ინსტალაცია (Ubuntu)
როგორც იქნა გავიარეთ Fedora-ს ინსტალაცია, მოდით ეხლა მივხედოთ Ubuntu-ს.
წინა ვერსიებისგან განსხვავებით მე-7 თაობის Ubuntu-ს ინსტალაცია შეცვლილია. ადრე კომპაქტიდან ხდებოდა პირდაპირ ინსტალირება, დღეს კი შეგვიძლია ჩავიტვირთოთ საინსტალაციო დისკიდან თითქოსდა ეს არის Live CD, ამ დროს ვიღებთ მუშა სისტემურ გარს, იმ განსხვავებით რომ სისტემა ჩატვირთულია კომპაქტ დისკიდან და ჩვენს კომპიუტერზე არაა დაინსტალირებული.
ეს მეთოდი საკმაოდ მოხერხებულია, იმიტომ რომ მომხმარებელს, განსაკუთრებით კი ახალბედას, უწევს პირდაპირ გრაფიკულ გარსში მუშაობა. იდეაში სიტყვა მუშაობა ზედმეტად გაბერილია. ამ დროს ვაწვებით Desctop-ზე არსებულ ერთადერთ ღილაკს და შემდეგ რამდენიმე პუნქტს ვირჩევთ გამოსულ ფანჯარებში, ბოლოს საქმეს ინსტალერი თვითონ აკეთებს.
საინსტალაციო დისკი შეგვიძლია უფასოდ მივიღოთ სახლში თუ მწარმოებელს დავუკვეთავთ, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება, ასე 2-3 კვირის შემდეგ (სტანდარტული საფოსტო დროის ხარჯვა, პლიუს იმის შანსი რომ ტქვენი დისკები დაიკარგება გზაში, ან მიირებს სხვა ადრესატი, იმიტომ რომ ფოსტალიონმა ინგლისური ასოები არასწორად წაიკითხა :-), ესეც ქართული რეალობაა) საიტზე დაკვეთიდან, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ფოსტალიონი კარებზე დაგიკაკუნებთ და დისკებს ჩაგაბარებთ. თუ მოცდა არ გინდათ შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ საინსტალაციო დისკის იმიჯები (ამ დროს სასურველია ჩქარი ინტერნეტი გქონდეთ), ჩაწერეთ CD-ზე ან DVD-ზე, იმის და მიხედვით რომელ ვერსიას ჩამოქაჩავთ და მორჩა შეგიძლიათ დანარჩენის მხრივ ამ სტატიით ისარგებლოთ. ჩამოქაჩვა ან დისკების დაკვეთა შეგიძლიათ მისამართზე: http://www.ubuntu.com
ინსტალაციის დაწყების წინ ვგულისხმობ რომ Linux-ისთვის დისკზე გამოყოფილი გვაქვს ცალკე ადგილი, თუ არ იცით როგორ გავაკეთოთ, ეს გადახედეთ ჩემს წინა სტატიას, სახელად ”Fedora Core ინსტალაცია საკუთარი ხელით”. სტატიის დასაწყისში აღწერილი მაქვს ერთერთი მოსახერხებელი მეთოდი. გამოცდილი მომხმარებლები თვითონ მოახერხებენ სხვადასხვა გზებით საჭირო ადგილის გამოყოფას.
როგორც Fedora-ს ინსტალაციის დროს, ამჯერადაც ჩავდოთ დისკი CD/DVD Rom-ში, BIOS-ში ჩამტვირთავ მოწყობილობათ მივუთითოთ დისკის წამკითხველი (CD/DVD Rom) გადავარესტარტოთ კომპიუტერი და დავიწყოთ ინსტალაცია!
პირველი კურიოზი შეიძლება დაგემართოთ მონიტორის გამო. საქმე მაშია რომ ავტომატურად ინსტალერი ირჩევს ძალიან მაღალ ეკრანის გარჩევადობას, 1600x1200-ზე. ბევრი ახალბედას მონიტორი ასეთ გარჩევადობას ვერ გაუძლებს, თუმცა ამ დროს ინსტალერი ხშირად გვპატიობს. იგი ცდილობს ამოიცნოს და დააყენოს მისაღბი გარჩევადობა, მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო თვენთნ გამოსახულება არ გამოჩნდა, ეს ნიშნავს იმას რომ ეკრანის შესაძლებლობები ამოცნობილი არ არის, და ავტომატურად მაღალი გარჩევადობაა თქვენს ეკრანზე გაშვებული, ეკრანს თავის მხრივ არ ესმის ამხელა გარჩევადობა და საერტოდ ითიშება (ეკრანი ამ დროს არ ზიანდება, უბრალოდ ვერ იგებს როგორ იმუშაოს და უბრალოდ ითიშება, ასევთქვათ დასვენების რეჟიმში გადადის). თუ ასეთი რამ დაგემარტად მაშინ უნდა იზრუნოთ ახალ ეკრანზე, უკიდურეს შემთხვევაში რაიმე შედარებით ნორმალური ეკრანი მიაერთეთ კომპიუტერზე დროებით, ისეთი რომელსაც ინსტალერი ამოიცნობს. მოყვანილი შემთხვევა იშვიათია, მაგრამ მინიმუმ 2-ჯერ ამ საკითხის გასარჩევად მომხმარებლებმა მოგვმართეს, ასე რომ გასათვალისწინებელია.
როგორც ვხედავთ, პირველ ფანჯარაში ავტომატურად მონიშნულია პირველი პუნქტი “Start or install Ubuntu” (ჩვენც ხომ ეგ გვინდა?) ასე რომ დავაჭიროთ პირდაპირ Enter-ს. (სხვათაშორის Fedora-სგან განსხვავებით, Ubuntu-ში ჯერ ვიტვირთებით Live CD-თი და იქიდან ვაინსტალირებთ სისტემას!), ამ დროს კომპიუტერი ჩავიტვირთება CD-ან და ვნახავთ რომ დესკტოპზე გვაქვს ხატულა (ზოგიერთისთვის ჩვეული ტერმინია იკონა) რომელსაც აწერია Install.
(Ubuntu-ში შესაძლებელია, ჯერ გაეცნოთ სისტემას Live CD-ს მეშვეობით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაინტერესედით ამ სისტემით და მოისურვეთ სამუდამოდ მასზე გადასვლა, შეგიძლიათ ინსტალაციას მიმართოთ, თუ არ მოგხიბლათ მისმა დიზაინმა, ან შესაძლებლობებმა, შეგიძლიათ უბრალოდ გამორთოთ სისტემა და ამოიღოთ დისკი CD Rom-დან. ამის შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა თქვენთვის კარგად ნაცნობ და გამოცდილ Windows-ში).
თუ გადაწყვითეთ ინსტალაცია დააჭირეთ ღილაკს Intsall და დავიწყოთ!
პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი
გამარჯობა ესეიგი ჩავიწერე ფლეშკაზე სისტემა და დაყენების დროს უბუნტუს ლოგოს ლოადინგის შემდეგ მიგდებს შავთეთრ კუბიკებს მეორეჯერ რო ვცადე რაგაც გამოსახულება გამოჩნდა მარა ვერ გავარჩიე რას მირჩევთ?