მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ინფორმაციის დამალვის ხელოვნება

მათ ვისაც ხშირი ურთიეთობა აქვს კომპიუტერთან, ყოველთვის უჩნდება ასეთი კითხვა - როგორ/სად დავმალო ფაილი? ეს სტატია სწორედ ამ საკითხს ეხება, ანუ როგორ დავმალოთ და დავიცვათ პირადი ინფორმაცია ყოველგვარი სპეც პროგრამებისა და პირადი დაცვის აყვანის გარეშე :-) ამ საქმისთვის უამრავი მარტივი თუ რთული საშუალება არსებობს, მაგალითად მარტივია ეს: აიღეთ ფაილი და გადააკოპირეთ საქაღალდეში C:\Windows\System32 კაციშვილი ვერ იპოვის მას (ვერც ქალიშვილი :-) თუ რა თქმა უნდა ძალიან კარგად არ ერკვევა Windows-ის შემადგენელ ფაილებში და კომპონენტებში. ჩვენ ამ სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ რამოდენიმე მეთოდს, რომლებიც უფრო მარტივია მოქმედებაში და დიდ თავისმტვრევას არ მოითხოვს (თუმცა ასეთი მეთოდით დამალული ფაილების მოძიება არც თუ ისე ადვილია!)
 
მეთოდი I
პირველ რიგში განვიხილოთ კომპინფო-ს მეოთხე ბეჭდვით ჟურნალში დაწერილი სტატია "როგორ დავმალოთ ფაილი სხვისი თვალისგან" ამ მეთოდს ისევე წავრმართავ როგორც ჟურნალში ეწერა და გამოვიყენებ რამოდენიმე ადგილს ციტატის სახით.
"მაშ ასე წარმოიდგინეთ გაქვთ რაიმე დოკუმენტი, რომელშიც წერია თუ როგორ შეიძლება არბენინო სირაქლემა სპილოს ირგვლივ და ამასობაში გამოყოფილი ენერგია როგორ შეიძლება მოახმარო საქართველოს დაღუპულ ენერგო რესურსებს" (არ დაგავიწყდეთ სტატია 2004 წელშია დაწერილი :-) წარმოიდგინეთ? ძალიან კარგი მაშინ ავიღოთ ეს დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია Secret_of_Straus.doc და დავაარქივოთ რაიმე პროგრამით, მაგ: Winrar
სასურველი იქნება ამ არქივს თუ დავადებთ პაროლს თან რაც შეიძლება რთულს რათა ადვილად არ მოხდეს სხვადასხვა პროგრამებით მისი პაროლის "გამოანგარიშება". "მაშ , ასე ასეთი სახით მიღებულ ფაილს გადავარქვათ სახელი მაგალითად Comcat32.dll. ფაილი რა თქმა უნდა, სისტემურ სახეს მიიღებს, ახლა უფრო ნაკლებ ადამიანს თუ მოუვა თავში მისი გახსნა" შემდეგ აიღეთ ეს ფაილი და ჩააგდეთ C:\Windows\System32-ში "თუ დააკვირდებით ამ პაპკაში ისედაც არსებობს ფაილი Comcat.dll. ასევე თუ დააკვირდებით პაპკაში არსებობს აურაცხელი ფაილები. როგორ ფიქრობთ, რამდენ ადამიანს მოუვა აზრად, ეძებოს შეკიმშული, დაპაროლებული ფაილი, სისტემურ დირექტორიაში, თანაც რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იქვე არსებულ ერთ-ერთ ფაილს?
როგორც ვთქვით ეს მეთოდი თითქმის კომპინფოდან ამოღებული ციტატებით არის დაწერილი, უბრალოდ გავახსენეთ მკითხველებს ეს მეთოდი, ახლა კი შემდეგ მეთოდზე გადავიდეთ!
მეთოდი II
მეორე მეთოდის პრინციპიც იგივეა, თუმცა ბევრად წინ წასული, რადგან აქ უკვე სურათში ვმალავთ ჩვენს დოკუმენტ(ებ)ს :-) მოკლედ გვჭირდება რაიმე სურათი და რაიმე დასამალი დოკუმენტი, მაგალითად ასე:

