მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows Vista - თეორიებიდან რეალობაში
ციკლიდან VISTA

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის რომ ახალი ოპერაციული სისტემა სახელად Windows VISTA ოფიციალურად მოევლინა ამ სამყაროს, ეს მოხდა 2007 წლის 30 იანვარს, მანამდე კი ქსელში გამოპარული იყო არაოფიციალური ვერსიები. დღევანდელ  სტატიაში ვისაუბრებთ ახალი ოპერაციული სისტემების ვერსიებზე და შესაძლებლობებზე.

გარკვეულ წილად ქართველი მომხმარებელი დაიბნა, რადგან მისთვის აქამდე არსებობდა მხოლოდ Windows XP და მთელი კითხვები ამით ამოიწურებოდა. მაგრამ ახალი ოპერაციული სისტემა თავისი მრავალფეროვნებით გვაბნევს. სინამდვილეში იგივე Windows XP-ს საკმაოდ ბევრი სახის გამოდიოდა, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იგი ცნობილი არ იყო. ამიტომ ბევრნაირი ვერსიის გამოჩენა და ამ ვერსიების მრავალფეროვნებამ მცდარი შეხედულება წარმოშვა თითქოსდა ახალი ოპერაციული სისტემა უფრო მრავალი სახით გამოდის. იდეაში XP-სთან შედარებით 1-2 მოდიფიკაცია ახალია ჩამატებული, მაგრამ ძირითადში ყველა ვერსია ძველი XP-ს სტანდარტებს შეესაბამება.

ჯერ ჩამოვთვლი ვერსიებს:
Windows Vista Starter Edition
Windows Vista Home N Edition
Windows Vista Home Basic Edition
Windows Vista Home Premium Edition
Windows Vista Busines N Edition
Windows Vista Busines Edition
Windows Vista Enterprise Edition
Windows Vista Ultimate Edition

ამ ვერსიებიდან ზოგიერთი შეცვლის თითქმის იგივე სახელის მქონე Windows XP-ს ვერსიებს, მაგალითად ჩამატებული ასო N ნიშნავს რომ ვერსია განკუთვნილია ევროპის ქვეყნებისთვის და ამ ვერსიაში არ არის ჩამატებული Windows Media Plaer-ი, თუმცა მსურველს შეუძლია ჩამოქაჩოს და ნებისმიერ დროს დააყენოს. თავიდან ევროპისთვის იგეგმებოდა უფრო შეკვეცილი ვერსიის გამოშვება, კონკრეტულად კი IE 7.0-ის გარეშე, მაგრამ შემდეგ ევრო კომისიას თითქოს და არაფერი მოუმიზეზებია და Microsoft-მაც ყველაფერი უცვლელად დატოვა.

დანარჩენი ვერსიები Starter, Home, Busines და Enterprise პრაქტიკულად უკვე არსებულ შესაბამის ვერსიებს. მაგალითად  Starter ვერსია არის შეკვეცილი აქვს ნომინალური შესაძლებლობები, ასე მაგალითად 3 პროგრამაზე მეტს ერთდროულად ვერ გაუშვებთ ასეთ სისტემაზე, ასევე ამ სისტემაში არ არის რეალიზებული ბევრი VISTA-ს სანაქებო სიახლე. ძირითადად ეს ვერსია განკუთვნილია სასწავლო ცენტრებისთვის, სადაც მომხმარებლები ახლა იწყებენ სისტემის ათვისებას. გარდა ამისა ეს ვერსია განკუთვნილია მცირე შემოსავლიანი ქვეყნებისთვის, ამ ვერსიის ფასი ყველაზე დაბალი იქნება.

შემდეგი ვერსია Home პრაქტიკულად გამოიყენება ყველა სახის კომპიუტერზე სხვათაშორის ერთერთი ვერსია Windows Vista Home Premium Edition უფრო სრულყოფილია ვიდრე Windows Vista Busines Edition. კერძოდ Windows Vista Home Premium Edition განკუთვნილია სახლის მომხმარებლებისთვის რომლებსაც სამუშაოს გარდა უყვართ გართობა, შედეგად ამ ვერსიაში რეალიზებულია თამაშების მხარდაჭერა, ახალი გრაფიკული გარსი და სხვა მრავალი ფუნქცია, რაც მაგალითად იგივე ვიდრე Windows Vista Busines Edition-ში საერთოდ არ არის ჩაყოლებული, იდეაში ეს არის დღეისათვის ცნობილი Windows XP Media Edition-ის შემცვლელი.

Windows Vista Enterprise Edition შეცვლის დღეისათვის თითქმის ყველასთან ინსტალირებულ WIndows XP Proffesional-ს.  აქედან გამომდინარე ამ ვერსიაში რეალიზებულია თითქმის ყველა შესაძლებლობა რაც ახალ ოპერაციულ სისტემას გააჩნია.

