Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7
ვფიქრობდი, როგორ დამეწყო ამ სტატიის წერა. ეს ხომ კომპინფოს ახალი ტესტლაბორატორიის პირველი სტატიაა... პროგრესი, ინოვაცია, ახალი ტექნოლოგიები, ახალი ოპერაციული სისტემები...
2001 წელი კომპ. სამყაროსთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. ამ წელს Microsoft-მა პირველი უბრალო კომპ. მომხმარებელზე ორიენტირებული ოპ. სისტემა შექმნა, რომელიც Windows NT-ს კერნელზე იყო დაფუძნებული. ახალი სისტემა ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი Windows XP იყო. მასზე მუშაობა Microsoft-მა 24 აგვისტოს დაასრულა, 25 ოქტომბერს კი მსოფლიოს მასშტაბებით დაიწყო XP-ს გაყიდვა. 8 წლის მანძილზე Windows XP-სთვის სამი სერვის პაკეტი გამოვიდა და ამ პერიოდში Windows 98/ME/2000 ბაზრიდან პრაქტიკულად გამოდევნა. 5 წლის განმავლობაში Microsoft-ს ახალი ოპერაციული სისტემა არ გამოუშვია, Windows XP მთელს მსოფლიოს პირნათლად ემსახურებოდა.
Windows XP SP3 - დესკტოპი
თუმცა, ახალ ოპ. სისტემას მომხმარებლებიც ითხოვდნენ. Microsoft-იც, თურმე, უქმად არ იყო - კომპ. სამყაროს ახალ სიურპრიზს უმზადებდა. ეს სიურპრიზი, რა თქმა უნდა, ახალი ოპ. სისტემა იყო - Windows Vista. Vista-ს გაყიდვები 2007 წლის 30 იანვარს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის 8 ნოემბერს მასზე მუშაობა უკვე დასრულებული იყო. Windows Vista, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისგან დაწუნებული აღმოჩნდა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ოპერაციულ სისტემებში. Vista-ს მთავარი უპირატესობა XP-სთან შედარებით, ახალი და გაცილებით სტაბილური ბირთვია (HAL), რომლის გამძლეობასთან ნამდვილად ახლოს ვერ მივა ჩვენი საყვარელი Windows XP-ს ბირთვი (მაგ: ოვერქლოქინგისას Windows XP-ს ბირთვი საკმაოდ მალე იწყებს კვდომას და სისტემა არასტაბილური ხდება. Vista-ს ბირთვი ასეთ საქმეში გაცილებით გამძლეა). მიუხედავად ახალი და უფრო გამძლე ბირთვისა და უამრავი ახალი ტექნოლოგიისა, რომლის მხარდაჭერაც Windows Vista-ს აქვს, მან ბაზრიდან XP-ს გამოძევება ვერ შეძლო. ამას ემატებოდა ისიც, რომ Vista თავის უფროს ძმასთან შედარებით, კომპიუტერისგან მეტ რესურსებს ითხოვდა (განსაკუთრებით ოპერატიულ მეხსიერებას), რაც ბევრი კომპიუტერისთვის, უბრალოდ მიუწვდომელი აღმოჩნდა. Windows Vista დღესაც აგრძელებს ცხოვრებას. მისთვის ორი სერვის პაკეტი გამოვიდა. პირველი 2008 წლის აპრილში მოევლინა სამყაროს, მეორეს კი დღე-დღეზე ველოდებით.
Windows Vista - Aero
არ გასულა დიდი დრო Windows Vista-ს გამოსვლიდან და 2007 წელს, Microsoft-მა განცხადება გააკეთა ახალი ოპ. სისტემის შესახებ, რომელიც Windows Vista-ზე იქნებოდა დაფუძნებული, თავსებადი იქნებოდა იმ პროგრამებთან, რომლებიც Vista-ზე მუშაობენ და დამზადდებოდა სამი წლის განმავლობაში. Microsoft-მა პირობა აასრულა - დაიწყო მუშაობა ახალი ოპ. სისტემაზე, რომელსაც Windows 7 ეწოდა. „მეშვიდე“ პრაქტიკულად Windows Vista-ს ბირთვზეა დაფუძნებული, თუმცა მისი მიზანია, აღმოფხვრას მისი უფროსი ძმის სისუსტეები და ბაზრის ნებისმიერ სეგმენტში შეძლოს Windows XP-ს ჩანაცვლება. Windows 7-ის პირველი ბეტა ბილდი Microsoft-მა საზოგადოებას ზუსტად 100 დღის წინ, 2009 წლის 7 იანვარს წარუდგინა. მას შემდეგ კი, ინტერნეტში ხშირად „იპარება“ ახალ-ახალი ბილდები. აპრილის ბოლოს უკვე პირველ Release Candidate ვერსიას ველოდებით. Windows 7-ის საბოლოო ვერსიის გამოსვლა 2009 წლის ბოლოსთვის ან 2010 წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.
Windows 7 - დაუდასტურებელი 7106 ბილდი
მიუხედავად იმისა, რა სიმძლავრის კომპიუტერი გაქვთ, ალბათ გაინტერესებთ, რომელი ოპერაციული სისტემა მუშაობს უფრო სწრაფად, რომელი ქმნის სხვა პროგრამებისთვის უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს. კომპინფოს ტესტლაბორატორიის პირველი სტატია სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება. მოკლედ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს ლაბორატორიაში სამი ოპ. სისტემა იტესტებოდა: Windows XP (SP3), Windows Vista (SP1) და Windows 7 (Build 7077).
სამივე ოპ. სისტემაზე დაყენებული იყო ბოლო განახლებები. Windows 7-ის 7077-ე ბილდი კი წინასწარი ინფორმაციით Release Candidate ვერსია უნდა იყოს.
პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი
გმადლობთ ორივეს! :)