მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
რომელი უფრო სწრაფია?

ვფიქრობდი, როგორ დამეწყო ამ სტატიის წერა. ეს ხომ კომპინფოს ახალი ტესტლაბორატორიის პირველი სტატიაა... პროგრესი, ინოვაცია, ახალი ტექნოლოგიები, ახალი ოპერაციული სისტემები...

2001 წელი კომპ. სამყაროსთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. ამ წელს Microsoft-მა პირველი უბრალო კომპ. მომხმარებელზე ორიენტირებული ოპ. სისტემა შექმნა, რომელიც Windows NT-ს კერნელზე იყო დაფუძნებული. ახალი სისტემა ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი Windows XP იყო. მასზე მუშაობა Microsoft-მა 24 აგვისტოს დაასრულა, 25 ოქტომბერს კი მსოფლიოს მასშტაბებით დაიწყო XP-ს გაყიდვა. 8 წლის მანძილზე Windows XP-სთვის სამი სერვის პაკეტი გამოვიდა და ამ პერიოდში Windows 98/ME/2000 ბაზრიდან პრაქტიკულად გამოდევნა. 5 წლის განმავლობაში Microsoft-ს ახალი ოპერაციული სისტემა არ გამოუშვია, Windows XP მთელს მსოფლიოს პირნათლად ემსახურებოდა.


Windows XP SP3 - დესკტოპი

თუმცა, ახალ ოპ. სისტემას მომხმარებლებიც ითხოვდნენ. Microsoft-იც, თურმე, უქმად არ იყო - კომპ. სამყაროს ახალ სიურპრიზს უმზადებდა. ეს სიურპრიზი, რა თქმა უნდა, ახალი ოპ. სისტემა იყო - Windows Vista. Vista-ს გაყიდვები 2007 წლის 30 იანვარს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის 8 ნოემბერს მასზე მუშაობა უკვე დასრულებული იყო. Windows Vista, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისგან დაწუნებული აღმოჩნდა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ოპერაციულ სისტემებში. Vista-ს მთავარი უპირატესობა XP-სთან შედარებით, ახალი და გაცილებით სტაბილური ბირთვია (HAL), რომლის გამძლეობასთან ნამდვილად ახლოს ვერ მივა ჩვენი საყვარელი Windows XP-ს ბირთვი (მაგ: ოვერქლოქინგისას Windows XP-ს ბირთვი საკმაოდ მალე იწყებს კვდომას და სისტემა არასტაბილური ხდება. Vista-ს ბირთვი ასეთ საქმეში გაცილებით გამძლეა). მიუხედავად ახალი და უფრო გამძლე ბირთვისა და უამრავი ახალი ტექნოლოგიისა, რომლის მხარდაჭერაც Windows Vista-ს აქვს, მან ბაზრიდან XP-ს გამოძევება ვერ შეძლო. ამას ემატებოდა ისიც, რომ Vista თავის უფროს ძმასთან შედარებით, კომპიუტერისგან მეტ რესურსებს ითხოვდა (განსაკუთრებით ოპერატიულ მეხსიერებას), რაც ბევრი კომპიუტერისთვის, უბრალოდ მიუწვდომელი აღმოჩნდა. Windows Vista დღესაც აგრძელებს ცხოვრებას. მისთვის ორი სერვის პაკეტი გამოვიდა. პირველი 2008 წლის აპრილში მოევლინა სამყაროს, მეორეს კი დღე-დღეზე ველოდებით.


Windows Vista - Aero

არ გასულა დიდი დრო Windows Vista-ს გამოსვლიდან და 2007 წელს, Microsoft-მა განცხადება გააკეთა ახალი ოპ. სისტემის შესახებ, რომელიც Windows Vista-ზე იქნებოდა დაფუძნებული, თავსებადი იქნებოდა იმ პროგრამებთან, რომლებიც Vista-ზე მუშაობენ და დამზადდებოდა სამი წლის განმავლობაში. Microsoft-მა პირობა აასრულა - დაიწყო მუშაობა ახალი ოპ. სისტემაზე, რომელსაც Windows 7 ეწოდა. „მეშვიდე“ პრაქტიკულად Windows Vista-ს ბირთვზეა დაფუძნებული, თუმცა მისი მიზანია, აღმოფხვრას მისი უფროსი ძმის სისუსტეები და ბაზრის ნებისმიერ სეგმენტში შეძლოს Windows XP-ს ჩანაცვლება. Windows 7-ის პირველი ბეტა ბილდი Microsoft-მა საზოგადოებას ზუსტად 100 დღის წინ, 2009 წლის 7 იანვარს წარუდგინა. მას შემდეგ კი, ინტერნეტში ხშირად „იპარება“ ახალ-ახალი ბილდები. აპრილის ბოლოს უკვე პირველ Release Candidate ვერსიას ველოდებით. Windows 7-ის საბოლოო ვერსიის გამოსვლა 2009 წლის ბოლოსთვის ან 2010 წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.


