ექსკურსი შორეულ 1991 - 1992 წლებში. ამ 35 წუთიან ვიდეოში სთივ ჯობსი (Steve Jobs) წარმოგვიდგენს NeXTSTEP Release 3 ობიექტზე ორიენტირებულ ოპერაციულ სისტემას, მისი რევოლუციური სამომხმარებლო გარსით, პროგრამული უზრუნველყოფით, ქსელური შესაძლებლობებითა და პოტენციალით, როგორც პროგრამულ/აპარატული პლატფორმა პროგრამისტისთვის.
NeXTSTEP, 1991 - 1992 წლები
ხომ არ გეცნობათ? ბევრი პროგრამა თუ შესაძლებლობა ხაზგასმული ამ ვიდეოში (როგორც განვითარარებული საფოსტო კლიენტი, სერვისების მინიუ, დოკი, Sidebar და სხვა) უკვე Macintosh OS X-ისა და ის რაც გამორჩეული და ინოვაციური იყო
გაიცანით, Windows 3.0, 1990
რეკლამა, Windows 3.1, 1993
NeXT როგორც ოპერაციულმა სისტემამ და აპარატულმა პლატფორმამ იცხოვრა მოკლე ცხოვრება, მაგრამ დაგვიტოვა ღირსეული დანატოვარი:
- NeXTcube იყო გამოყენებული 1991 წელს ტიმ ბერნერს-ლის (Tim Berners-Lee) მიერ, როდესაც მან შექმნა პირველი ვებ ბროუზერი და ვებ სერვერი. დასაწყისი იმისა, რასაც დღეს ყველა ვიცნობთ და ვიყენებთ მსოფლიო ქსელის (World Wide Web) სახით.
- 90-იანი წლების დასაწყისში ჯონ კარმაკმა (John Carmack) გამოიყენა NeXTcube პირველი 3D თამაშების შესაქმნელად: Wolfenstein 3D და Doom. პირველი მასიური FPS. რევოლუციური თამაშები იმ დროისთვის, როდესაც მომხმარებელთა უმრავლესობა დოსის შავ ეკრანს ვერ სცილდებოდა და ვიდეოს დამუშავება ჯერკიდევ მთლიანად პროცესორს აწვა. ზუსტად ეს და მათი მსგავსი თამაშები გახდა ვიდეო აქსელერაციის ფენომენის გაჩენისა და განვითარების მიზეზი.
- 1987 წელს კომპანიამ NeXT Computer, Adobe-სთან ერთად შექმნა Display PostScript (DPS), გამოსახულებების წარმოდგენის მოდელი და ენა, გრაფიკული ფანჯრების ძრავა, რომელიც სრულად იყენებდა NeXT-ის ობიექტზე ორიენტირებული ოპერაციული სისტემის შესაძლებლობებს.
NeXTcube პერსონალური კომპიუტერი, NeXTSTEP სისტემით
რა კავშირი აქვს სთივ ჯობსს NeXT Computer-სთან და ვიდეოში რატომ ამცირებს Apple Computer-ის თანადამაარსებელი, კომპანიის უმთავრესი ქმნილების, Mac-ის ფასს? თანამშრომლების მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული სკანდალისა და Apple-ის გენერალურ დირექტორთან, ჯონ სქალისთან (John Sculley) ინტერესების კომფლიქტის შემდეგ, 1985 წელს სთივი იძულებული გახდა დაეტოვებინა კომპანია. ამის შემდეგ მან დააარსა NeXT, სადაც ქმნიდა კომპიუტერულ პლატფორმას საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორისთვის. ამიტომ არის რომ სთივ ჯობსი წარმოგვიდგენს NeXT-ს და არა Macintosh-ს, რაც გეთანხმებით უჩვეულოა :-) 1997 წელს Apple-მა გამოისყიდა NeXT და ჯობსი დაბრუნდა კომპანიაში, უკვე როგორც გენერალური დირექტორი და დე-ფაქტო კომპანიის სახე.
თუ დაინტერესდით, გირჩევდით უყუროთ მხატვრულ ფილმს:
Pirates of Silicon Valley (1999)
სტატიის ავტორი: gearge