მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მობილურები
ქართული უნიკოდ შრიფტი მობილურებში
Sony Ericsson-ის არა-სმარტფონებში

XXI საუკუნეში მობილური ტელეფონი უკვე ძალიან ბევრს აქვს. მათ შორის, ცხადია, არიან კომპ. იუზერებიც, რომლებიც მობილურებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ინტერნეტში თითქმის სრულფასოვანი სერფინგის შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო კლასიდან დაწყებული თითქმის ყველა მობილური ტელეფონი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას (მეტნაკლებად) Opera Mini-ს საშუალებით, ქართველ მომხმარებელს კიდევ ერთი პრობლემა აწუხებს - უნიკოდის მხარდაჭერა.

ახალი შრიფტის ინსტალირება სმარტფონების მფლობელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და უმარტივესად კეთდება, მაგრამ რა ქნან მათ, ვისაც არა-სმარტფონი (ანუ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი :-)) აქვს? რა თქმა უნდა, ,,წავიდეს და სმარტფონი იყიდოს” მისაღები არაა, რადგან ჩვენ პრობლემის გადაჭრა გვსურს და არა მისთვის გვერდის ავლა. დღეს სწორედ ქართული უნიკოდის პრობლემას მოვაგვარებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ Sony Ericsson-ის მობილურ ტელეფონებზე, ისიც მხოლოდ ზოგიერთებზე.


Compinfo.ge Sony Ericsson K800i-ს ეკრანზე

იმისათვის, რომ მობილურ ტელეფონზე შრიფტის ინსტალირება შევძლოთ, საჭიროა: 1) გვქონდეს წვდომა ტელეფონის ფაილურ სისტემასთან და 2) ტელეფონის ფონტების დირექტორია ფაილურ სისტემაში უნდა მდებარეობდეს.

პირველ მოთხოვნას Sony Ericsson-ის ყველა მობილური ტელეფონი აკმაყოფილებს, მაგრამ მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ ახალ DB2020 პლატფორმაზე (და უფრო ახალი) აწყობილი ტელეფონები ახერხებენ. ეს ერთს ნიშნავს, თამაშგარე რჩებიან DB2010/2012 პლატფორმაზე აწყობილი ისეთი ტელეფონები, როგორიცაა, მაგალითად, K750, W800, W810 და ა.შ. ეს საკმაოდ სამწუხარო ფაქტია, რაშიც თავისუფლად შეგვიძლია Sony Ericsson-ი დავადანაშაულოთ :-D რაც შეეხება DB2020 პლატფორმის ტელეფონებს, მათ შორისაა: K790, K800, K610, K550, V630, W830, W850, W610, W710, W880, Z610, Z710. ცხადია, ეს სრული სია არ არის. იმისათვის, რომ გაიგოთ რომელ პლატფორმაზეა თქვენი ტელეფონი აწყობილი, გამოიყენეთ ეს ინსტრუქცია.

თუ თქვენი ტელეფონი აკმაყოფილებს ზემოხსენებულ ორივე მოთხოვნას, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე - ფონტების მობილური მეხსიერებაში ატვირთვაზე. სტატია მომზადებულია K800i-ს მაგალითზე, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, სხვა ტელეფონებზეც ყველაფერი ანალოგიურად კეთდება.

პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 8
შეფასება: 1.9



გამოხმაურება

მადლობთ დადგა ქართული ფონტები ჩვეულებრივად. პრაშივკა როგორ გავაახლო K800? R1JG001 პრასივკა მიყებიე ეხლა და R1K001 მინდა გადასვლა.
28-12-2008, 09:51:55 | VooDoo

გაიხარე ჩემ ნ70 ნოკიაზე ქართულ კითხულობ
21-11-2008, 16:16:42 | davithet

მაქვს Sony Ericsson C902 და ამაზე არ დაყენდაბა? ვცადე მარა რაგაც ვერ გამომივიდა. ვაწვები C ღილაკს უერთებ უსბ-ს მარა ელოდები და მაინც ვერ ხედავს. დამეხმარეთ რა
15-08-2008, 17:37:12 | stidor

მაგარია
09-07-2008, 13:24:41 | Temuri96

zurra ამ პროგრამით ბევრიო.. საჭირო რამის გაკეება შეგიძლია... ელემენტარულად წვდომა გექნება.. დაფარულ.. ფაილებსე FS-ში...
ამითვე შეგიძლია პრაშივკების.. პატჩების.. ახალი მენიუ იკონკების დაყენება და სხვა...
მსგავსი პროგრამებია... XS++, Far Manager რომელსაც საჭირო.. JDFlasher პლაგინი გააჩნია...
რავი.. მე სამივეს ვხამრობ.. სხვადასხვა შემთხვევაში.. ზოგი რა შმეთხვევაში უკეთEსი და ზოგი რა შემთხვევაში...
hybertoko - შენ.. USB driver-თან გაქვს პრობლემა.. მეც მქონდა ადრე და ამ პროგრამის დაყენების შემდეგ მოგავრდა http://www.link.ge/file/57380/gg-setup.exe.html .. შენც სცადე აბაა...
Power_VANO ვანო.. ყოჩაღ.. მშვენიერი სტატია გამოგივიდა... ძლიან გამომადგა..
12-06-2008, 13:43:42 | Landish90

მაქვს სონი ერიქსონ კ530 და ყველაფერს ვაკეთებ ინსტრუქციის მიხედვით . მხოლოდ 1 პრობლემა მაქ. როცა ვაჭერ C და ვაერთებ უსბ კაბელს ტელეფონს ვერ ხედავს. არადა ფაილ მენეჯერი ხედავს ჩვეულებრივად და ქვემოთ მიგდებს ფლეშკის რაღაც იკონკა როა. რა ვქნა ?:D
10-06-2008, 00:00:38 | hybertoko

კიდე რისი გაკეთება შეიძლება ამ პროგრამით?
09-02-2008, 23:22:32 | zurra

არაფერს :))
06-02-2008, 11:19:41 | Power_VANO

გავაკეთეე !! გაიხარეეეეეეეეე დიდი მადლობა დახმარებისთვის! მაგარია წარწერებსაც მაგარი ვიდი მიეცა!
05-02-2008, 23:16:34 | GORDO

არა, არა, ეგ სულ სხვა დრაივერია :)
შენ რაც გინდა, ის დრაივერი მოყვება SEtool2 LITE-ის არქივს, რომელიც .../ drivers/USBFlash_driver დირექტორიაში დევს. ეგ ისაა, Install რაზეც უნდა მიგეცა. რადგან თვითონ არ უნდა ჩაწერა, ხელით უნდა მიუთითო :)
05-02-2008, 22:52:34 | Power_VANO


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.