არასერთიფიცირებული პროგრამების დაისტალირება Symbian OS 9.2-ზე
ამ სტატიაში აღწერილია თუ როგორ უნდა ავუაროთ გვერდი სერთიფიკატების შეზღუდვას Symbian 9.2 ზე ანუ აღწერილია გზა, რომლითაც თქვენს ტელეფონზე დააყენებთ ნებისმიერ პროგრამას
რის საშუალებას მოგვცემს აღწერილი მეთოდი? სტატიაში აღწერილი მეთოდის გამოყენების შედმეგ, საშუალება გვექნება დავაყენოთ ოპერაციულ სისტემა Symbian OS 9.2 -ზე არასერთიფიცირებული პროგრამები (unsigned), სრული უფლებებით. ამისათვის დაგვჭირდება შემდეგი პროგრმები: ActivePython (დააინსტალეთ კომპიუტერზე) შეაერთეთ ტელეფონი კაბელით PC-Suite რეჟიმში. შემდეგ, გახსენით Device Manager და შედმეგ გახსენით Ports, მონახეთ რომელ პორტზეა შეერთებული Nokia. შემდგომში დაგვჭირდება com პორტის ნომერი. გახსენით თქვენს ტელეფონზე დაინსტალებული App TRK და დააჭირეთ ღილაკს cancel, როდესაც შეეცდება ბლუთუსით კავშირის დამყარებას. გახსენით მენიუ Option>Settings>Connection და შეცვალეთ კავშრი USB-ზე, შემდეგ დაბრუნდით უკან და მენიუდან აირჩიეთ Options>Connect, საბოლოოდ, უნდა მივიღოთ შემდეგი სურათი: შემდეგ ეტაპზე, გახსენით Hack Perms ფაილი კომპიუტერზე notpad-ში (მერჯვენა წკაპი და open with…) და “CTRL” +”F” ზე დაჭერით მონახეთ "ser =" (რათქმა უნდა ბრჭყალების გარეშე და ser და = შორის ერთი დაცილებით) და შევცვალოთ ბრჭყალებში არსებული ციფრი ნოკიას პორტის ნომერზე, მინუს ერთი ციფრი, (მაგ სურათზე ნოკიას პორტია 3, ამიტომ ვაკლებთ სამიანს ერთს და ვიღებბთ 2-ს, სწორედ ორს ჩავწერთ ბრჭყალებში. ხოლო თუ პორტის ნომერია 4, ჩავწერთ 3-ს და ასე შემდეგ) რედაქტირებული ფაილი შეინახეთ save-თი და არა save as -ით. ბმულები: ActivePython ავტორი: gio_kiborg |
|
იქნებ დაწეროთ კომპის გარეშე როგორ გავტეხო დაცვა?