მაშ ასე როგორც იყო ნათქვამი 9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით თბილისში პირველად ჩატარდება კომპანია intel-ის დღეები თბილისში. ღონისძიებას მხარდაჭერა გაუწია საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ და ქალაქის ადმინისტრაციამ ასე წერია ოფიციალურ პრეს რელიზში.
მოკლედ, რომ ვთქვათ კომპანია intel-ი 9 მარტიდან თბილისში ატარებს ღონისძიებას ”intel-ის ტექნოლოგიების დღეები”. ეს სიამოვნება გაგრძელდება 1 კვირა, ანუ 16 მარტამდე. ”intel-ის ტექნოლოგიების დღეები” ჩაივლის კომპანია MaXTop-ის მონაწილეობით, რომელიც 2005 წლიდან არის კომპანია Intel-ის Premier Provider-ის სტატუსის მფლობელი.
intel-ის დღეებში არის გათვალისწინებული სპეციალიზირებული სემინარების სერია, intel-ის ცოდნის დღეები და intel-ის დემო დღეები.
მოკლედ ყველაფერ ამაზე ჩვენ ადრეც ვწერდით, მაგრამ გვინდა ვადები და ღონისძიების ჩატარების გრაფიკი. მაშ ასე მიიღე საჭირო ინფო.
პროგრამა ”intel-ის ტექნოლოგიების დღეები” გაიხსნება 9 მარტს და ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ). კომპიუტერული ცოდნის დღეები გაგრძელდება 11 მარტამდე. გახსნაზე ალბათ ბევრს არ შეუშვებენ, იმიტომ რომ როგორც წესი გამოვა სიტყვით განათლების მინისტრი (კახა ლომაია), უნივერსიტეტის რექტორი (რუსუდან ლორთქიფანიძე), კომპანია Intel-ის ტოპ მენეჯერი Maurits Tichelman, დისტრიბუტორული ქსელის დირექტორი Jim Noble და ნოუთბუქების პლათფორმის მწარმოებელთა განყოფილების დირექტორი Brian Forbes-სი. გასაგებია, რომ დაცვა გაძლიერებული იქნებ,ა ვნახოთ პირველ დღე რა გამოვა, ყველა ამ გახსნაზე აშკარად ვერ მოხვდება :-(
9-11 მარტი - ამ დღეებში კომპანია Intel-ი უნივერსიტეტის სტუდენტებს და მასწავლებლებს წარმოუდგენს კომპანია MaXTop-ის ლეპტოპებს, რომლებიც დამზადებულია Intel® Centrino™ პლატფორმაზე. ასევე წარმოდგენილი იქნება სამაგიდო სისტემები იგივე მწარმოებლისგან Intel® Pentium® 4-ის ბაზაზე Hyper-Threading-ის გამოყენებით. როგორც ვიცით საქართველოში კომპანია MaXTop-მა პირველმა აითვისა ქართული ნოუთბუქების გამოშვების ტექნოლოგია.
მოკლედ ამ დღეების კულმინაცია იქნება უნივერსიტეტში კომპანია MaXTop-ის მიერ ახალი ჰოტ-სპოტ წერტილის გახსნა. ვინც ვერ ხვდება შეგახსენებთ ეს არის Wi-Fi ტექნოლოგიაზე დამყარებული რადიო ქსელები, საკმარისია უნივერსიტეტში მოხვდეთ და თუ თქვენს კომპს გააჩნია Wi-Fi ადაპტერი თქვენ ინტერნეტში ხართ უფასოდ! როგორც ხვდებით მთავარი აქცენტი Intel® Centrino™ პლატფორმაზეა გადატანილი.
მოკლედ წესით დასწრება ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომი, რეალურად რა მოხდება ადგილზე გავიგებთ.
10 მარტი - კომპანია Intel-ი მოაწყობს სემინარებს საცალო ვაჭრობის კომპანიებისთვის. ამ ღონისძიებაში მიიღებენს მონაწილეობას თბილისის 15 IT-კომპანიის 60 წარმომადგენელი, ჩვენ ალბათ ამ სიაში არ შევდივართ :-(
მოკლედ კომპანიის წარმომადგენლები გაეცნობიან კომპანია Intel-ის ახალ ტექნოლოგიებს და მიღწევებს, გაეცნობიან კლიენტთან ურთიერთობის ახალ მეთოდებს, იმედია ეს მომავალში ჩვენც გამოგვადგება. კლიენტები ხომ ჩვენ ვართ :-)
12 მარტი - თბილისის სასტუმრო სიმპატიაში ჩატარდება სემინარი ქართული კომპანიის ხელმძღვანელებისთვის სადაც კომპანია Intel-ი გააცნობს კომპანიის პარტნიორებს მომხმარებელთან მუშაობის ახალ მეთოდებს. ასევე წარმოდგენილი იქნება კომპანია MaXTop-ის ახალი ნოუთბუქები, დაუზუსტებელი ინფორმაციით საუბარია Sonoma-ს პლატფორმაზე.
