზე გაქვთ. როგორც წესი მწვანე ბარათი ნიშნავს თითქმის სრულყოფილ მოქალაქეობას. თითქმის იმიტომ რომ არ გაქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ვერ იმსახურებთ ჯარში და არ დაგიბარებენ სასამართლოში ნაფიც. დანარჩენში კი ჩვეულებრივი მოქალაქე ხართ. დაზღვევით, მუშაობის უფლებით, შეძენით თუ ჩასვლა ჩამოსვლით. პლიუს ყველაფერთან ერთად როგორც მოცემული ქვეყნის მოქალაქეს შეგიძლიათ დამატებითი ვიზების გარეშე თქვენი ოჯახის წევრები წაიყვანოთ სანატრელ ქვეყანაში. იდეაში თუ 5 წელი გაუსვლელად იცხოვრებთ ქვეყანაში, მაშინ გეძლევათ უფლება ჩააბაროთ გამოცდები მოქალაქეობაზე და ამჯერად მიიღოთ სრულყოფილი და არა შეზღუდული დროის მოქალაქეობა.

ეს ყველაფერი კარგი, ბევრი დღემდე ცდილობს ეს ბარათი მოიპოვოს და სჯერავს რომ ჩაწყობით თუ რომელიმე ქართულ ფირმაში გარკვეული თანხის გადახდით ასეთი რამ შესაძლებელია. მინდა ახლავე გაგიცრუოთ  მოლოდინი, ვერცერთი ქართული თუ უცხოური კომპანია ან მოქალაქე ვერანაირად ვერ ჩაგიწყობთ ფულის მეშვეობით ამ საქმეში რაიმეს. განსაკუთრებით ეს საქმე გართულებულია 2001 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ. ასე რომ ყველანაირი ზღაპრები გადავდეთ და ვსწავლობთ მცირე შანსიან, მაგრამ ერთადერთ და მართებულ გზას.

როგორც წესი ჩვენთან ყველაზე დიდი ინტერესი აქვს აშშ-ს მწვანე ბარათს, თუმცა მწვანე ბარათს ებროპული ქვეყნებიც გასცემენ.  მაშ ასე ამერიკის მთავრობა ყოველ წელიწადს (უკვე 5 წელია, მანამდე კი 2 წელიწადში ერთხელ იყო გათამაშება, უფრო ადრე კი 4 წელიწადში ერთხელ), იწყებს მწვანე ბარათის მიღების მსურველთა განაცხადებს, ყოველ ქვეყანას აქვს თავისი კვოტა, ანუ რომელი ქვეყნიდან რამდენი მოქალაქის მიღება შეიძლება და გარდა კვოტისა აქვს თავისი ნებართვა ან აკრძალვა. მაგალითად რუსეთიდან დიდძალი არალეგალური ემიგრაციის ტალღის გამო ამ ქვეყნისთვის გათამაშებაში მონაწილეობა უკვე მე-4 წელია აკრძალულია. მიუხედავად ასმისა რუსეთში და რუსულ საიტებზე არაერთ კომპანიას ნახავთ რომლებიც 200-დან 2000 დოლარამდე ითხოვენ იმაში რომ მართებულად გაგიფორმონ ყველა საჭირო საბუთი. სამწუხარო ისაა რომ კომპანია ფულს აიღებს გაივლის ასე ვთქვათ კონკურსანტის მაგივრად რეგისტრაციას, მისი ყველა პარამეტრის მითითებით (თუ საერთოდ ნამუსი ეყო), მაგრამ კონკურსანტი მონაწილეობას კონკურსში ვერ მიიღებს, იმიტომ რომ იგი რუსეთის მოქალაქეა და ავტომატურად გაეთიშება კონკურსს. გარდა ამისა იგი დასჯილი იქნება და მომდევნო 5 წლის განმავლობაში მისი მოთხოვნები განუხილველად დარჩება.

საქართველოს ჯერ-ჯერბოთ ასეთი მკაცრი კედელი არ ხვდება და წელს დაწყებულ მწვანე ბარათის გათამაშებაში მოგების შანსი ეძლევა 300-500 ქართველს. ანუ თუ საქართველოდან სიტყვაზე იქნება 5 ან 10 ათასი, ან ნებისმიერი სხვა რაოდენობის მოთხოვნა, დაკმაყოფილებული იქნება მხოლოდ 300-500 ადამიანის მოთხოვნა. (თუმცა შარშანდელ გათამაშებაში მხოლოდ 323 კაცმა მოიგო, არ ვიცი კვოტა შემცირდა-გაიზარდა თუ თუ რაიმე სხვა მოხდა, მოკელდ მხოლოდ 323 კაცი გახდა 2007 წლიდან ამერიკელობის 5 წლიანი მფლობელი). რომელ ქვეყანაში რამდენმა მოქალაქემ გაიმარჯვა შეგიძლიათ ნახოთ აი ამ გვერდზე. ზუსტად როგორ ხდება შერჩევა და რა პარამეტრებით ვერ გეტყვით, რადგან გათამაშება ტარდება შტატებში, ასე ვთქვათ დახურულ კარს მიღმა. უბრალოდ გარანტირებულად მინდა გითხრათ რომ შემოწმებული იქნება ყველაფერი თქვენს შესახებ და თუ რაიმე მიზეზის გამო თქვენი კანდიდატურა მიუღებელი იქნება თქვენ ყველანაირი შანსი გეკარგებად. მაგალითისთვის ერთერთი ქალბატონის განაცხადს მოგიტანთ, მართალია ეს ქალბატონი მწვანე ბარათში არ მონაწილეობდა, მაგრამ სურდა ამერიკაში გამგზავრება და თბილისში აშშ-ს საკონსულოში შესაბამისი განაცხადი შეიტანა. განაცხადში ეწერა რომ ამხანაგთან ჩადიოდა 1 კვირით, ამხანაგი იხდიდა ყველა თანხას და ასე შემდეგ, იდეაში ყველაფერი წესრიგში იყო, სამუშაო და ხელფასის საბუთებიც. მაგრამ მისი კანდიდატურა დაწუნებული იყო ერთი მარტივი მიზეზით, მას ერთხელ, ერთერთ მსუბუქი ქცევის საიტზე დატოვებული ჰქონდა თავისი ტელეფონის ნომერი და გამოხმაურება, ეს საკმარისი იყო იმისათვის რომ მას ქვეყანაში შესვლაზე უარი მიეღო.