ახლა დავაარქივოთ დოკუმენტი Winrar-ის მეშვეობით, შემდეგ გავხსნათ CMD და მისი მეშვეობით გადავიდეთ იმ საქაღალდეში სადაც ეს ფაილებია მოთავსებული, ჩემი დოკუმენტები არის მოთავსებული D დისკზე შესაბამისად გადავალ D-ზე და შემდეგ საქაღალდეში რომელსაც პირობითად დავარქვი Hide. ახლა კი ბრძანების ხაზში ავკრიფოდ შემდეგი ბრძანება Copy /b Picture.jpg+Compinfo.rar Picture2.jpg შემდეგ დავაწვეთ  Enter-ს

საბოლოო ჯამში მივიღებთ ასეთ შედეგს:

  როგორც ხედავთ საქაღალდეში გაჩნდა კიდევ ერთი სურათი Picture2.jpg თუ მას სტანდარტულად ორჯერ დააკლიკავთ მიიღებთ სურათს:

მაგრამ თუ დააწვებით მარჯვენა ღილაკს და კონტექსტურ მენუში მიუთითებთ Open With -> Winrar

მივიღებთ ასეთ შედეგს:

დიახ ეს სწორედ ის დოკუმენტია ჩვენ რომ დავაარქივეთ :-) შესაბამისად კიდევ ერთი მეთოდიც განვიხილეთ!

მეთოდი III

ეს მეთოდი წინა ორთან შედარებით უფრო წინწასულია და მეტ მუშაობასაც მოითხოვს, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული თუ ვთქვათ სადმე მიდიხართ დასასვენებლად და არ გინდათ, რომ თქვენი ინფორმაცია ნახოს იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია რომელიმე კონკრეტულ Partition-ზეა განთავსებული... მაგალითად მე ჩემს ერთერთ Partition-ზე მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც არ მინდა, რომ ვინმეს შემთხვევით შემოეფორმატოს ან რომელიმე ვირუსის მსხვერპლი გახდეს ჩემს არ ყოფნაში, ამიტომ განვიხილავ მაგალითს ჩემს თავზე:

როგოც სურათზე ჩანს, მე მაქვს 4 Partition-ი ესენი არის С, D, E და F აქედან მე მინდა დავმალო F დიისკი რათა არ მოხდეს მისი წაშლა ან ინფორმაციის გადაწერა. რა ვქნა? არის ერთი ძალიან კარგი მეთოდი ამისათვის, საერთოდ დავმალავ ამ Partition-ს, მას ვერავინ დაინახავს, შესაბამისად არავის და არაფერს წვდომა არ ექნება მასზე.. კარგი, მოდით მივხედოთ საქმეს გახსენით Start -> Run ჩაწერეთ შიგნით diskpart და შევუდგეთ მუშაობას :-)

ამ პატარა უტილიტას ძალიან ბევრი სამუშაოს შესრულება შეუძლია, მაგ: დისკების ფორმატირება, დისკების წაშლა, სახელების შეცვლა, გადაკონვერტირება სხვადსხვა ფაილურ სისტემაში და ა.შ, მაგრამ აქ ჩვენ ამ უტილიტას არ განვიხილავთ თუ დაგაინტერესად შეგიძლიათ აკრიფოთ Help და ჩამოგიწერთ ყველა შესაძლო ბრძანებას... ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ე.წ. Drive Letter-ის წაშლა (ანუ ჩემს შემთხვევაში F:-ის). მოკლედ აკრიფეთ ბრძანება List Volume რათა მოხდეს ყველა ჩვენი Drive-ის ეკრანზე გამოტანა, როგორც სურათზეა:

