ასე თუ ისე, სწორედ ამ ნოუთბუქით გვიწევს ჩვენს საიტზე შესაბამისი განყოფილების გახსნა. რა თქმა უნდა აქვე განვათავსებთ ჩვენს მიერ ადრე ტესტირებულ რამდენიმე სხვა მოდელსაც, მაგრამ თავიდან ვიწყებთ შედარებით ახალი მოდელით. მაშ ასე ამჯერად ჩვენს ხელში აღმოჩნდა კომპანია HP-ს ნოუთბუქი მოდიფიკაციით 6110. სამწუხაროდ მოდელის ეს ნომერი პრაქტიკულად არაფერს ამბობს, იძლევა საერთო წარმოდგენას, მაგრამ იმის გამო რომ კომპანია HP-ს სჩვევია ერთ მოდელში გააერთიანოს რამდენიმე ვარიაცია ვიღებთ გარკვეულ გაუგებრობას.
როგორც წესი აქ შეიძლება შეგხვდეთ მოდელები მოკრძალებული Celeron M-ით დაწყებული, ხოლო ზღვარი კი არის Pentium m 1.86 -ის ბაზაზე აგებული კომპიუტერი. ძირითადი მახასიათებლები მათ ერთნაირი აქვთ, ისივე როგროც გარეგნული მახასიათებლები, ეს ეხება ქსელს აუდიო ვიდეო მოწყობილობებს, მონიტორს და რა თქმა უნდა HDD-ს, განსხვავებული შეიძლება იყოს მეხსიერება და ოპტიკური მოწყობილობა. რა თქმა უნდა ეს არის საბაზისო მოდიფიკაცია, შეიძლება თქვენს ხელში მოხვდები კონკრეტული მოთხოვნებით დაკვეთილი მოდელი. მოკლედ შესავლიდან გასაგები ხდება რომ მოდელი 6110 აერთიანებს ერთნაირი ტიპის გაფორმებას, ეკრანს და ჩიფსეტს, დანარჩენი კი შეიძლება ან ქარხნის, ან დამკვეთის სურვილის, ან მოთხოვნის მიხედვით სხვადასხვა იყოს. მოკლედ გამოუცდელი მომხმარებელი შეიძლება გემრიელად დააბნიოს სახელმა, შიგთავსმა და ფასების აურაცხელმა დიაპაზონმა.
თუმცა ეს მომხმარებელს არ უნდა აწუხებდეს, წესით გამყიდველმა უნდა შეგარჩევინოთ მოდელი ფასისა და მოთხოვნის მიხედვით, სამწუხაროდ ჩვენთან ეს იშვიათი სიამოვნებაა. ამ გაუგებრობის კომპენსირებაში შეიძლება დაგეხმაროთ მწარმოებლის მეირ შემოთავაზებული დოკუმენტაცია, მაგრამ ხშირად ამ დოკუმენტაციას, მომხმარებელი კომპიუტერის შეძენის შემდეგ ხედავს. უბრალოდ არავის მოსდის თავში მაღაზიაშივე ყველა პარამეტრის აწონ დაწონა, არა და ტყუილა ჩქარობთ ჩათვალეთ თქვენი ცხოვრების 2 წლიან თანამგზავრს ყიდულობთ. 2 წლიანს იმიტომ რომ კლასიკურ შემთხვევაში ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩვენი მობილური მეგობარი უნდა იცვლებოდეს, იმისათვის რომ მოდას და ტექნოლოგიებს არ ჩამორჩეს, ყოველ შემთხვევაში ასე გვასწავლიან ნოუთბუქების მწარმოებლები.
მოკლე აღწერა
ჩვენს ამ სტატიის დაწერისას ხელში ჩაგვივარდა Pentium M 1.73 გიგაჰერციანი პროცესორის ბაზაზე აწყობილი მოდელი, საბაზისო 256 მეგაბაიტი ოპერატიულით და 60 გიგაბაიტიანი ხისტი დისკით.
საქართველოში როგორც წესი მოიპოვება ორი ძირითადი განსხვავების მქონე მოდელები, ერთია 915i-ს ჩიფსეტზე აგებული მოდელი, მეორე კი 910i ჩიფსეტზე აგებული მოდელი, ხშირად მაღაზიებში ნორმალურ ახსნას ვერ მიიღებთ, მაგრამ ძირითადი განმასხვავებელი არის სისტემური სალტე. სუფთა სუბიექტური აზრით მიაჩნია რომ 915-ის ბაზაზე აგებული კომპიუტერი უკეთესია, თუმცა უნდა ითქვას რომ მაღალი სიხშირეების გამო შედარებით მეტ ენერგიას მოიხმარს ეს კი თავისმხრივ უარყოფითად მოქმედებს ავტონომიურ კვებაზე, მაგრამ სერიოზულად თუ განვიხილავთ განსხვავება დროში საკმაოდ მცირეა. სამაგიეროდ ვიღებთ ორ სიტუაციას, 910-ის ჩიფსეტის ბაზაზე შესაძლებელია მეხსიერების ორ რეჟიმში მუშაობა, პირველ შემთხვევაში ეს არის შედარებით ძველი DDR 333, რომელიც მხოლოდ ერთარხიან რეჟიმში იმუშავებს, ან შესაძლებელია DDR II 400-ის გამოყენება, რომელიც უკვე ორარხიან რეჟიმში იმუშავებს, ამას სამწუხაროდ მომხმარებელი ვერ ამოირჩევს, ეს ქარხანაშივე იქნება ამორჩეული და შეგხვდებათ, ან ერთი, ან მეორე ვარიანტი. მოკლედ 915-ის შემთხვევაში სავარაუდოდ მიიღებთ ორარხიან რეჟიმში მომუშავე DDR II 400 მეხსიერებას, პლიუს 400 მეგაჰერციანი სისტემური სალტის მაგივრად გექნებათ 533 მეგაჰერციანი სისტემური სალტე. დავასრულოთ ეს თემა და საბოლოთ ვთქვათ რომ ჩიფსეტებიდან შეიძლება შეგხვდეთ, ან Intel i910GML, ან Intel 915GM.
