COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » სურათის დასმა საქაღალდის ფონად

http://www.compinfo.ge/index.php?type=preview&area=1&p=articles&id=60&pp=10&sort=desc&page=2


სურათის დასმა საქაღალდის ფონად

ამ მცირე სტატიის მიზანია, ვისწავლოთ ნებისმიერი საქაღალდის ფონად ჩვენთვის სასურველი სურათის დასმა.

9x/NT/2000 ოპერაციულ სისტემებში ეს ფუნქცია ინტეგრირებული იყო, მაგრამ XP-ში რატომღაც ამოღებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ დღეს ამის გაკეთება შუძლებელია. არსებობს რამდენიმე ხერხი, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ ყველაზე მარტივს და ამავდროულად ყველაზე პრაქტიკულს.

სტატიის ავტორს, დახმარებას და თანაავტორობას უწევდა ჩვენი წევრი gio_kiborg-ი, რისთვისაც მას საიტის ადმინისტარციაც და სტატიის ავტორის დიდი მადლობას უხდიან.

პირველი და მთავარი რაც ჩვენ დაგვჭირდება ეს არის პროგრამა IEShwiz.exe (პროგრამა იწონის 50 კილობაიტს), რომლის გადმოქაჩვა შეგიძლიათ აქედან. სწორედ ამ პროგრამას იყენებდნენ ზემოთხსენებული ოპერაციული სისტემები. პროგრამის მუშაობის პრინციპი შემდეგია: იგი ქმნის desktop.ini ფაილს, მასში წერს საჭირო ინფორმაციას (მაგ: სურათის მისამართი, ტექსტის ფერი და ა.შ) და შექმნილ ფაილს ანიჭებს ატრიბუტს system. ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა აშკარად დარწმუნდებით რომ ასე არ არის. ამიტომ მივყვეთ ჩვენს მიერ არჩეულ ხერხს, გადმოვწეროთ პროგრამა და შევინახოთ C:\WINDOWS დირექტორიაში (იგულისხმება რომ windows XP დაყენებულია C:\ დისკზე.) ახლა ჩვენი მიზანია ეს ფუნქცია ჩაინტეგრირდეს კონტექსტურ მენიუში, ამისათვის შევდივართ რეგისტრში, ამისათვის გამოიძახეთ რეგისტრის რედაქტორი პროგრამა start-> Run-> regedit შემდეგ გადავდივართ მისამართზე:

HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Classes\Directory\shell\

აქ უნდა შევქმნათ ახალი Key ჩანაწერი ამისათვის მარჯვენა წკაპი და გამოსული კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ New-> Key, ვარქმევთ ახალ ჩანაწერს სახელს Folder Background (აქ შეგიძლიათ რაც გინდათ ის დაარქვათ). “Folder Background”-ში უნდა შევქმნათ ახალი Key და დავარქვათ “Commnad”, შემდეგ ახლადშექმნილ Commnad-ს Default მნიშვნელობა უნდა შევუცვალოთ, ამისათვის დაწკაპუნეთ ორჯერ Default-ზე და შეიყვანეთ შემდეგი მნიშვნელობა

IESHWIZ>EXE %1

თუ თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს რეესტრის რედაქტირება, მაშინ გთავაზობთ გამზადებულ რეესტრის ფაილს, ჩამოქაჩეთ აი ამ ბმულიდან, შემდეგ ორჯერ დააწკაპუნეთ ფაილზე, გამოსულ შეტყობინების ფანჯრებს დაეთანხმეთ და რეესტრში საჭირო ჩანაწერები თავისით ჩაემატება.

ახლა შევამოწმოთ მუშაობს თუ არა ჩვენი ნამოქმედარი:

შევქმნათ რაიმე საქაღალდე, და მის კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ Folder Background, გაიხსნება პროგრამა:

გამოსულ პროგრამაში მოცემულია სამი პუნქტი, როგორც ხედავთ ჩვენ გვჭირდება მეორე Choose a background picture, (მესამე პუნქტი დაგვჭირდება მაშინ თუ მოვისურვებთ საქაღალდიდან ფონის ამოღებას.) მოკლედ, მოვნიშნეთ შუა პუნქტი და ვაჭერთ ღილაკს Next.

გამოსულ ფანჯარაში შეგიძლიათ აირჩიოთ შემოთავაზებული სურათები, ან თუ გსურთ თქვენი სურათის ჩასმა, დააჭირეთ ღილაკს Browse და მონახეთ ის სურათი რომელიც გინდათ. ქვევითა განყოფილებაში კერძოდ Text ჩანართში შეგიძლიათ ტექსტის ფერი მიუთითოთ რომელიც გამოყენებული იქნება მოცემულ საქაღალდეში შექმნილი ნებისმიერი ფაილისა თუ საქარალდის დასახელების გამოსაჩენათ. ყველაფერს რომ მორჩებით დააჭირეთ ღილაკს Next და შემდეგ Finish.

ახლა შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი ნამოქმედარით, გახსენით ახლად შექმნილი საქარალდე და შედეგი სახეზე იქნება...

სურვილის და კარგად გათვლილი ფანტაზიის შემთხვევაში შეგიძლიათ, საქაღალდისთვის მოსახდენი და შინაარსობრივად გათვლილი ფონები გაამზადოთ. ფანტაზიაში და ნატყოფიერ შრომაში კი წარმატებებს გისურვებთ. დაე ყველაზე ლამაზი ფონები გაგეკეთებინოთ.

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება
პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი

ერთი დაზუსტება ჩემსავით რომ არ აგერიოთ: Win98/2000 ში ეს პუნქტი მუშაობდა როდესაც გახნიდი ფოლდერს და თავისუფალ ადგილზე გამოიძახებდი "Costumize This Folder" იგივე პუნქტი არის XP-შიც, ოღონდ ის აკეთებს ფოლდერზე იკონკის შეცვლას, თუ ესკიზურ ფორმაში ვაჩვენებთ სურათის დადებას იკონკაზე და ა.შ
ახლა ჩემი შეცდომა: მეც ისევე ვცდილობდი ახალი მენიუს პუნქტი ფოლდერის შიგნითვე მენახა და ვერ ვპოულობდი
მენიუს პუნქტი ჩნდება ფოლდერის კონტექსტურ მენიუში (და არა მის შიგა კონტექსტურ მენიუში) როგოპრც აქ წერია.
ისე, კარგი იქნებოდა XP-ს თვისება შეცვალოს ფოლდერის იკონკები 2000-ზეც გადაგვეტანა, მას ეს არ შეუძლია(მუღამის გულისთვის)
12-03-2008, 11:39:29 | Gio_kiborg


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.