მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მობილურები
ქართული უნიკოდ შრიფტი მობილურებში
Sony Ericsson-ის არა-სმარტფონებში

XXI საუკუნეში მობილური ტელეფონი უკვე ძალიან ბევრს აქვს. მათ შორის, ცხადია, არიან კომპ. იუზერებიც, რომლებიც მობილურებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ინტერნეტში თითქმის სრულფასოვანი სერფინგის შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო კლასიდან დაწყებული თითქმის ყველა მობილური ტელეფონი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას (მეტნაკლებად) Opera Mini-ს საშუალებით, ქართველ მომხმარებელს კიდევ ერთი პრობლემა აწუხებს - უნიკოდის მხარდაჭერა.

ახალი შრიფტის ინსტალირება სმარტფონების მფლობელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და უმარტივესად კეთდება, მაგრამ რა ქნან მათ, ვისაც არა-სმარტფონი (ანუ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი :-)) აქვს? რა თქმა უნდა, ,,წავიდეს და სმარტფონი იყიდოს” მისაღები არაა, რადგან ჩვენ პრობლემის გადაჭრა გვსურს და არა მისთვის გვერდის ავლა. დღეს სწორედ ქართული უნიკოდის პრობლემას მოვაგვარებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ Sony Ericsson-ის მობილურ ტელეფონებზე, ისიც მხოლოდ ზოგიერთებზე.


Compinfo.ge Sony Ericsson K800i-ს ეკრანზე

იმისათვის, რომ მობილურ ტელეფონზე შრიფტის ინსტალირება შევძლოთ, საჭიროა: 1) გვქონდეს წვდომა ტელეფონის ფაილურ სისტემასთან და 2) ტელეფონის ფონტების დირექტორია ფაილურ სისტემაში უნდა მდებარეობდეს.

პირველ მოთხოვნას Sony Ericsson-ის ყველა მობილური ტელეფონი აკმაყოფილებს, მაგრამ მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ ახალ DB2020 პლატფორმაზე (და უფრო ახალი) აწყობილი ტელეფონები ახერხებენ. ეს ერთს ნიშნავს, თამაშგარე რჩებიან DB2010/2012 პლატფორმაზე აწყობილი ისეთი ტელეფონები, როგორიცაა, მაგალითად, K750, W800, W810 და ა.შ. ეს საკმაოდ სამწუხარო ფაქტია, რაშიც თავისუფლად შეგვიძლია Sony Ericsson-ი დავადანაშაულოთ :-D რაც შეეხება DB2020 პლატფორმის ტელეფონებს, მათ შორისაა: K790, K800, K610, K550, V630, W830, W850, W610, W710, W880, Z610, Z710. ცხადია, ეს სრული სია არ არის. იმისათვის, რომ გაიგოთ რომელ პლატფორმაზეა თქვენი ტელეფონი აწყობილი, გამოიყენეთ ეს ინსტრუქცია.

თუ თქვენი ტელეფონი აკმაყოფილებს ზემოხსენებულ ორივე მოთხოვნას, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე - ფონტების მობილური მეხსიერებაში ატვირთვაზე. სტატია მომზადებულია K800i-ს მაგალითზე, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, სხვა ტელეფონებზეც ყველაფერი ანალოგიურად კეთდება.

პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 8
შეფასება: 1.9



გამოხმაურება

ეგ რო ვიცოდე სად არი ეგ დარაივერი კი :P გადავჩხრიკე კ810 ის დისკი მარა ვერ მივაგენი!
რა მოვუხერხო?
05-02-2008, 22:39:28 | GORDO

აა, ე.ი. დრაივერის ინსტალაციის ვიზარდს გიგდებს :) შენც მაგ ვიზარდს მიუთითე იმ დრაივერის ადგილსამყოფელი და წესით ეშველება :)
05-02-2008, 19:48:37 | Power_VANO

კი აღიქვამს SEMC USB Flash hardviaris ვიზარდს მიგდებს და მერე რამდენიმე ცუტის შემდეგ PHON DA PHONE CARDS!
05-02-2008, 19:34:57 | GORDO

კარგი, მოდი თანმიმდევრულად მივყვეთ :)

აბა ცადე და მაგ პროგრამის გაშვების გარეშე მიაერთე მობილი იგივე მეთოდით, ანუ C-ზე დაჭერით და ნახე საერთოდ აღიქვამს კომპი? თან გაითვალისწინე, სანამ მაგ მეთოდს გამოიყენებ, ჯერ ბატარეა უნდა ამოიღო და თავიდან ჩადო.
04-02-2008, 23:03:59 | Power_VANO

უფრო სწორად კ 810 ზე :P
04-02-2008, 21:48:10 | GORDO

კ 819 ზე ვერაპრით ვერ დავაყენე! ყველაფერს ისე ვაკეტებ როგორც ცერია ვაჭერ ც ს ხელას და ვაერტებ მარა პროგრამასჰი ისევ ცერია ჰოლდ ც იმდენი ხანი ვაცჰერ ხოლმე რო ტელეპონი ირტვება და "ფილე ტრანსფერს" მიგდებს! და ის კიდევ დრაივერებში როა ggsemc.inf მაგაზე ინსტალს რო ვაძლევ არაფერს არ ჩითავს! ანუ არ ყენდება ტუ რახდება??? იკნება მირჩიოტ რამე?
04-02-2008, 21:31:24 | GORDO

კარგი რამეა, თან ტელეფონის ყველა ფონტი sylfaen გადავიდა.
19-01-2008, 23:55:26 | zurra

იდეა კარგია ვანო ძამიკო, მაგრამ რაღაც სურათებმა ვერ გვითხრეს ის (ნუ ყოველ შემთხვევაშიმ შეიძლება ბრმა ვარ ) რისი თქმაც ევალებოდათ! თან ერთის მხრივ ამხელა გლობალურ (ქართველებისთვის) თემას ესეთი პატარა სტატია არ ეკადრებოდა
07-01-2008, 04:01:04 | Giena


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.