Windows 7 - დაუდასტურებელი 7106 ბილდი

მიუხედავად იმისა, რა სიმძლავრის კომპიუტერი გაქვთ, ალბათ გაინტერესებთ, რომელი ოპერაციული სისტემა მუშაობს უფრო სწრაფად, რომელი ქმნის სხვა პროგრამებისთვის უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს. კომპინფოს ტესტლაბორატორიის პირველი სტატია სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება. მოკლედ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს ლაბორატორიაში სამი ოპ. სისტემა იტესტებოდა: Windows XP (SP3), Windows Vista (SP1) და Windows 7 (Build 7077).
სამივე ოპ. სისტემაზე დაყენებული იყო ბოლო განახლებები. Windows 7-ის 7077-ე ბილდი კი წინასწარი ინფორმაციით Release Candidate ვერსია უნდა იყოს.

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 10
შეფასება: 1.7



გამოხმაურება

შენ რა იცი ერთი საინტერესოა otosaxel? გგონია ყველაზე მაგარი ხარ ატრაკებ და გიხარია! შენაირი ბანძის დასაცინი მე არ ვარ ჯერ რა დებილური სახელი გაქ otosaxel და თვითონაც არანაკლებ სულელი იქნები! არ დამიწყო აქ ჭკუის სწავლება მეორედ აღარ მოგივიდეს ასეთი რამ !
16-06-2009, 21:08:37 | Levan13557

Levan13557
აუ რა ვიცინე
შენ რა გონია აქ უცოდინარების შეკრებაა :D, ვაიმე, ვიხჩობი
სტატიის სათაური ნახე რა ;), თუ გეზარება მთლინად წაკითხვა :D
და თუ ნახე და ვერ გაიგე გიმარტავ, აქ არის შედარებული კონკრეტული პროგრამები, რომელ ბირთვზე უფრო სწრაფად იმუშავებს ;)
თორე NT 5.*-ებმა რომ დრო მოჭამეს უკვე დიდი ხანია ვიცით
სატირალია რა , ავოტორს რისი თქმა უნდოდა და წაკითხვა რომ გეზარება როგორ გაიგე :D ლოლ :P
03-06-2009, 21:40:45 | otosaxel

კიდევ xp ხმარობთ? დროა უკვე vistaზე გადახვიდეთ მაგარია მოგეწონებათ დამიჯერეთ მეხსიერება 1 გიგაბაიტიც გეყოფათ პროცესორზე ნუ იდარდებთ 1.5 წავა გაცილებით მეტი ფუნქციები და გაძლიერებული დაცვა(თუ რა თქმა უნდა განახლებებს ჩართავთ) და რაც მნიშვნელოვანია აღარ მოგიწევთ ხშირ ხშირათ ვინდოუსის გადაყენება რადგან vistas აქვს (თავის ორიგინალ დისკში) სისტემის აღდგენა თუ ვინდოუსში ვეღარ შედიხართ დისკის საშვალებით აღადგენთ ფაილები ამ დროს არ ზიანდება ზუსტათ ისევე დაგხვდებათ ხელუხლებელი vistaს გააქტიურებასაც და ბევრ სხვა რამესაც თუ გაინტერესებთ გასწავლით Levan7006@avoe.ge skype leo135792468
03-06-2009, 20:27:38 | Levan13557

დღეს დავაყენე ვინდოუს 7 და ქაუნთერში ვიდეოს არ ცვლის (32ბიტზე) რისი ბრალია თუ იცით მითხარით რა ძმურად
01-06-2009, 22:01:31 | zv1adi

გილოცავთ ტესტ ლაბორატორიას და საკმაოდ კარგ (ძველი კომპინფოურ) სტილში დაწერილ სტატიას, მაგრამ ........

მგონი ტესტირებისას იმაზე ყურადღების გამახვილებას დაფორმატდა თუ არა დისკი ყოველი ტესტის შემდეგ ჯობდა 64 ბიტიანი სისტემების შედარებაც გაგეკეთებინათ, დარწმუნებული ვარ აბსოლიტურად სხვა ციფრები და სურათი იქნებოდა

ისე კაია მაინც
06-05-2009, 18:23:18 | profesor1900

მართლა კარგი სტატიაა. აი თეორემის დამტკიცება რომ წავიკიტხე კომპიუტერის მაგიდის ქვეშიდან გამომიღეს ნახევრად ცოცხალი (რა თქმა უნდა სიცილის გამო).
აი ამას ქვია ჯანსაღი იუმორი.
23-04-2009, 00:26:32 | suxotuzeli

გმადლობთ :)

amx
სამწუხაროდ, საიტზე ვერ დავდებთ, ვარეზს შევეშვით :)

შემოდი ფორუმზე (compinfo.ge/forum) და იქ ნახავ გადმოსაწერ ბრულს :)
17-04-2009, 23:33:09 | Power_VANO

ჯიგრულად windows 7 დადეთ რა და კიდევ დრაივერები თავისი აქვს?
17-04-2009, 23:21:59 | amx

სააღოლ კაი სტატია იყო. xp -ზე აზრები შემეცვალა.
17-04-2009, 23:09:57 | amx

ორი დღეა რაც Windows 7 დავაყენე და ძააან მომწონს ყველას გირჩევთ თქვენც დააყენოთ(თუმცა ამ სტატიის წაკითხვის შემგედ ჩემი რჩევა ზედმეტი იყო :D )
კაი სტატია იყო საგოლ :)
17-04-2009, 19:52:13 | Jim_Carrey


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.