მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Thermalright Ultra-120 eXtreme vs. Prolimatech Megahalems vs. Thermolab Baram
დღეიდან... მეფე ორია!

მას შემდეგ, რაც Thermalright-მა ბაზარზე Ultra-120 eXtreme გამოუშვა, 2 წელიწადზე მეტი გავიდა (TRUE 2007 წლის 7 მარტს ჩაეშვა გასაყიდად). გამოსვლისთანავე ქულერმა არნახული პოპულარობა მოიპოვა ენთუზიასტებში. მისი დიზაინი, პრაქტიკულად, ეტალონად იქცა და სხვა მწარმოებლებმაც მიჰყვეს ხელი ე.წ. „კოშკის“ (Tower) დიზაინის ქულერების დამზადებას. გამოსვლის დღიდან TRUE (Thermalright Ultra-120 eXtreme-ის აკრონიმი) ჰაერის გაგრილების მეფედ იქცა და ამ ტიტულს 2 წლის მანძილზე ამაყად ატარებდა. 2 წლის მანძილზე საკმაოდ ბევრმა მწარმოებელმა სცადა თავისი სხვადასხვა მოდელით TRUE-ს ტახტიდან ჩამოგდება. უამრავმა სცადა, მაგრამ ყველა დამარცხდა მეფესთან ბრძოლაში.

2009 წელს ბაზარზე ორი ახალი ქულერი გამოჩნდა - Prolimatech Megahalems-ი და Thermolab Baram-ი. მათ შორის, პირველს, ამაყად და მოურიდებლად, მეფობაზე ჰქონდა პრეტენზია, მისი სარეკლამო კამპანია TRUE Killer სლოგანით მიმდინარეობდა. რაც შეეხება Thermolab Baram-ს, მას პირდაპირ არ განუცხადებია პრეტენზია მეფობაზე, თუმცა, ინოვაციური დიზაინის ხარჯზე ერთ-ერთი საუკეთესოს ტიტულს იჩემებდა. ამას ემატებოდა რამდენიმე საკამათო ტესტირება, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლეოდა. ზოგიერთ ტესტში TRUE სჯობნიდა Baram-ს, ზოგიერთში კი - პირიქით. უცხოურ ფორუმებზე საუბრობდნენ, რომ, როგორც იქნა, Ultra-120 eXtreme-ის დამარცხება შესაძლებელი გახდა.

სწორედ ამ მდგომარეობის გამო, გადავწყვიტეთ სამივე ქულერის სრულყოფილი ტესტირება ჩაგვეტარებინა და ამ მიზნით, სამივე მათგანი საკუთარი ფინანსებით შევიძინეთ (სამწუხაროდ, დაგეგმილი წყლის გაგრილების ტესტი ვერ ჩავატარეთ, წყლის სისტემასთან არსებული პრობელემების გამო. თუმცა, მის ტესტს მოგვიანებით აუცილებლად შემოგთავაზებთ). როდესაც გზავნილი მივიღე, პირველად Thermolab Baram-ი გავხსენი. პირველი რეაქცია დაახლოებით ასეთი იყო: „ნუთუ ამას შეუძლია Ultra-120 eXtreme-ის დამარცხება?!“ (TRUE-ს მფლობელი თითქმის 1 წლის განმავლობაში გახლდით, ამიტომ მის დიზაინს კარგად ვიცნობდი). არა, Baram-ი მშვენიერი ქულერია, მაგრამ ერთი შეხედვით, მისთვის ჰაერის გაგრილების მეფის ტიტულის მინიჭება თავხედობად ჩავთვალე. ჯერი Megahalems-ზე მიდგა. როდესაც Prolimatech-ის ერთადერთი ქმნილება ყუთიდან ამოვიღე, მივხვდი, რომ ხელში მეფის რეალური კონკურენტი მეჭირა. მასიური ფარფლები (TRUE-ს მსგავსად), 6 სითბური მილაკი, დიდი, მასიური დიზაინი... ეს ყველაფერი Megahalems-ს აშკარად აძლევდა გამარჯვების შანსს.

გაამართლებს Megahalems-ი მოლოდინს? მოახერხებს ერთხელ და სამუდამოდ მეფის ტახტიდან ჩამოგდებას? ძალიან საინტერესოა Thermolab Baram-იც, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ თავისი მეტოქეების მსგავსად მასიური დიზაინი არ აქვს, აქვს რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც იგი საუკეთესოს ტიტულის მოპოვებას გეგმავს.
გადავიდეთ თითოეული ქულერის დახასიათებაზე.

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



სურათები თემაზე

თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:



გამოხმაურება

აი, ეს მესმის.... ბრავი, ვანო! :))
25-08-2009, 16:16:43 | Plastic-6

Power_VANO დიდი მადლობაააა
24-08-2009, 13:57:44 | fashisti

ექაუნთი სახელად fashisti-ს ვალიდაცია გავატარე ხელით :) შეგიძლია შემოხვიდე ფორუმზე მაგ ექაუნთით, დადასტურებულ-ვალიდირებული :)
24-08-2009, 09:14:35 | Power_VANO

აუ ამის დედა ვატირე რა ნერვები დამაწყდა ვერაფრით ვერ დავრეგისტრირდი მაგ ფორუმზე მახსოვს 2 თვის წინაც ვჩალიჩობდი და ნერვებმა მიმტყუნა რავქნა ვერ გავიგე მაილს არ მიგზავნის რომ დავადასტურო რაღა არ ვცადე როგორ დავრეგისტრირდე?????
24-08-2009, 04:27:41 | fashisti

ოოო, საქართველოში მაღაზიებში არა, მაგრამ შეძენა თუ გინდათ რომელიმესი, აქ შემოდით: http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4840&am p;view=findpost& amp;p=44430
23-08-2009, 22:10:28 | Power_VANO

ეგ კი კაი მარა საქართველოში სადმე იყიდება baram-ი? თუ უცხოეთში უნდა ვიყიდოთ აუცილებლად... ბარეღამ ფასიც რომ დაგეწერათ რა დაგიჯდათ მაგის ყიდვა ცუდი არ იქნებოდა

ისე ბევრი გიწვალიათ
22-08-2009, 17:55:23 | fashisti

როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი სტატია მოამზადეთ. წავიკითხე, საინტერესო და სასარგებლო იყო. თქვენს რჩევებს აუცელებლად გავითვალისწინებ, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა. მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობდა.
20-08-2009, 10:50:34 | sio777


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.