მიუხედავად იმისა თუ რომელი ჩიფსეტი შეგხვდებათ გარანტირებულად გექნებათ Intel® Graphics Media Accelerator 900-ის ვიდეო სისტემა. ვიცი რომ ბევრი ნებისმიერ ინტეგრირებულ ვიდეო სისტემაც ცალი თვალით უყურებს მაგრამ ვიტყოდი რომ ეს ვიდეო სისტემა ერთერთი იმ გამონაკლის შემთხვევებში შედის როდესაც ინტეგრირებული ვიდეო ზოგჯერ ცალკე არსებულ ვიდეო სისტემას ჯობნის. რა თქმა უნდა ეს გამოთქმა მობილური პლატფორმებისთვისაა მართებული და არაფერი საერთო არ აქვს სამაგიდო სისტემებთან. საერთო ჯამში თუ ძალიან მოინდომებ, უპრობლემოდ შესძლებ Half Life II-ის, ან GTA San Andreas -ის თამაშს. არ დაგავიწყდეთ რომ ვიდეო აქსელერატორი DirectX 9.0 და OpenGL 1.4-ის სრული მხარდაჭერით გამოირჩევა, თან აქვს შესაძლებლობა ოპერატიული მეხსიერებიდან 128 მეგაბაიტამდე ოპერატიული მიირთვას. რა თქმა უნდა ეს საბაზისო 256 მეგაბაიტიან მოდელში გაუმართლებელია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია. არ გესწავლებათ რომ ძირითადად ნოუთბუქები განეკუთვნებიან ეგრეთწოდებულ ბიზნეს კლასს, ად არა Game კლასს, რატომღაც ჩვენთან მოდაში შემოვიდა, თუ ნოუთბუქს ყიდულობ მაინცა და მაინც იაფი უნდა იყოს და შესაძლებელი უნდა იყოს Quaqe III-ის უპრობლემო თამაში. რა თქმა უნდა ასეთი სპეციალური GAME მოდელები გამოდის, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო იაფიან, ან ბიზნეს კლასის მოდელის ნოუთბუქებთან, სხვათაშორის სიტყვას მოყვა და აქვე დავძენ ჩვენი მოდელი nx6110 განეკუთვნება ბიზნეს მოდელს ყველა სახის მოდიფიკაციაში, აქედან გამომდინარე მისი გაფორმებაც საკმაოდ მკაცრია.
გაფორმების მხრივ ვიტყოდი რომ გარეგნულად ნოუთბუქი სასიამოვნო შავი ფერისაა, რაღაცით ხაზს უსვავს თავისი გარეკანით რომ მასთან მიმჯდარი ადამიანი მთელი სერიოზულობით მუშაობს, არ არის გეიმერი და სავარაუდოდ კომპიუტერული ტექნიკის მცოდნე არ არის, სამაგიეროდ თავისი საქმე შესაბამის დონეზე იცის, მოკლედ შავი ფერის შარვალ-კოსტუმიანი მომხმარებლებისთვის ზედგამოწერილია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვებს არ მოუხდებათ nx6110-ის ხაზი, მოკლედ არც სტუდენტის, ან სხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის იქნება დასაწუნი. სამწუხაროდ ნოუთბუქი მხოლოდ კლასიკურ შავ ფერში გამოდის, ასე რომ ვერცხლისფერ, ან თეთრ და წითელ ფერებს შეძენისას არ უნდა ელოდოთ.
თვითონ კორპუსი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. უპრობლემოდ უძლებს უხეშ მოპყრობას და ცხიმიან ხელებს, თუ კორპუსი დაგესვარათ, საკმარისია რბილი ნაჭრით ცოტათი ძლიერად გაწმინდოთ და ვუალია... საწყის მდგომარეობაში ვდრუნდებით.
მოკლედ უხეში წარმოდგენა უკვე შეგექმნათ და დროა სრულ აღწერას შევუდგეთ, ჩვენს ხელთ მოხვდა მოდელი: NX6110 S/N: PY511EA#ACB.
პირველი გვერდი 1 2 3 » ბოლო გვერდი
მჯირდება კომპაქ NX7400 ეკრანი და დამთენი გამომეხმაურეთ რიალურ ფასად შევიდძენ 855181006