მაგრამ გამოდის კიდევ ერთი ვერსია Windows Vista Ultimate Edition, ამ ვერსიის ანალოგი დღემდე არ ყოფილა, ეს არის ყველაზე სრულყოფილი ვერსია, მისი შემადგენლობაში შედის გრაფიკული გარსი, მშობლების კონტროლი, მედია ცენტრი, ფლეშ დისკების ქეშ მეხსიერებად გამოყენების შესაძლებლობა და სხვა მრავალი. თუმცა სრულყოფილება შესაბამის ფასსაც მოითხოვს სრული ვერსია ეღირება 400$-მდე.  ახლა შემდეგ გვერდზე გავეცნოთ ახალი ოპერაციული სისტემების სრულ შესაძლებლობებს.

პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




ბმულები შესაბამის თემაზე




გამოხმაურება

vista-ს directx10 მოყვება??
27-07-2007, 14:34:48 | gogita79i

არ ვიცი, მაინტერესებს რამდენიმე საკითხი მოვიძიო, ერთი კარგი პროგრამისტი მინდა, რომ შევეკითხო, , ბათუმში თუ მოიძებნება პროგრამისტი კარგად რომ იცოდეს ყოველივე ახალი ტექნოლოგიები, ქნებ დამეხმაროთ.
22-07-2007, 19:29:45 | leila

გაუ..! compinfo.ge-s

ამ კითხვას compinfo.ge-ს ადმინისტრაციას უსვამ.
ვიცი არ შეიძლება აქ ადმინისტრაციას დაუსვა შეკითხვა.
ეს კითხვა კონტეაქტში უნდა დამეწერა მაგრამ ერთი პრობლება ბაქვს და რავქნა.
კონტექტში კითხვას compinfos.ge-ს რომ უსვამ პასუხები არ მომდის.
არასოდეს მოსულა.
და რისიბრალია ხომ ვერ მეტყვით?
ფოსტა yahoo.com ზე მაქვს გაკეთებული. ქართულ რომელიმე პოსტაზე ხომ არ გადავიდე ხომ არ გადავიდე?
რას მირჩევთ?
yahoo.com გაფუჭებული ხომ არ არის?
რაღაცეები ძაან მაინტერესებს.


აბა კარგად დრებით.

აბა კარგად დრებით.

აბა კარგად დრებით.

აბა კარგად დრებით.
13-07-2007, 01:03:47 | khakikrack

გაუ..!
ja_ja
როგორ ხარ?

მხეცი მონაცემებიაო რო დაწერეო მაინტერესებს 512 ჩქარა იმუშავებს??????? მემგონი არა.
ისე მე ვიდეოკარტა 128 ოპერატიული 512-ი პროცესორი INTEL P4 2.6 მაქვს.
და ვისტა რო დავაინსტალირე მაგრა ნელა მუშაუბდა. Movie Maker საერთუდ ვერ ჩავრთე. მიwერდა 256 მაიც უნდა უპერატიულიო ისე არ ჩაგირთავო.
და რავიცი აბა ჩემი აზრით საჭიროა ოპერატიული1G.
აბა კარგად.
13-07-2007, 00:46:45 | khakikrack

ოპერატიული 1G . 512-ზე ნელა იმუშავებს.
ვიდეოკარტა 256mb ან 512mb. თუ 128 გაქ Movie Maker არ ჩაირთვება(იმედია იცი რა არის Movie Maker-ი)
პროცესორი INTELI P4 ყველაზე ცოტა 3.0-იანი. 2.8ზეც გაქაჩავს.
კვებისბლოკი *************************************************************** 400w 450w
მონიტორი *************************************************************** რავიცი, რავიცი ამბობენ ფირმა ჭ კაიაო
მაუსი შარიკიანი არა რა. ესეც ფირმა ჭ-სი
დადაპლატა ისე რო იცოდე ASUS-ი ყველას ჯობია.+DUAL CHANNEL
მიკროპონი ნაუშნიკები *****************************************************************
კეისი *************************************************************************** ******
დინამიკები *************************************************************************** ******
პრინტერი სკანერი****************************************************** *******************

აბა ჰე. ისე რო იცოდე რასაცქვია სუპერია vista მაგრა მოგეწონება.
good by (ისე სწორად დავწერე )

13-07-2007, 00:34:19 | khakikrack

ja_ja
ცოტა დავმშვიდდი ეს რო დაწერე ცჰემი კომპის მონაცემებია: P4 3.0 Mhz, ram- 1 gb, video-GF 6600 256mb 256bit. \
მე მგონი გაქაჩავს ხო. და კიდე რა მაინტერესებს ოპიციალურ ვერსია(ანუ ამერიკაში რო ვიყიდო) რამდენ კომპზე შემიძლია დავაყენო და აპდეითებს გააკეთებს ყველაზე ???
13-05-2007, 16:11:17 | sergi_1