ახლა მე მჭირდება მეხუთე Volume-ს გაქრობა შესაბამისად მოვნიშნოთ ბრძანებით Select Volume 5 ამბრძანების ქვემოთ უნდა დაგიწეროთ შეტყობინება „Volume 5 is the selected volume” ახლა გვჭირდება ბრძანება Remove letter F

ამ ბრძანების შემდეგ უტილიტა გამოგიტანთ შეტყობინებას „Diskpart successfully removed the drive letter or mount point” რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი F დისკი წარმატებულად გაქრა My Computer-დან

როგორც სურათზე ჩანს ჩვენი F დისკი მართლაც გაქრა, თუ ჩვენი F დისკის უკან დაბრუნება მოგვინდება გახსენით ისევ Diskpart-ი ჩაწერეთ ბრძანება Select volume 5, შემდეგ კი აკრიფეთ ბრძანება assign letter F

ამის შემდეგ თქვენი Partition კვლავ დაუბრუნდება მშობლიურ My Computer-ს :-)

ე მგონი ეს მეთოდიც შევისწავლეთ...  სურვილის შემთხვევაში თქვენის მხრიდან, შესაძლებელია ამ უტილიტის (Diskpart) სრული განხილვის დაწერა სტატიის სახით, რაშიც მხოლოდ თქვენი დასტურია საჭირო....

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 4
შეფასება: 1.5



გამოხმაურება

ნამდვილად საჭირო რჩევები გაქვთ მოცემული.
12-07-2011, 11:38:22 | marinetalaxaZe

დისკპარტით როგორ უნდა პარტიშენების შექმნა ვცადე მაგრამ არ გამომივიდა:(
21-04-2011, 13:02:25 | ulysses

კარგი იქნებოდა diskpart ის სრული განხილვა დაგედოთ ძალიან მადლობელი დაგრჩებოდით.
21-04-2011, 12:52:03 | ulysses

რო შემდეგში იგივე არ დაგემართოს ამისთვის არსებობს virtual machine, ისარგებლეთ მაგით ჯერ მანდ გააკეთეთ მერე ნამდვილ ცომპში:)
21-04-2011, 12:48:22 | ulysses

მეორე მეთოდი გავაკეთე, ანალოგიური სურათი გააკეთა, რომელიც იხსნება jpg ფორმატში, მაგრამ winrar-ის ფორმატში მეუბნება რომ არასწორი ფორმატია ან არქივი დაზიანებულიაო და არ ხსნის. კომპიუტერზე მიყენია ვისტა sp-2 64 ბიტიანი. როგორ მოვიქცე?
10-04-2011, 14:20:38 | Giorgi Gogichaishvili

ყველაფერი კარგია, მარა მე ძირითადად მაინც ამ მეთოდს ვიყენებ tools > folder oftions... > view > show hidden files ან don't show hidden files და პრობლემაც გადაჭრილია :). უბრალოდ არ უნდა დავივიწყოთ, რომ folder-ის properties - ში უნდა მივუთითოთ რომ დაიმალოს ფაილი და რაც მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს "რა ადგილას" დაიმალა საქაღალდე! ;)
30-01-2011, 21:32:36 | zeon_d

diskpart <<<<<<<< ზალიან მგარ რამ არის. თუ ამისთვის ცალკე გაკეთებთ სტატიას კარგი იქნება. წინასწარ მადლობა
21-12-2010, 00:23:31 | archilber

დ დისკი გავაქრე და როგორ გავაჩინო მითხარით რაააა
25-10-2010, 18:27:50 | iakob papelishvili

დ დისკი გავაქრე და როგორ გავაჩინო მითხარით რაააა
25-10-2010, 18:27:47 | iakob papelishvili

წავშალე და ვერ ვაჩენ დისკს არა და ყველაფერი სწორად გავაკეტე .

პ.ს ჰელფ
26-07-2010, 21:07:37 | v.o.l.i.n.a


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.