Thermalright Ultra-120 eXtreme vs. Prolimatech Megahalems vs. Thermolab Baram
დღეიდან... მეფე ორია!მას შემდეგ, რაც Thermalright-მა ბაზარზე Ultra-120 eXtreme გამოუშვა, 2 წელიწადზე მეტი გავიდა (TRUE 2007 წლის 7 მარტს ჩაეშვა გასაყიდად). გამოსვლისთანავე ქულერმა არნახული პოპულარობა მოიპოვა ენთუზიასტებში. მისი დიზაინი, პრაქტიკულად, ეტალონად იქცა და სხვა მწარმოებლებმაც მიჰყვეს ხელი ე.წ. „კოშკის“ (Tower) დიზაინის ქულერების დამზადებას. გამოსვლის დღიდან TRUE (Thermalright Ultra-120 eXtreme-ის აკრონიმი) ჰაერის გაგრილების მეფედ იქცა და ამ ტიტულს 2 წლის მანძილზე ამაყად ატარებდა. 2 წლის მანძილზე საკმაოდ ბევრმა მწარმოებელმა სცადა თავისი სხვადასხვა მოდელით TRUE-ს ტახტიდან ჩამოგდება. უამრავმა სცადა, მაგრამ ყველა დამარცხდა მეფესთან ბრძოლაში. 2009 წელს ბაზარზე ორი ახალი ქულერი გამოჩნდა - Prolimatech Megahalems-ი და Thermolab Baram-ი. მათ შორის, პირველს, ამაყად და მოურიდებლად, მეფობაზე ჰქონდა პრეტენზია, მისი სარეკლამო კამპანია TRUE Killer სლოგანით მიმდინარეობდა. რაც შეეხება Thermolab Baram-ს, მას პირდაპირ არ განუცხადებია პრეტენზია მეფობაზე, თუმცა, ინოვაციური დიზაინის ხარჯზე ერთ-ერთი საუკეთესოს ტიტულს იჩემებდა. ამას ემატებოდა რამდენიმე საკამათო ტესტირება, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლეოდა. ზოგიერთ ტესტში TRUE სჯობნიდა Baram-ს, ზოგიერთში კი - პირიქით. უცხოურ ფორუმებზე საუბრობდნენ, რომ, როგორც იქნა, Ultra-120 eXtreme-ის დამარცხება შესაძლებელი გახდა. სწორედ ამ მდგომარეობის გამო, გადავწყვიტეთ სამივე ქულერის სრულყოფილი ტესტირება ჩაგვეტარებინა და ამ მიზნით, სამივე მათგანი საკუთარი ფინანსებით შევიძინეთ (სამწუხაროდ, დაგეგმილი წყლის გაგრილების ტესტი ვერ ჩავატარეთ, წყლის სისტემასთან არსებული პრობელემების გამო. თუმცა, მის ტესტს მოგვიანებით აუცილებლად შემოგთავაზებთ). როდესაც გზავნილი მივიღე, პირველად Thermolab Baram-ი გავხსენი. პირველი რეაქცია დაახლოებით ასეთი იყო: „ნუთუ ამას შეუძლია Ultra-120 eXtreme-ის დამარცხება?!“ (TRUE-ს მფლობელი თითქმის 1 წლის განმავლობაში გახლდით, ამიტომ მის დიზაინს კარგად ვიცნობდი). არა, Baram-ი მშვენიერი ქულერია, მაგრამ ერთი შეხედვით, მისთვის ჰაერის გაგრილების მეფის ტიტულის მინიჭება თავხედობად ჩავთვალე. ჯერი Megahalems-ზე მიდგა. როდესაც Prolimatech-ის ერთადერთი ქმნილება ყუთიდან ამოვიღე, მივხვდი, რომ ხელში მეფის რეალური კონკურენტი მეჭირა. მასიური ფარფლები (TRUE-ს მსგავსად), 6 სითბური მილაკი, დიდი, მასიური დიზაინი... ეს ყველაფერი Megahalems-ს აშკარად აძლევდა გამარჯვების შანსს. გაამართლებს Megahalems-ი მოლოდინს? მოახერხებს ერთხელ და სამუდამოდ მეფის ტახტიდან ჩამოგდებას? ძალიან საინტერესოა Thermolab Baram-იც, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ თავისი მეტოქეების მსგავსად მასიური დიზაინი არ აქვს, აქვს რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც იგი საუკეთესოს ტიტულის მოპოვებას გეგმავს. |
|
აი, ეს მესმის.... ბრავი, ვანო! :))