იგივე 12 მარტს თბილისში შარდენის ქუჩაზე მოხდება კიდევ ერთი ახალი ჰოტ-სპოტ წერტილის გახსნა, რომელიც ორგანიზებული იქნება კომპანია MaXTop-ისა და ინტერნეტ პროვაიდერ Telnet-ის ძალებით. გახსნაზე დასწრება თავისუფალია, თავდაპირველი პრესრელიზით იგეგმებოდა ტელეხიდის მოწყობა სხვადასხვა ქვეყნებთან. სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა მიიღოს პირდაპირი რჩევები კომაპნია Intel-ის წამყვანი სპეციალისტებისგან. ეს ყველაფერი ტელეხიდის მეშვეობით, რომელიც გაკეთებული იქნება კომპიუტერებისა და Wi-Fi ტექნოლოგიების გამოყენებით. რამდენად ზუსტად იქნება დაცული მიმდევრობა ნამდვილად არ ვიცით.
12-16 მარტი - კომპანია MaxTop-ის ხელშეწყობით ჩატარდება Intel-ის დემო დღეები. ამ დღეებში კომაპნია MaxTop-ის, მაღაზია სალონებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა პირადად გაეცნოს ახალ ტექნოლოგიებს, იქნება შესაძლებელი კონკრეტულ მაგალითებზე შეისწავლოთ ახალი ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპები, ასევე წარმოდგენილი იქნება Wi-Fi ქსელების პრივილეგიები და რეალური მუშაობის შესაძლებლობები. მომხმარებელი გაეცნობა Intel Centrino-ს ბაზაზე მომუშავე კომპიუტერების შესაძლებლობებს. ყველა პიროვნება ვინც ამ დღეებში გადაწყვეტს კომპანია MaxTop-ის ლეპტოპის შეძენას, მიითებს დამატებით პრიზებს, ალბათ მეორე ლეპტოპი საჩუქრად არ იქნება :-)
ასევე ყველა ამ სიკეთესთან ერთად კომპანია Intel-ის ინიციატივით იწყება ახალი ეტაპი საქართველოში ”კომპიუტერი ყველასათვის”. ამ ინიციატივაში იგულისხმება, რომ ყველა პოტენციურ მყიდველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს კომპიუტერული ტექნიკა ფასდაკლებით, კერძოდ საუბარი ისევ და ისევ კომპანია MaxTop-ის ლეპტოპზეა.
კომპანია MaxTop-ის და ბანკ ”ინვესტბანკის” ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა კომპ ტექნიკის განვადებით შეძენა, თქვენ ტავიდან კომპიუტერის ღირებულების 10%-ს იხდით ხოლო დანარჩენ 90%-ს ფარავთ 3,5 წლის განმავლობაში, დამეთანხმებით ეს საკმაოდ დიდი ვადაა, რაც ავტომატურად აიოლებს ახალგაზრდებისთვის კომპიუტერული ტექნიკის შეძენას, სამწუხაროდ ხაზს ვუსვავთ მხოლოდ ახალგაზრდებისთვის იმიტომ რომ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სტუდენტებს და ამ პროექტში მონაწილეებს.
ბოლოს დავამატეთ 10 მარტს სასტუმრო კოპოლაში დაუზუსტებელი მონაცემებით იგეგმება ტესტ ტური, არ ვიცით აქ რა იგულისხმება და ასევე ჩატარდება რაიმე ღონისძიება თუ არა.
მოკლედ ყველაფერი იცით. ჩვენ ამ დღეებში ყურადღებას მივაქცევთ ამ ღონისძიებებს და ყველაფერს შეგატყობინებთ, მაგრამ კარგი იქნება თუ შენც ეწვევი ამ ღონისძიებებს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც ყველასათვის ღიაა და არაფერ სპეციალურ საბუთებს არ მოითხოვს.