COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » მობილურები » უნიკოდ ფონტები Symbian-ზე

http://www.compinfo.ge/index.php?type=preview&area=1&p=articles&id=62


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მობილურები
უნიკოდ ფონტები Symbian-ზე

თეორია:
Symbian OS, სიმართლე რომ ვთქვათ, იყენებს უნიკოდ ფონტებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მასში ქართული არაა გათვალისწინებული. ამიტომ, მომხმარებლებს ხელით გვიწევს ამ ფონტების ინტეგრირება ჩვენ სმარტფონებში. ჩვენს შემთხვევაში ეს ფონტია Sylfaen.ttf.
მაგრამ, Symbian-ის სისტემა ყველა სხვა ჩემთვის ცნობილი OS-სგან განსხვავებით, იყენებს არა პირდაპირ ფონტებს, არამედ ერთგვარ მიმართვებს ამ ფონტებთან (მაგალითისთვის: ერთი და იგივე ფონტი ზოგ ველში მსხვილია, ზოგან შრიფტია დიდი და ა.შ.). ეს ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ ძალზე აადვილებს OS-ისთვის ფონტებთან მუშაობას, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ყველა ამ მიმართვაზე OS-მა მიაკითხოს Sylfaen-ს.

გაითვალისწინეთ, ძირს მოყვანილმა ინსტრუქციებმა შეიძლება თქვენი მობილური გამოიყვანოს მწყობრიდან, რაზეც პასუხს არ აგებს არც სტატიის ავტორი და არც საიტი compinfo.ge. ამ ინსტრუქციებით ხელმძღვანელობისას ყველა რისკს და პასუხისმგებლობას იღებთ თქვენს თავზე.

პრაქტიკა:
ამის განხორციელების უმარტივესი გზაა თვითონ Sylfaen ფონტს დავარქვათ ამ მიმართვების სახელები (ჩვეულებრივად ttf გაფართოების ფაილებია).

მოკლედ, ამ მიმართვებს (თუ ფონტებს) ჰქვიათ:
nosnr60.ttf
nssb60.ttf
nstsb60.ttf
S60ZIGI.ttf

ეს შრიფტები ინახებიან შემდეგ მისამართზე : Z:\resource\Fonts

Z დისკი არის ტელეფონის შიდა პროგრამული უზრუნველყოფის დისკი, რომელიც მთლიანად არის დაცული ატრიბუტით read only.
იმისათვის, რომ sylfaen.ttf დავანახოთ ძირითად ფონტად, უნდა გავაკეთოთ შემდეგი:

Windows-ის ფონტების საქაღალდიდან უნდა დავაკოპიროთ sylfaen.ttf ფონტი სადმე კომპიუტერში შექმნილ საქაღალდე Fonts-ში ოთხჯერ და შემდეგ გადავარქვათ სახელები ზემოაღნიშნულ ოთხ სახელზე. ამის შემდეგ, შევაერთოთ ტელეფონი Mass storage ანუ Передача даннных რეჟიმში და საქაღალდე Fonts, რომელშიც უკვე გამზადებულია სახელგადარქმეული ფონტები ჩავწეროთ ტელეფონის მეხსიერებაში საქაღალდე resource-ში (თუ არ არის, შექმენით)

საბოლოოდ გზა ასე გამოიყურება Symbian OS-ისთვის: E:\resource\Fonts და მასში ეს ოთხი ფაილი: nosnr60.ttf nssb60.ttf nstsb60.ttf S60ZIGI.ttf. მორჩა, გამოვაძროთ ტელეფონი კომპიუტერს Safely Remove Hardware-ით, გადავტვირთოთ და გვექნება Sylfaen ფონტი.

მინუსები:
მართალია Sylfaen უფრო ლამაზია, ვიდრე ნოკიას სტანდარტული ფონტი და ქართულ წარწერებსაც ხედავს, მაგრამ არის უფრო წვრილი, ვერ ხედავს 2-3 სიმბოლოს როგორიცაა "ჰარის" სიმბოლო და "ენტერის" მსგავსი სიმბოლო (კურსორის ერთი ხაზით გადატანა). ასევე, ტელეფონს ადვილად ვეღარ შეაერთებთ Mass storage რეჟიმში.

გამოცდილი მომხმარებლებისთვის არის პროგრამა FontrouterLT, რომელსაც დიდი კონფიგურირება უნდა, თუმცა უკვე ფონტის ზომების ცვლაც შეიძლება, თუ საჭიროება იქნება, ამაზეც დავწერ.

Symbian8.1-ის მფლობელთა გასახარად (მაგ: alchemist-ის) ერთმა კარგმა ადამიანმა გააკეთა საინსტალაციო პაკეტი თუ რაიმე მიზეზით ამ მისამართიდან ვერ იწერთ, მაშინ ისარგებლეთ ამ მეორე ბმულით.

რომლის დაინსტალირებითაც ყენდება sylfaen ფონტი. მე ვცდილობ, 9.x-სთვისაც შევქმნა მსგავსი პაკეტი, მაგრამ რატომღაც ჯერ არ გამომდის, თუ გამოვა აუცილებლად შეგატყობინებთ.

ვისაც ეზარება წვალება, აქვეა გამზადებული ფონტები:
ბმული 1
ბმული2

თუ რამე არასწორად გააკეთეთ და ტელეფონი აღარ ჩაირთო, ნუ დაიბნევით, გამორთეთ (ან ბატარეა ამოაძრეთ), გამოაძრეთ მეხსიერების ბარათი და ისე ჩართეთ. ამის შემდეგ ჩადეთ მეხსიერების ბარათი უკან, შეაერთეთ Mass storage რეჟიმში და წაშალეთ საქაღალდე Fonts, ან ნახეთ და გაასწორეთ შეცდომა.

ავტორი: gio_kiborg

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები






გამოხმაურება

Symbian OS 9.2 ჯერ ეგეთი არაფერია ?
16-07-2010, 15:40:26 | systematic

სონი ერიქსონის მოდელ P1 ლოკალურ ბროუზერში კიტხულობს ქართულ ფონტებს, მაგრამ ოპერა მინი-ში არა.
30-01-2010, 12:30:48 | lasharusieshvili

Mass storage აქ როგორ შევიდე? :( :( :(
25-05-2009, 20:51:46 | myname

ისა ყველა ფონტი შეიცვალა და ეგრე არ მინდა :D
ისე არ შეიძლება რო მარტო ვთქავათ ოპერა მინიში შეიცვალოს? ამ შემთხვევაში მენიუშიც შეიცვალა :(
25-05-2009, 20:19:21 | myname

გამარჯობათ! როცა ფონტები დავაკოპირე resource ში, data transfer იტ აღარ შევიდა. მერე გადავტვირტე და ამოვშალე ისევ და ეხლა PC suit ვეღარ შევდივარ, იქნებ დამეხმაროთ
08-03-2009, 22:45:59 | xramoi

გმადლობთ მაგრამ ეგ უკვ ეგაკეთებული მაქ სჰემიდზლია ემულატორი მოგაცოდოტ რომელისაც სჰეულია რა ენაც არუნდ ადააკენოტ მაინც ქარტულზე იქნე ბა ერტი ნაკლიაქ სმს ვერ დაცერტ
ცალკე ტრანსლიატორი მოკვება ტან ეს კველაფერი PYტHONI ენაზეა დაცერილი
18-12-2008, 01:51:54 | BututaS


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.