მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
პროცესორები, კლასები და მწარმოებლები

შესავლის მაგივრად

სტატია ჩასწორებულია და შევსებულია 23.08.2006-ში,
სტატიის ორთოგრაფიულ რედაქტირებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის
ჩვენს წევრს DOMEN-ს რისთვისაც მას დიდი მადლობას ვუხდით.

ეს სტატია განკუთვნილია დამწყები მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვერ ერკვევიან პროცესორების დასახელებებში, მათ მწარმოებლებში და გამოყენების სფეროებში. პრაქტიკულად ასეთი სტატია დიდი ხმის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ინტერნეტში ქვეყნდება პირველად. სამწუხაროდ არცერთი კომპიუტერული რესურსი საწყის ეტაპებს არ უთმობს დიდ ყურადღებას რის გამოც ბევრ მომხმარებელს უწევს საკუთარი ძალებით და მიხვედრით გაიკვლიოს გზა საკმაოდ რთულ და დაქსაქსულ კომპიუტერულ ცხოვრებაში.  რა თქმა უნდა 1-2 წლის თავზე სირთულეები ქრება გარკვეული ცოდნა გროვდება, ყველაფერი მარტივდება, მაგრამ ხშირად პირველი არასწორი ნაბიჯები ბევრისთვის დიდი ხნის სინანულის ბრალია.

იმის გამო, რომ დამწყები მომხმარებელი გარკვეულ საკითხებში ვერ ერკვევა, მისი შეცდომაში შეყვანა იოლად შეიძლება გარკვეული ტერმინების ხსენებით. კონკრეტულად შეძენის დროს გამყიდველთან საუბრისას წარმოიქმნება მეორე ფსიფოლოგიური ბარიერი, მრჩეველი ირგვლივ არავინაა და როდესაც გამყიდველი გვეუბნება: კი როგორ არა საუკეთესოა და ამაზე კარგს ახლა ვერ იყიდი, ხოლო 2-3 წელიწადში ისეთი გამოვა, რომ ყველაფერი დაძველდებაო - სხვა გზა არა გვაქვს ქვეცნობიერად ეთანხმება მომხმარებელი და ყიდულობს იმას რასაც აძლევენ ხშირად ზედმეტად რეკლამირებული მარკით.

მაგალითად თბილისში საკმაოდ გავრცელებული იყო ტერმინი Pentium 5- ზოგი ყიდულობდა შემდეგ კი გაზეთების მეშვეობით ყიდიდა. მცოდნე ადამიანის თვალში ასეთი კურიოზი ღიმილს იწვევს, თუნდაც იმიტომ რომ Pentium 5 არასდროს არსებობდა და აწი აღარც გამოვა :-), ბევრს კი ბოლო 2 წლის განმავლობაში სერიოზულად სჯეროდა, რომ სწორედ ამ კლასის პროცესორი ჰქონდა შეძენილი.

გზის გასაყარზე

მოდით გზა რომ არ აგვებნეს, თავიდანვე დავყოთ ყველა პროცესორი მწარმოებლების და კლასების მიხედვით. მწარმოებელი ეს არის კომპანია (რომელიც როგორც წესი რამდენიმე ქარხანას და კვლევით ცენტრს ფლობს), რომელიც აწარმოებს ამა თუ იმ კლასის პროცესორს. თვითონ პროცესორები მოხმარების მიხედვით შეგვიძლია დავყოთ ოთხ ძირითად კლასად, პირველი და ყველაზე ძვირი არის სერვერული პროცესორები, ძირითადად ამ კლასის პროცესორები ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის არ არის განკუთვნილი. შემდეგ შეიძლება ცალკე კლასად განვიხილოთ სამაგიდო სტანდარტული პროცესორები, მაგალითად ბევრი ახალბედასთვის ცნობილი სახელი intel Pentium 4.

გასაკვირი არც არის რომ ეს სახელი ყველასთვის არის ცნობილია, კომპანია intel-ი, რომელიც ამ პროცესორებს აწარმოებს ლამის 11 წლის განმავლობაში აგრესიული რეკლამირების ხარჯზე, ყველაზე ცნობადი სახელის  მფლობელი გახდა. თვითონ კომპანია თავის ყოველწლიურ სემინარებზე არაერთხელ აფრთხილებდა თავის პარტნიორ მაღაზიებს და მათ წარმოადგენლებს, რომ სახელი Pentium შედის სახელების ყველაზე ცნობად  ხუთეულში. ამიტომ  მოუწოდებდა მაღაზიებს ცნობილი სახელი აქტიურად გამოეყენებინათ, რადგან მომხმარებლისთვის ლამის ბავშვობიდან ცნობილია ასეთი ბრენდი და უფრო ენდობა მას. სხვათაშორის მიდგომა ამართლებდა.

დღეისათვის სახელმა აქტუალურობა დაკარგა, რადგან პროცესორების არქიტექტურა შეიცვალა და კომპანია intel-მა საბოლოოდ გადაარქვა თავის პროცესორებს სახელი. შედეგად დღესდღეისობით ცნობილი ბრენდი Pentium-ი არ არსებობს. მისი სახელი დამთავრდა მეოთხე თაობის კლასთან ერთად. ამიტომაა რომ მე-5 თაობა ანუ Pentium 5-ი არც არასდროს გამოსულა და აღარც მომავალში გამოვა!

დავუბრუნდეთ ჩვენს საკითხს. დაგვრჩა ორი განსხვავებული კლასი. ესენია ბიუჯეტური მოდელები, რომლებიც როგორც წესი წარმოადგენენ ძირითადი კლასის შესუსტებულ, ან შეკვეცილ ვერსიას  და საბოლოო კლასი არის მობილური პროცესორები. ეს კლასი ბოლო 2-3 წელია აქტიურად მიიწევს წინ და სამაგიდო კომპიუტერებს არაფრით არ ჩამოუვარდება. 

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

Intel Core Duo E7500 2.93GHz L2 Cache 3Mb ეს CPU რამდენ ბირთვიანია?
15-07-2010, 20:31:15 | systematic

მალადეც ძმაო, ბევრ რამეში გამარკვიე
15-05-2009, 01:17:47 | pinturichio

ალიან საინტერესო სტატიაა
10-03-2009, 01:45:01 | gizo82

მე ძალიან მომეწონა ეს სტატია
ეგრე გააგრძელეთ
21-11-2008, 09:18:47 | RATIAGAPO

მართლა მაგარი საიტია და ძაან კარგი განხილვებია :) ყოველ დღე 3 სტატიას მაინც ვკითხულობ ამ საიტზე ძალიან საინტერესოა და გამოსადეგარია.
20-11-2008, 18:11:43 | boombastik

მაგარიააა! ვერ შევაგნებიე ამ ხალხს რო პ5 არ არსებობს :-(
10-11-2007, 13:18:10 | shustrika

მეც ვუერთდები ყველა მომხმარებელია აზრს ამ სტატიასთან დაკავშირებით. მართლა კარგი სტატიაა ...
29-10-2007, 13:43:29 | sio777

მადლობთ, მარტო საინტერესო კი არა ძალიან საჭირო სტატიაცაა!
31-07-2007, 11:18:55 | cisamziti

მაგარი სტატიაა, გაიხარეთ.
10-05-2007, 13:49:45 | gio_88

საინტერესოა
10-01-2007, 00:25:05 | Mer1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.