ეჰ მე დავაყენე ვისტა ულტიმეითი მარა ჯერ იქსპი ვერ მოვინელე და აქ იმდენი პრობლემა დამატყდა თავს რო რავიცი :) პირველ რიგში სერვის პაკის პრობლემა მერე დრაივერები რაც თითონ დააყენა ხო კაი რაც არა რა ვქნა არ ვიცი :( კიდე აღმოჩნდა რომ ვისტას ძაან ცუდი დამოკიდებულება აქ ძველ თამაშებთან და კიდე სხვა მრავალი. მარა იმდენად ლამაზი დიზაინია რომ მენანება შეველიო და ისევ იქსპის დავუბრუნდე სადაც გაცილებით ნაკლები პრობლემა იჩენდა თავს :) მოკლედ რომ ვთქვა არც ისე კარგი მცოდნე ვარ კომპიუტერის და ამ საიტის დიდი იმედი მაქ :)
12-04-2007, 16:51:29 | CHQMITO

skyzer
ესეიგი ნამეტანი შეცდომაშI ხარ შეყვანილი, ან არასწორედ სვავ კიტხვას.
directX-ი სისტემას თავისი მოყვება კონკრეტულად კი directX 10.0, ჯერჯერობით მუშავდება directX 10.1 რომელიც სავარაუდოდ SP1-ში შევა, რომელიც ამა წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს.

კომპიუტერ კი გააჩნ ია რა გინდა აკეთო და რა ვერსიას აყენებ. მე პირადად ჩემს ძველ Celeron 950-ზეც დავაყენე VISTA, მაგრამ ეს ის ვისტა აღარ იყო რომელიც უნდა იყოს :-)

თუ სრული სიხარული და სიყვარული გინდა აი მინიმალური პარამეტრები:
P4 -2.4 ან 2.6 გიგაჰერცი - ან მისი შესაბამისი პროცი AMD-სგან
HDD - მინიმუმ ATA -100, ძველი ინტერფეისები (ATA 66) ჯობია არ განვიხილოთ, უკეთესია SATA ინტერფეისი.
RAM - სულ მინიმუმ 512 მეგაბაიტი, გააჩნია კომსპ ჩემი CELERON-ის შემთხვევაში DIMM-ზეც იმუშავა, მაგრამ ჩემს P4-ზე DDR-ზე იასნია ექსტაზში მოვიდა, უკეთესია რა თქმა უნდა DDR2
VIDEO- ნუ იდეაშI ინტეგრირებულზეც გაჭიმავს, სადაც ჩემს ექსპერიმენტალურ Celeron-ზე 32 მეგაბაიტიან Geforce2-ზე გაქაჩა, იასნია ინტეგრირებულზეც იმუშავებს, მაგრამ მინიმუმ სასურველია AGP ინტერეისი 8x-ი და 128 მეგაბაიტი ვიდეო კარტის მეხსიერება, ნუ გირჩევდი nVidia 5500-ის ან ვთქვათ ATI 9550-ზე დაბალი ვიდეო არ გამოიყენო თუ ოდნავ სიამოვნების მიღება გინდა.

ნუ როგორც ვთქვი ეს არის მინიმალური მოთხოვნილებები, თუმცა მე ტესტისთვსი ასეთ პიპიაზე ნერვები უფრო მოვიშალე. სასურველია კომფორტული მუშოაბისთვის:
CPU - P4 3.0 GH, ან მეტი, და შესაბამისი AMD-ს პროცი, ორ ბირთვიანები იასნია უკეთესია
HDD - SATA ინტერფეისით და სასურველი 8 ან 16 მეგაბაიტი თავისი ქეშ მეხსიერებით
RAM - სულ მინიმუმ DDR 3200 - მოცულობა 1 GB
VIDEO - ნუ იდეაშI ვიდეოს პონტში ვთქვათ x850-ის ან მისი დონე დღეისათვის სრულ კაიფს მოგცემს, შეიძლება ვთქვატ იგივე 9600-ზეც დაკნმაყოფილდე, მაგრამ სულ მინიმუმ 128 მეგაბაიტი მეხსიერება ვიდეოს უნდა ჰქონდეს, სასურველია 256-იანი. მაგაზე მეტიანის შეძენის აუცილებლობას და 512 მეგაბაიტიანის ვიდეოზე ვენების გადაჭრის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
05-03-2007, 22:55:58 |

მაინტერესებს კომპიუტერის რა მონაცემები სჭირდება????? ისე იმუშაოს რო არანაირი პრობლემა არ გქონდეს??და კიდევ ერთი,directX 9.o-ზე წავა?? თუ 10.0-ი სჭირდებააა?????
20-02-2007, 01:10:02 | skyzer


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.