COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ნოუთბუქები » ბუკი - ისწავლე ხალისით!

http://www.compinfo.ge/index.php?type=review&area=1&p=articles&id=107


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » ნოუთბუქები
ბუკი - ისწავლე ხალისით!
ანუ Intel Classmate PC ყველა პირველკლასელს

(ექსკლუზივი კომპინფოზე - ახალი Intel Classmate PC-ს ძირეულ ტესტირებასა და მიმოხილვას ვერცერთ საიტზე ვერ მიაგნებთ. არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც :) ასე რომ, საკმაოდ საინტერესო სტატია გელოდებათ).

როდესაც სკოლაში მივდიოდი, 1996 წელს, ოცნება იმაზე, რომ სკოლაში კომპიუტერს გვაჩუქებდნენ პირველკლასელებს, თავისთავად, შეუძლებელი იყო. იმავე ოცნებას ახდენა არ ეწერა არც 2000 წელს და არც თუნდაც 5 წლის შემდეგ, 2005 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში პენტიუმების თაობიდან კომპ. ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა Core-მდე და ლეპტოპებიც უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, 2008-2009 წლამდე ქართველ ბავშვებს ლეპტოპებს სკოლაში არავინ ჩუქნიდა :) პირველი ეტაპი ამ პერიოდში ASUS EeePC იყო, ერთ-ერთი პირველი 7"-იანი თაობის ნეტბუქი, რომლებსაც განათლების სამინისტრო ფრიადოსან მოსწავლეებს ჩუქნიდა დამამთავრებელ კლასებში. 2010 წელს კი მივედით იქამდე, რომ შესაძლებელი გახდა მიგვეცა ყველა პირველკლასელისთვის ის, რაზეც ოცნებას ჩვენ ვერც კი გავბედავდით.


Intel Classmate PC E10IS2 და ალბათ ერთ-ერთი
უბედნიერესი პირველკლასელი (წყარო: buki.ge)

მოკლედ, 2010 წლის დასაწყისში განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებიის სააგენტოში (esida.ge) გაჩნდა იდეა, რომ პირველკლასელი მოსწავლეებისთვის საჩუქრად გადაეცათ ნეტბუქები. ეს, ცხადია, გულისხმობდა სასწავლო პროცესის ახალი ტიპის დანერგვას სკოლებში და მხოლოდ კომპების დარიგებით არ შემოიფარგლებოდა. ნეტბუქების ამბავი ფართო მასებისთვის ცნობილი 2010 წლის 6 აპრილს, ქუთაისში მთავრობის გასვლით სხდომაზე გახდა, როდესაც პრეზიდენტმა ახალი იდეისა და ნეტბუქის პრეზენტაცია გააკეთა. წარმოდგენილი კომპი XO OLPC იყო, 1.0 ან 1.5 რევიზიის (ამის შესახებ ჩვენს ფორუმზეც იყო გახსნილი შესაბამისი თემა).


XO OLPC 2010 წლის 6 აპრილს, პრეზენტაციაზე

თუმცა, შემდგომ XO OLPC-ს იდეა უარყოფილი იქნა Intel Classmate PC-ს სასარგებლოდ, რამდენიმე მიზეზის გამო. მათ შორის - Classmate PC როგორც აპარატურის, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ გაცილებით სჯობს OLPC-ს; OLPC ძირითადად აფრიკის კონტინეტსაა მორგებული, Classmate PC კი "ინტერნეშენელია" :) ამ ყველაფერთან ერთად, ორივე ნეტბუქი სახელმწიფოს დაახლოებით ერთნაირი ფასი უჯდებოდა. შესაბამისად, არჩევანი Intel Classmate PC-ს სასარგებლოდ გაკეთდა და სავსებით სწორადაც.

პროექტის აპრობაცია 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში  ნეტბუქები დაურიგდათ  ბათუმის, ზუგდიდის, წეროვანის, მესტიის ყველა სკოლის პირველკლასელს და  ქუთაისისა და თბილისის რამდენიმე სკოლის პირველკლასელს. პირველი მოდელი E10IS2 იყო (იხ. პირველი სურათი ზემოთ). აპრობაციამ წარმატებით ჩაიარა და შესაბამისად, 1 წლის შემდეგ, 2011 წლის სექტემბრიდან უკვე საქართველოს ყველა სკოლის ყველა პირველკლასელს საჩუქრად ნეტბუქი გადაეცემა, ამჯერად უკვე განახლებული მოდელი - Intel Classmate PC E11IS2.


Intel Classmate PC E11IS2

"თანამედროვე საბავშვო კომპიუტერში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები უცხო ენაში, ქართულში, მათემატიკასა და ლოგიკაში, აგრეთვე, იქნება სხვა კლასგარეშე სახელმძღვანელოებიც და სასწავლო-შემეცნებითი თამაშები. ნეტბუქში ჩატვირთული იქნება სრულფასოვანი ოპერაციული სისტემა მოსწავლეებს გარდა შეთავაზებული პროდუქციისა შესაძლებლობა ექნებათ თვითონაც ჩატვირთონ მასში პროგრამები, თამაშები და სახელმძღვანელოები. ნეტბუქებს აქვთ უკაბელო ინტერნეტის ფუნქცია და მოსწავლეებს სკოლაში უფასოდ შეეძლებათ ინტერნეტით სარგებლობა." - buki.ge

ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს თბილისში ქარხნის მშენებლობა დასრულდება, სადაც ჩვენი ბაზრისთვის განკუთვნილი "ბუკები" აიწყობა (ანუ ნაწილები ჩამოვა და აქ ააწყობენ). ქარხანაში დაახლოებით 60-70 ადამიანი იმუშავებს და სექტემბერში დარიგებული ნეტბუქების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქარხანაში იქნება დაკომპლექტებული.

ნეტბუქებთან პირველი შეხება აპრილის დასაწყისში მქონდა, მაშინ, როდესაც საატესტატო გამოცდების აპრობაციისთვის მიმდინარეობდა მზადება (მე-12 კლასელების საატესტატო გამოცდები სწორედ "ბუკებზე" ტარდება. აღნიშნული გამოცდები ამ დღეებში მიმდინარეობს). ინტერესი ძალიან დიდი იყო; ასეთივე აღმოჩნდა პირველი ნახვისას გამოწვეული შეგრძნებებიც - ხელში სრულყოფილი ნეტბუქი მეჭირა, რომელიც რამდენიმე თვეში ერთ-ერთი პირველკლასელის საკუთრება გახდებოდა. ალბათ არაა გასაკვირი, რომ ნეტბუქის ტესტირებისთვის ის ღამე გავათენე :)

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



სურათები თემაზე

თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე



გამოხმაურება

არანაირი წამალი არ სჭირდება.ბუკს უკან აწერია სარეგისტრაციო ნომერი და ის შეიყვანე ! მეორე სარეგისტრაციო ნომერიც მოყვება კომპლექტში math-ისთვის.
სამინისტროს IT სეციალისტი;გაგა გუგავა
03-08-2011, 23:54:41 | ga11ga11

ყურადღება, კითხვა:

რათ უნდა პირველ კლასელს ნოუთბუქი? თუგინდ მე-4 ან მე-6 კლასელს?! რას ისწავლიან მაგ ნოუთბუქით, რაც სარგებელს მოუტანთ მომავალში? ორიოდე წონიანი ("ატომური წონის" მხრივ - (C) domen) არგუმენტი საკმარისი იქნება!

გმადლობთ.
05-06-2011, 16:12:39 | gearge

კარგია
03-06-2011, 11:05:03 | nick_el_son


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.