COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » პროგრამირება » თვლის თექვსმეტობითი სისტემა

http://www.compinfo.ge/index.php?type=review&area=1&p=articles&id=102


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » პროგრამირება
თვლის თექვსმეტობითი სისტემა

თვლის თექვსმეტობით სისტემასაც თითქმის იგივე დანიშნულება აქვს რაც 8-ობითს. 16-ობით სისტემაში გვაქვს 16 ციფრი, ესენია:

0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, A, B, C, D, E, F.

    ე.ი 9-ის შემდეგ ციფრები აღნიშნეს ანბანის ასოებით. (ასეა, თუ მოიწადინებ, ყველაფერს შესძლებ :-) ).

    16-ობითი რიცხვებია მაგალითად:

0AF45, 768C, FFFFF, AB50.

    გარდაქმნის წესები იგივეა რაც 2-ობით სისტემაში, ოღონდ აქ ფუძე იქნება 16, ხოლო წონა 16n , სადაც n არის ციფრის პოზიცია 16-ობით რიცხვში, გაყოფაც ხდება 16-ზე.

    ახლა, როგორ წარმოვადგინოთ ორობითი რიცხვი 16-ობით თვლის სისტემაში; მოვიქცეთ ისე როგორც 8-ობითში ოღონდ აქ დაჯგუფება ხდება ოთხ-ოთხად და გამოიყენება შესაბამისობის შემდეგი ცხრილი:

ორობითი     თექვსმეტობითი
0000     0
0001     1
0010     2
0011     3
0100     4
0101     5
0110     6
0111     7
1000     8
1001     9
1010     A
1011     B
1100     C
1101     D
1110     E
1111     F

ე.ი. სულ თექვსმეტი ციფრი

    აქაც დაჯგუფება ხდება მარჯვნიდან მარცხნივ. მაგალითად,

011110002 = 7816,
11012 = D16,
1000101111112 = 8BF16,

    თუ ოთხად დაჯგუფება არ ხერხდება, მაშინ მარცხნიდან ეწერება 0-ები, ისევე როგორც გვქონდა რვაობითში, მაგალითად,

0112=00112=316,
ან
1011102=001011102=2E16.

    როგორც ვხედავთ 8-ობით და 16-ობით სისტემებში ორობითი რიცხვების წარმოდგენა აშკარად მოკლდება.

რაც დამავიწყდა მეთქვა:

    ერთი სისტემიდან მეორეში გადასვლისას მოსახერხებელია გარდაქმნა მოხდეს ორობითი სისტემის გავლით ე.ი.

8 --> 2 --> 10
16 --> 2 --> 10
8 --> 2 --> 16

    თუ საქმე გვაქვს წილადებთან და დაჯგუფება არ ხერხდება მაშინ აქაც უნდა მივუწეროთ ნულები ოღონდ ამ შემთხვევაში მარჯვნიდან (ლაპარაკია მძიმის შემდეგ ციფრებზე). ეს იმას ნიშნავს რომ დაჯგუფება წილადური ნაწილის შემთხვევაში ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. მაგ. 0,01112 რომ გადავიყვანოთ რვაობითში უნდა მივუწეროთ კიდევ 2 ნული მარჯვნიდან, გვექნება 0,0111002, ახლა თუ მძიმის შემდეგ ნაწილს დავაჯგუფებთ (0112=38 და 1002=48) მივიღებთ

0,011100 2 =0,34 8 .

იგივე წესი სამართლიანია 16-ობით რიცხვების შემთხვევაშიც.

    პრინციპში სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა თვლის სისტემების შესახებ. შეიძლება ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ჩანდა ცოტა გაზვიადებული, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად ისეთ ამოცანებთან გვაქვს საქმე რომ საკმარისია ერთხელ გავიგოთ გარდაქმნის ძირითადი პრინციპები და შემდგომ, როგორც ჩვენში იტყვიან ყველაფერი მიდის წყალივით.

რეზიუმე

. . .

  

ავტორი: გიორგი ბაწაშვილი (G3B)

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




ბმულები შესაბამის თემაზე




გამოხმაურება

იქნებ ისე მოახერხოს ვინმემ რომ სტატიები გაკვეთილების სირთულისა და დონეების მიხადვით დაალაგოს, მაშინ ყველასათვის გასაგები იქნება
10-08-2011, 16:57:59 | tedo125

იქნებ ისე მოახერხოს ვინმემ რომ სტატიები გაკვეთილების სირთულისა და დონეების მიხადვით დაალაგოს, მაშინ ყველასათვის გასაგები იქნება
10-08-2011, 16:57:59 | tedo125

იქნებ ისე მოახერხოს ვინმემ რომ სტატიები გაკვეთილების სირთულისა და დონეების მიხადვით დაალაგოს, მაშინ ყველასათვის გასაგები იქნება
10-08-2011, 16:57:58 | tedo125

მე პროგრამაც კი დავწერე, რომლოს საშუალებითაც, არა მარტო 16,8,2-ობითში გადაიყვან, არამედ 2-დან 16-ის ჩათვლით ნებისმიერში (მართალია საჭირო არაა, მაგრამ 7-ობითი სისტემაც საინტერესოა), ამ პროგით შესაძლებელია იმუშავო დიდ რიცხვებთან! სახელად CSN ჰქვია (ეს მხოლოდ აბრევიატურაა, სრული სახელის დაწერა მეზარება
15-07-2010, 03:47:27 | George Gzirishvili

ძალიან საინტერესოა მაგრამ არც ორობითი თვლის სისტემა ვიცი და არც რვაობითი თან ესეთი თვლა რაში გამოიყენება ეგაც არ ვიცი
26-02-2010, 03:46:45 | fashisti

აღდგენილია სტატიის საწყისი ვარიანტი
07-02-2010, 14:29:46 | G3B


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.