მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
Wi-Fi თავისუფლება თბილისში

2007 წლის სექტემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე განახლებული პუშკინის სკვერი გაიხსნა, როგორც მერია გვპირდება სკვერში მუშაობს მაღალი სიჩქარის უმავთულო ინტერნეტი, თანაც უფასოდ. მგონი დროა დავტკბეთ ციფრული თავისუფლებით და გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანოთ.

ისტორიული ჩანაწერები
რამდენიმე წლის წინ კომპანია intel-ი თბილისში დიდი გეგმებით შემოიჭრა. ჩატარდა intel-ის ციფრული დღეები, გაიხსნა უნივერსიტეტში სტუდენტური ინფორმაციის დარბაზი, გაიხსნა ერთი Wi-Fi დაშვების წერტილი, რამდენიმე სასტუმროში ერთდროულად იმართებოდა ქართული IT კომპანიებისთვის სემინარი, გეგმებში იყო Wi-MAX-ის ქსელის ამუშავება, მაგრამ ამ ყველაფერმა საკმაოდ უცებ დაყვინთა.

კომპანია intel-მა უცებ დაკარგა ინტერესი საქართველოს მიმართ, გამზადებული ინვესტიციები გაქრა უბრალო მიზეზის გამო. ქართულმა IT საზოგადოებამ ოდნავი ყურადღებაც კი არ გამოიჩინა. უფასო სემინარები კი რომელიც წელიწადში ორჯერ intel-ის ხარჯზე ტარდებოდა, ქართული ფირმებისთვის დასჯის ალტერნატივად აღიქმებოდა, შედეგად 100-მდე დარეგისტრირებული კომპიუტერული კომპანიიდან მხოლოდ 15-20 კაცი იკრიბებოდა, ისიც 2-3 კაცი ჩვენი რედაქციიდან ჩნდებოდა (არადა მინიმუმ 100 კაცი მანც უნდა შეკრეილიყო, თუ გავითვალისწინებთ რომ თითო კომპანიიიდან წესით 2-3 კაცი უნდა მოსულიყო, მაშინ საერთოდ ციფრი სამჯერ იზრდება). დანარჩენისთვის სემინარები ინფორმაციის მიღების წყარო კი არ იყო, არამედ იყო უფასო საკვების ადგილი, რამდენად კარგია როდესაც რომელიმე ფეშენებელურ სასტუმროში სხვის ხარჯზე კუჭს გამოისქელებ (ნიამ ნიამ).

ეს Intel-ის მიერ შეფასებული იყო, ოღონდ არა ჭამა სმის მხრივ (ღმერთმანი, კომპანიას ფული არ უჭირს და ყოველთვის საჭიროზე მეტს ხარჯავდა ქართველებზე ვიდრე საჭირო იყო), არამედ დაინახა, რომ ხალხს  მისი საქმიანობის მიმართ ინტერესი არ აქვს, შედეგად დაგვივიწყა. ქართული წარმომადგენლობა სომხურ წარმომადგენლობას მიება და ჩვენზე ხელი კარგახნით ჩაიქნიეს. ასე დაიხურა პირველი თბილისური უმავთულო ინტერნეტის იდეა.

3-4 წლის წინ საქართველოსთვის შედარებით ახალი ხილი Wi-Fi-ს სახით ასე უნიჭოდ დაიკარგა. მაქსიმუმ უმავთულო ინტერნეტი ერთეულ კაფეებში და სასტუმროებში იყო ხელმისაწვდომი. მართალია ქართულმა IT  კომპანიებმა ახალი ტექნოლოგია მიივიწყესავით, მაგრამ აღმოჩნდა რომ მომხმარებლებს ეს ტექნოლოგია აინტერესებთ, შედეგად გაჩნდა არა ერთი ათეული კაფე, სახლი, მეგობრების წრე თუ სხვა ადგილი სადაც წარამარა იხსნებოდა, ახალ ახალი Wi-fi  დაშვების წერტილები. ზოგი პირადი მოხმარების, ზოგი დახურული, ზოგი გამოუცდელობით ღია და ზოგიც სპეციალურად ყველასათვის ღია. პლიუს ამ გაუგებრობას დაემატა საქართველოს კომპიუტერული ბაზარი. დღითიდღე იყიდება ნოუთბუქების არმია (ეს არა მარტო ქართული მოვლენაა კომპიუტერული სამყარო მობილურობისკენ მიისწრაფის), ჩამოტანილი, აქ აწყობილი, სხვადასხვა ბრენდების მოდელები, სპეციფიკური მოდელები, აღარაფერს ვამბობ საზღვარგარეთ არაკეთილსინდისიერი გზით ნაშოვნ და შემდგომ თბილისში ჩამოტანილ ნოუთბუქებზე. შედეგად შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ბევრს აქვს ნოუთბუქი, ავტომატურად ყველა ახალი ნოუთბუქის მფლობელებს აქვთ Wi-Fi ადაპტერები, მაგრამ რათ გინდა, ან სახლში გამოიყენებ, ან სამსახურში, მაქსიმუმ შეიძლება რომელიმე ძვირადღირებულ კაფეში გამოიყენო ეს ბედნიერება. მოკლედ დღემდე კომპ-ფირმები, საქართველოს მთავრობა და მერია ამ საკითხით ნაკლებად ინტერესდებოდა.

ამასობაში უცხოეთში აღარ დარჩა ქალაქი სადაც უმავთულო ინტერნეტის წერტილები არ არის. თან ზოგიერთი ქალაქი ამაყობს ამ გარემოებით. მაგალითად New-York-ში ადგილი არ დარჩა სადაც Wi-Fi ქსელი არ არის (ძალით უნდა ეძებოთასეთი მიყრუებული ადგილები, მეტროს სადგურებშიც კი არის ეს ბედნიერება გაყვანილი), იგივე მოსკოვი და რუსეთი რომელიც ტრადიციულად შედარებით ჩამორჩენილებად ითვლებიან ტექნოლოგიის მხრივ, გაივსო Wi-Fi დაშვების წერტილებით.  საქართველო კი აქამდე ამ საკითხში გვერდზე იდგა, ოღონდ ერთი პატარა გარემოება იჩენდა თავს.

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 8
შეფასება: 1.4



გამოხმაურება

საღოლ ბრატუხა, მაგრათ მომეწონა, იქნება ისიც გვირჩიო მობილური კომპიუტერებიდან რომელია ყველაზე საუკეთესო და ხელმისაწვდომი
16-01-2011, 15:56:28 | giorgi7704

საღოლ მაგარი სტატიაა. არ ვიცოდი გავიგე გამიხარდა. ვისარგებლებ აუცილებლად .
06-03-2009, 02:07:33 | lursman1

ერთადერთი XXI საუკუნეზე ვერ დაგეთანხმები
ისე მართლა კარგი სტატიაა, დიდი მადლობა
27-11-2008, 01:36:00 | beka_sh

dzalian magaria wi-Fi
21-06-2008, 22:44:33 | n-ika

sagol dzma magari statia iyo . . . . .
21-06-2008, 22:41:32 | n-ika

საღოლ ძმაო, საღოლ !
24-01-2008, 05:28:49 | gvido.

მარტალია ნოუთბუქი არ მაქ, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტია(ახლა არ მაქ , მერე ხო მექნება)

სტატიაც შესანიშნავად არის მომზადებული ...

კაია რომ კომპინფოს გამოცოცხლება იწყება!!!
22-10-2007, 19:56:34 | datamik


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.