NVIDIA nForce 700i Series
![]() ![]() რამდენიმე დღის წინ კომპანია NVIDIA-მ ოფიციალური ანონსი გაუკეთა Intel-ის პლატფორმისთვის დამზადებულ nForce 700i ჩიფსეტების ოჯახს, კერძოდ კი nForce 780i-სა და nForce 750i-ს. nForce 700i ჩიფსეტების ოჯახის გამოსვლა ძველი nForce 600i სერიის უბრალო განახლება არ არის. ახალ ჩიფსეტებში რეალიზებული NVIDIA 3-Way SLI-ს მხარდაჭერა (თუმცა 3-Way SLI-ს მხარდაჭერა nForce 680i ჩიფსეტზეცაა რეალიზებული) და გამოირჩევა საკმაო რაოდენობის ინოვაციური ტექნოლოგიებით, როგორიცაა, მაგალითად, Enthusiast System Architecture (ESA). ასევე nForce 700i სერიის ჩიფსეტებში ხელმისაწვდომია ბევრი ახალი ფუქნცია, სისტემის უკეთესი სტაბილურობისა და წარმადობის მიღწევას.
NVIDIA nForce 700i სერია ამჟამად ორ MCP (Media and Communication Processors) ჩიპს, nForce 780i SLI-სა და nForce 750i SLI-ს მოიცავს. ჩიფსეტების ძირითადი საერთო ფუნქციებიდან აღსანიშნავია Intel-ის ახალი 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორების (Yorkfield და Wolfdale ბირთვები), PCI Express 2.0-ის, NVIDIA SLI-ს სხვადასხვა კონფიგურაციებისა და DirectX 10 თამაშების სრულფასოვანი მხარდაჭერა (NVIDIA-ს ვიდეო დაფებთან ერთად). თუმცა, ახალ ჩიფსეტებს შორის ფუნქციონალური განსხვავებაც ბევრია. საერთოდ, nForce 780i SLI განკუთვნილია ენთუზიასტებისთვისა და გეიმერებისთვის და აქვს 3-Way SLI (სამი ვიდეო დაფა SLI რეჟიმში) ტექნოლოგიის მხარდაჭერა. რაც შეეხება nForce 780i SLI-ს, იგი განკუთვნილია მაღალწარმადობიანი მეინსტრიმ სისტემების ასაწყობად და აქვს ორი ვიდეო დაფის SLI რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა. |
|
did electro energias moixmars es