მორალი აქ ერთია, თუ რაიმე გაქვთ ამერიკული სტანდარტების მიხედვით მიქარული, თქვენ მოქალაქეობას ვერ მიიღებთ. დაიმახსოვრეთ ნებისმიერი ხულიგნობა, მთვრალ მდგომარეობაში ჩხუბი, პორნო გალერეაში მოხვედრა, უკანონო მოქმედება, ჩხუბი, კანონთან კომფლიქტი ან რაიმე სხვა ფიზიკური და მორალური ხარვეზი რაც შეიძლება ქაღალდზე ან ელექტრონული სახით მტკიცდებოდეს, მხოლოდ თქვენს კანდიდატურას ავნებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა ინფორმაციის ქექვა მიმდინარეობას ერთდროულად რამდენიმე ბაზაში, აქ არის FBI-s CAI-და ინტერპოლის მონაცემები, პლიუს სხვა ქვეყნების საკონსულოები და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, პრაქტიკულად მწვანე ბარათში განაცხადის გაკეთებისას თქვენ აამუშავებთ ვებერთელა მანქანას რომელიც თქვენს ცხოვრებას თქვენთვის შეუმჩნევლად სერიოზულად გადაქექავს.  ამით არ ვცდილობ შეგაშინოთ, უბრალოდ ვცდილობ აგიხსნათ თქვენი გამარჯვების შანსები რაზეა დამოკიდებული.

როდესაც ყველაფერი ახსნილია თავი გადადებული გაქვთ და მზად ხართ ბრძლოლისთვის ვიწყებ თვითონ მწვანე ბარათის ირგვლივ არსებული მცდარი იდეების განხილვას, შემდეგ კი თვითონ უფასო რეგისტარაცია მონაწილეობის პირობები განვიხილოთ.

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

მომწერეთ პირადად მე, ვისაც გაინტერესებთ მცირედი დეტალებიც კი მწვანე ბარათის ოფიციალურ გათამაშებასთან დაკავშირებით.
https://www.facebook.com/profile.php?id=100009058250717
20-02-2015, 17:10:11 | levan.bicadze

აოლიკაციის ფორმას ვ ვერ ვპოულობ მითითებულ გვერდდზე
11-06-2011, 11:41:32 | zuranoza

წელს დამთავრდა გათამაშება?
03-03-2011, 23:29:49 | jemo

მიტხრას რა ვინმემ როგოპრ დავრეგისტრილდე
19-02-2010, 21:37:39 | evgenia

აუ სურათი არ იტვირთება დავაყენე ზომებში 600X600 ზე და ზომა 190 KB არის მარა არ ტვირთავს და რა ვქნა ? :(
06-10-2009, 16:13:02 | smoker

04-10-2009, 10:28:10 | joivaxo

მაინტერესებს სურატის ზომა 274-KB რომ იყოს რამე პრობლემა ხომ არ იქნება
04-10-2009, 09:15:53 | joivaxo

სურათის ზომა 274-KB რომ იყოს რამე პრობლემა ხომ არ იქნება
04-10-2009, 09:12:52 | joivaxo

იმედია ზემოთ დაწერილი ყველა აბზაცი წაიკითხე, ვიცი რომ ბევრზე იტყოდი: ჰო, კაი გავიგე, არ გვინდა ეს ”დეტსკი სადი” და სისულელები მაიტა სად მივაჭირო კნოპკასო. მაინც გირჩენ ნერვები დაიოკო და ნელნელა ეტაპობრივად გადაიკითხო ყველაფერი დრო ჯერჯერობით გაქვს და გაიხსენე ქართული ანდაზა მოჩქარეს მოუგვიანდესო. ასე რომ ძველბიჭობა 15-20 თუთით დაივიწყე და მაინც გადახედე ხედა ტექსტებს. თუ ყველაფერი წაიკითხე გადავიდეთ პირდაპირ ინსტრუქციებზე

აუ რა მაგრად სწერ.. საღოოლ ძმა... ზუსტად ეგრეა უმეტეს შემთხვევაში...
14-08-2009, 11:41:52 | sio777

სალამი
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ აქვს თუ არა მნიშვნელობას "ი" დაბოლოებას
ანუ მამის სახელი "ი" დაბოლოებით ჩავწერე
არადა მის პირადობას რომ გავხედე სახელი ინგლისურად "ი" დაბოლოების გარეშე წერია.
ეხლა რა ვქნა პასპორტი შევაცვლევინო მამაჩემს და ისეთი სახელით ავაგებინო რომ "ი" დაბოლოებით იქნება
თუ ამ ყველაფერს გაატარებენ და პრობლემა არ იქნება?
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ
წინასწარ გმადლობთ
25-11-2008, 12:54:00 | adrenalin


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.